შურისძიება უსიტყვოდ

სიყვარულის ისტორიები

9 ივლისი 14:00, 2016 წელი

დიდი ქართველი დირიჟორის ევგენი მიქელაძისა და მისი მშვენიერი მეუღლის ტრაგედია ერთმა შემთხვევამ განაპირობა: 30-იანი წლების რეპრესიების შემოქმედმა ლავრენტი ბერიამ ერთ დღეს ქუჩაში საქართველოს სსრ ცკ-ს პირველი მდივნის მამია ორახელაშვილის ულამაზესი ქალიშვილი ქეთუსია დაინახა. ქალების მოყვარულმა ლავრენტიმ მძღოლს მანქანის გაჩერება უბრძანა, თუმცა საუბრის წამოწყებაც ვერ მოასწრო, რომ საიდანღაც ქეთუსიას დედა მარიამ ორახელაშვილი გამოჩნდა და ქალიშვილს მიახალა, ამ გომბეშოსთან როგ­ორ ლაპარაკობო. მაშინ ლავრენტი პავლეს ძე იქაურობას უსიტყვოდ გაეცალა, თუმცა...

ეს ამბავი მალე მივიწყებას მიეცა. 19 წლის ქეთევან ორახელაშვილმა უნიჭიერესი დირიჟორი, პირველი ქართული სიმფონიური ორკესტრის დამაარსებელი ევგენი­ მიქელაძე  გაიცნო, თავდავიწყებით შეუყვარდა და მალე ცოლად გაჰყვა. წყვილს მალე ქალ-ვაჟი თინათინი და ვახტანგი შეეძინა, თუმცა მათ ბედნიერებას დიდი დრო არ ეწერა...

საყოველთაო რეპრესიების პერიოდში ბერიამ, რომელსაც  ძველი წყენის გამო შურისძიების საშუალება მიეცა, ქეთევანის მშობლები - მამია და მარიამ ორახელაშვილები სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპა­ტიმრა. მარიამს, რომელმაც წლების წინათ ბერიას შეურაცხყოფა გაბედა, განსაკუთრებული სისასტიკით მოექცნენ: მკერდი მოჰკვეთეს და ჭრილობაზე მარილი დააყარეს. საბოლოოდ, ცოლ-ქმარს წამ­ებით ამოხადეს სული.

ამის შემდეგ კი ევგენი მიქელაძისა და მისი მშვენიერი მეუღლის დრო დადგა.
ლავრენტი ბერიას უყვარდა ოპერა და არცერთ პრემიერას აკლდებოდა; მოსწონდა ევგენი მიქელაძის შემოქმედებაც, თუმცა დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ამის უპირველესი მიზეზი კი ის იყო, რომ ევგენი მიქელაძე ორახელაშვილების სიძე გახდა, ამასთან დირიჟორი ავტორიტეტებს არ აღიარებდა და ოპერის თეატრში შესული ნებისმიერი ჩინის პირი მისთვის მხოლოდ და მხოლოდ მსმენელი იყო.
ერთხელ რეპეტიციაზე დასასწრებად მისულ ლავრენტი ბერიას ევგენი მიქელაძემ დარბაზი დაატოვებინა სიტყვებით: „თუ შეიძლება, უცხო პირები ნუ შემოდიან.“ 
ბერია, ისევე როგორც ქეთუსიასთან შეხვედრისას, კვლავ უსიტყვოდ გაეცალა იქაურობას, თუმცა...
 
1937 წლის 4 ნოემბერს „ლატავრას“ გენერალური რეპეტიცის შემდეგ ევგენი მიქელაძე თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს.
უშიშროების საგამოძიებო საქმეში ვკითხულობთ „ერ. გორდელაძისგან მიღებული დავალების შესრულების მიზნით, ბრალდებული მიქელაძე მავნებლურ მუშაობას ეწეოდა ფალიაშვილის სახელობის თეატრში, რაც გამოიხატებოდა თეატრის მუშაობის დეზორგანიზებაში, ინტრიგებისა და კინკლაობის მოწყობაში თანამშრომლებს შორის და დადგმების მიმართ კრიზისული ვითარების შექმნაში, თეატრის  სამხატვრო გეგმის ჩაშლაში“.
მაშინ უნიჭიერესი მუსიკოსი 35 წლის იყო...
ქეთ­ევანს კი, როგორც სამშობლოს მოღალატის მეუღლეს, შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ასე აღმოჩნდა ქეთევან ორახელაშვილი აკმოლინსკის ბანაკში.


ცნობილი ქართველი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, რომელსაც ევგენი მიქელაძესთან ნათესაური კავშირი ჰქონდა, იხსენებდა, რომ გადასახლებიდან დაბრუნებული და ნატანჯიც კი ქეთუსია ორახელაშვილი ულამაზესი იყო და ლანა ღოღობერიძემ თავის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე“ ერთ-ერთ როლში გადაიღო.
 
ევგენი მიქელაძისა და მისი ოჯახის ტრაგედიაზე გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე გვესაუბრა:
 
- ჟენია მიქელაძე და ქეთუსია ორახელაშვილი გიგასთვის ძალიან ახლობელი ადამიანები იყვნენ. ჟენია ქუთაისში დაიბადა. ის საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო და აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა. ძალიან ადრეულ ასაკში გაითქვა სახელი.  მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც იცნობდნენ. მის კონცერტებს ხშირად ესწრებოდა პროკოფიევი და უდიდეს პროფესიონალად აღიარებდა... ქეთუსიასა და ჟენიას ერთმანეთი მალე შეუყვარდათ, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. როდესაც ჟენიას დასაპატიმრებლად მივიდნენ, იმ ღამეს ქეთუსიაც აიყვანეს სახლიდან... მაშინ მათი უფროსი შვილი 3 წლის იყო, უმცროსი კი წლინახევრის.


- ამბობენ, რომ დახვრეტამდე ევგენი მიქელაძე სასტიკად აწამეს...
- დიახ, საშინლად სცემეს და თვალები დასთხარეს. ამბობენ, რომ თვალებდათხრილმა დირიჟორმა წამების დროს, უბადლო სმენის წყალობით, ბერიას ხმა იცნო. მაშინ ამ უნიკალურ მუსიკოსს ყურებში თოფის საწმენდი „შომპოლი“ გაუყარეს და სასტიკად ნაწამები რამდენიმე დღის შემდეგ დახვრიტეს...


- როგორც ცნობილია, ქეთევან ორახელაშვილის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, დიდხანს აღარ უცოცხლია...
- გადასახლებიდან დაბრუნებულ ქეთუსიას პირველად ოპერაში შევხვდით. თმები სულ გათეთრებული ჰქონდა, მაგრამ წარმოუდგენლად ლამაზი იყო. იგი მალე გარდაიცვალა, რადგან ამდენმა ტანჯვამ მთლიანად გაანადგურა.


ევგენი მიქელაძისა და ქეთევან ორახელაშვილის შვილების ცხოვრება როგორ განვითარდა?
- ჟენიას დახვრეტის შემდეგ, 1951 წელს, როცა ვახტანგი და თინიკო სრულწლოვნები გახდნენ, ყარაგანდაში გადაასახლეს და მათთან შეხვედრა მოგვიანებით მოხდა. ჩვენ ორივესთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. მე თინასთან ვმეგობრობდი, ვახტანგიც ძალიან ხშირად მოდიოდა ჩვენთან. ამ ადამიანებთან ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ამჟამად, თინიკო გარდაცვლილია, ვახტანგი კი კინოდოკუმენტალისტიკაში მოღვაწეობს. სამწუხაროა, რომ მათი არაჩვეულებრივი მშობლების სიყვარული და ოჯახური ცხოვრება ასე ტრაგიკულად განვითარდა. მეტს ვეღარაფერს გეტყვით...


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?