ალექსანდრე ბლოკი და ლიუბოვ მენდელეევა - ღალატით სავსე „პლატონური ცოლქმრობა“

სიყვარულის ისტორიები

6 ივლისი 22:00, 2016 წელი

უდიდესი რუსი პოეტი და პერიოდული სისტემის ავტორ დიმიტრი მენდელეევის ქალიშვილი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. ალექსანდრე ბლოკი სამი წლის იყო, როცა ერთი წლით უმცროს ლიუბოვ მენდელეევას ყოჩივარდების თაიგული აჩუქა. შემდეგ მათი გზები გაიყარა და როცა ალექსანდრე ბავშვობის მეგობარს ისევ შეხვდა, ლიუბა 16 წლის მომხიბვლელი გოგონა გახლდათ. 1903 წლის აგვისტოში წყვილი დაქორწინდა, თუმცა მათი ცოლქმრული ურთიერთობა უცნაურად წარიმართა.


მოგონებების წიგნში „რეალობა და გამონაგონი ბლოკსა და საკუთარ თავზე“, პოეტის მეუღლემ საზოგადოებას შოკისმომგვრელი ამბავი უამბო. ლიუბას მონაყოლიდან ირკვევა, რომ ქორწინების ღამეს ალექსანდრემ ახლად შერთულ მეუღლეს ასე მიმართა:
„მე მინდა, ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო რამ გითხრა. გეცოდინება, რომ ცოლ-ქმარს შორის ფიზიკური სიახლოვე უნდა არსებობდეს, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ ჩვენ შორის ეს სიახლოვე არასდროს იქნება. როგორ თუ არ იქნება? არ გიყვარვარ? - ჰკითხა გაოგნებულმა ქალმა.
თავად განსაჯე: მე არ შემიძლია მიგიჩნევდე მარადიული და იდეალური ქალწულის განსახიერებად და თან ისე მოგექცე, როგორც საძაგელ გოგონებს ექცევიან. ამიტომ იცოდე, მე ყველა შემთხვევაში სხვა ქალებთან მექნება ურთიერთობა. ვიცი, შენც სხვა მამაკაცში გამცვლი; ჩვენ ხომ ისე თავისუფლები ვართ, როგორც ჩიტები, მაგრამ მინდა იცოდე, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და საძინებელი ოთხიდან გავიდა“.


თავის წერილში „თეთრი ქორწინება“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი თამარ შარაბიძე წერს, რომ ლიუბა მენდელეევას გულახდილმა მოგონებებმა საზოგადოების ნაწილში - აღშფოთება და ზიზღი, ნაწილში კი დიდი მოწონება დაიმსახურა. ლიუბამ აღიარა ბლოკთან არარეალიზებული ქორწინება და თავისი რომანები მეუღლის მეგობრებთან - ანდრეი ბელისთან და კონსტანტინე დავიდოვსკისთან. მკვლევარი მიიჩნევს, რომ მემუარებს თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა დაედო საფუძვლად, რაც ლიუბას მთელი ცხოვრების მანძილზე თვალშისაცემი იყო.


ცნობილია, რომ ალექსანდრეს ცოლის მიმართ ძლიერი გრძნობა ჰქონდა, მაგრამ პერიოდულად სხვა ქალებსაც ხვდებოდა. სანამ ბლოკი მსახიობ ნატალია ვოლოხოვათი და ოპერის მომღერალ დელმას ანდრეევნათი იყო გატაცებული, გართობას არც ლიუბოვ დიმიტრევნა იკლებდა.
რამდენიმეწლიანი „პლატონური ცოლქმრობის“ შემდეგ ლიუბა ალექსანდრე ბლოკის მეგობარ პოეტსა და კრიტიკოსს ანდრეი ბელის შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთობას ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა და ბელისთან კონფლიქტიც ჰქონდა, ბლოკმა მეტოქე ვერ „დაბლოკა“. პოეტი იძულებული იყო, თვალი აერიდებინა მეგობართან ერთად მოსეირნე  ცოლისთვის და ტკივილი დაემალა.


მოგვიანებით, ლიუბამ თეატრში დაიწყო მუშაობა და 1909 წელს ერთ-ერთი გასტროლიდან სახლში ფეხმძიმედ დაბრუნდა. მართალია, ბლოკმა მშვენივრად იცოდა, რომ ბავშვის მამა თავად კი არა, მსახიობი კონსტანტინე დავიდოვსკი იყო, მაინც საკუთარი შვილივით მიიღო. პატარა რვა დღეში გარდაიცვალა და ეს მისთვისაც ისეთივე ტრაგედიად იქცა, როგორც მისი მეუღლისთვის.


იმდროინდელ რუსულ საზოგადოებაში ლიუბა მენდელეევას შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები არსებობდა: ზოგს მოსწონდა, უმეტესობას კი აღიზიანებდა.
ბლოკის ბიძაშვილი გეორგი ბლოკი მენდელეევას ვერ იტანდა, ლიუბას თანამშრომლები მის უტაქტობასა და ცუდ მუშაობას უჩიოდნენ. გამომცემლობის სწავლული მდივანი ნიკოლაი ანდრეევი ამბობდა, რომ ლიუბასთან ნაცნობობა ბლოკის პოეზიის მიღებასა და აღქმაში ხელს უშლიდა. პოეტის მეგობარი ქალი ლიუბოვ დელმასი ბლოკის მეუღლეს ეგოისტს უწოდებდა და ამბობდა, რომ ის ქმარზე არ ზრუნავდა და ცუდად აჭმევდა.


„აღაჟღაჟებული ქერა ქალი, დიდებული თმებითა და არაჩვეულებრივი სახის ფერით, ნამდვილი რუსი ლამაზმანი“, - წერდა ლიუბოვ მენდელეევას შესახებ მსახიობი ელიზავეტა ტიმე.
„ყოველთვის ულამაზო იყო“ - ამბობდა მენდელეევის ქალიშვილზე ოპერის მსახიობი ლიუბოვ დელმასი, რომელსაც ბლოკმა ლექსების ციკლი „კარმენი“ მიუძღვნა.
„მე იგი ჯერ კიდევ 1910 წელს ვნახე. მაშინ ის იყო სრულიად დამჭკნარი, მახინჯი და არასასიამოვნო ქალი უფერული, პატარა თვალებით“. „ის არა მარტო უშნო იყო, არამედ საშინელი. შინაგანად უსიამოვნო, არაკეთილისმყოფელი, თითქოს რაღაცით გატეხილი“, - წერდა პოეტი ანა ახმატოვა ბლოკის მეუღლეზე.
სხვათა შორის, ახმატოვა ლიუბას პიროვნების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა და პოეტის ცხოვრებაში ლიუბას როლზე ხშირად მსჯელობდა:
„ბლოკი ყოველთვის, მთელი ცხოვრება ხედავდა მასში გოგონას, რომელიც ოდესღაც შეუყვარდა“, - წერდა ახმატოვა. რაც შეეხება პოეტის მეუღლით ბლოკის მოსკოველი მეგობრების ანდრეი ბელისა და სერგეი სოლოვიოვის გატაცებას, ასე ხსნიდა: „ალბათ, ისინი ხედავდნენ მას ბლოკის საოცარი ლექსების მიღმა, სადაც ის მშვენიერი ქალბატონიცაა და სოფიაც, ღვთაებრივი სიბრძნე“.


ლამაზი იყო თუ უშნო, ლიუბა მენდელეევა ბლოკისთვის „მშვენიერ ქალბატონად იქცა“. ნათქვამია, ვისაც გარეგნობა ნაკლებად სწყალობს, ხასიათის სიკეთით გამოირჩევა, მაგრამ ბლოკის „მფარველი ანგელოზი“ არც განსაკუთრებული ბუნებით გამოირჩეოდა“, - წერს თამარ შარაბიძე და აღნიშნავს, რომ ბლოკისა და მენდელეევას ქორწინება ორივესთვის უიღბლო აღმოჩნდა. ისინი სხვადასხვა ბუნების ადამიანები იყვნენ და ხშირად ჩხუბობდნენ, მაგრამ ჩხუბის, უსიამოვნებისა და უამრავი ღალატისგან მიყენებული ტკივილის მიუხედავად, ალექსანდრეს მის მიმართ სიყვარული არ განელებია.
პოეტი სიცოცხლის ბოლომდე ქალებს ორ ნაწილად ჰყოფდა: ლიუბოვ მენდელეევად და დანარჩენებად.
დიახ, ლიუბა მენდელეევა ბლოკის შთაგონების წყარო იყო და მეოცე საუკუნის რუსულ პოეზიაში ძნელად მოიძებნება პიროვნება, რომელსაც ლიუბაზე მეტი გავლენა მოეხდინოს რომელიმე პოეტზე.


„როგორც არ უნდა გავამართლოთ ან გავამტყუნოთ ლიუბა, ერთი რამ ცხადია - ის ბედნიერი ქალი არ ყოფილა და თავის უბედურებასთან ბრძოლის დროს საზოგადოებრივი ნორმების ჩარჩოებიდან გამოდიოდა. „თეთრმა ქორწინებამ“ ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში და, რაც მთავარია, გაუღვივა თავის წარმოჩენის სურვილი ოჯახის გარეთ, რაც ერთობ ძნელი აღმოჩნდა ბლოკის ჩრდილქვეშ მყოფი ქალისთვის. მოსიყვარულე და ყურადღებიანი პოეტი გვერდით ყოფნითაც კი ზღუდავდა მის ინდივიდუალურობას და თავის ჩრდილში აყენებდა ქალს, რომელსაც არავის ჩრდილში ყოფნა არ სურდა. ნაცნობი თუ უცნობი მასში მხოლოდ ბლოკის ცოლს ხედავდა და არა ლიუბა მენდელეევას, რომლის ქმარიც ბლოკი იყო... შთამბეჭდავ, თითქმის აღსარებად ქცეულ „ბლოკის მეუღლის მოგონებებში“ მკითხველს მხოლოდ ბლოკის დანახვა სურდა. ლიუბამ კი თავისი თავი წარმოაჩინა და დაუფარავად თქვა სიმართლე. მას არ შეეძლო, არ შეხებოდა თავისი ქორწინების ტრაგედიას. სიმართლე მხოლოდ მან იცოდა და ეს რომ არ ეთქვა, არ იტყოდა მთავარ მიზეზს, რამაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა, მაგრამ თქმაც ძნელი იყო და სიმამაცეს მოითხოვდა. ლიუბამ კი აღიარა სიმართლე მოკლედ, კონკრეტულად და შეულამაზებლად. შეიძლება მის თხრობაში სკანდალური გამოხდომების წილიც ერიოს, მაგრამ მთავარი მაინც ლიუბას პიროვნებაა, საიდანაც მომდინარეობს მისი სიმამაცე და სითამამე. შესაძლოა, სწორედ ამით იხიბლებოდა ბლოკი... და არა მარტო ის“,  - თამარ შარაბიძე („თეთრი ქორწილი“).


პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბლოკის ოჯახში ურთიერთობა დალაგდა და პოეტი ერთგული ქმარი გახდა, თუმცა ეს მისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები იყო. ცივი და მშიერი პეტროგრადის კლიმატმა, მძიმე და დატვირთულმა სამსახურმა საბოლოოდ შეარყია პოეტის ჯანმრთელობა - მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასთმა დაემართა. თავი იჩინა ფსიქოლოგიურმა დარღვევებმაც...
ბლოკის გარდაცვალებამდე  რამდენიმე დღით ადრე პეტერბურგში ხმა გავრცელდა, რომ ის ჭკუიდან შეიშალა.
პოეტი 1921 წლის 7 აგვისტოს, გულის სარქველების ანთებით გარდაიცვალა. ალექსანდრე ბლოკი პეტროგრადში, სმოლენსკის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი პლატონური სიყვარულის ობიექტი 1939 წლის 27 სექტემბერს პეტროგრადში გარდაიცვალა. თავდაპირველად, ისინი ცალ-ცალკე იყვნენ დასაფლავებული, მაგრამ 1944 წელს გაუგონარი სასიყვარულო ისტორიის ორივე  მონაწილე  ვოლკოვოს ლიტერატორთა სასაფლაოზე გადაასვენეს და გვერდიგვერდ დაკრძალეს.


***  


მე ბნელ ტაძარში შევდივარ კრძალვით,
წავიჩურჩულებ უბრალოდ ლოცვას,
ველი ხატებას მშვენიერ ქალის,
ბნელში სანთლები ციმციმებს როცა.

კარის ჭრიალი შემაკრთობს მყისვე,
მაღალ სვეტების ჩრდილი ვარდება
და შემომყურებს თვალებში ისევ
მხოლოდ სიზმარი, მისი ხატება.

ო, შევეჩვიე საოცარ სამოსს
ციურ მეუღლის, ღვთაებრივ ქალის,
მაღლა, კარნიზზე გაქცევას ლამობს
მისი სიზმარი, ღიმილი მკრთალი.

თრთიან სანთლები ფრთაშერუჯული,
ო, უწმინდესო, ახარებ მზერას,
არ მესმის შენი სუნთქვა, ჩურჩული,
მაგრამ, ძვირფასო, შენა ხარ, მჯერა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?