ანდრეი მირონოვი და მასზე შეყვარებული ქალები

სიყვარულის ისტორიები

20 ივლისი 22:00, 2016 წელი

ის ქალთა დღეს - 1941 წლის 8 მარტს დაიბადა. შესაძლოა, სწორედ ამის გამო იყო მასში შერწყმული რომანტიკულობა და ტემპერამენტი. ყოველთვის მოსწონდათ ქალებს და თავადაც ხშირად იყო შეყვარებული. ნატალია ფატეევა, ეკატერინა გრადოვა, ლარისა გოლუბკინა, ტატიანა ეგოროვა, მაია პლისეცკაია, სვეტლანა სვეტლიჩნაია, ელენა პროკლოვა... მსახიობი თითქმის სიკვდილამდე ცდილობდა, საკუთარ გრძნობებში გარკვეულიყო. 


თეატრის, კინოსა და ესტრადის მსახიობი, რსფსრ სახალხო არტისტი ანდრეი მირონოვი ცნობილი მსახიობების მარია მირონოვასა და ალექსანდრე მენაკერის ვაჟი იყო. ანდრეი თითქმის თეატრის სცენაზე დაიბადა, მარიას მშობიარობა სპექტაკლის მსვლელობისას დაეწყო. მაშინ არავინ  იცოდა, რომ მომავალ მსახიობს სიკვდილიც თეატრის სცენაზე ელოდა, თუმცა მანამდე იყო საინტერესო ცხოვრება, კინოსა და თეატრში შესრულებული საუკეთესო როლები და ბევრი ქალი...


პირველი გატაცება
ამბობენ, რომ ყველაზე მეტად მთელი ცხოვრება მხოლოდ დედა - მარია ვლადიმეროვნა უყვარდა და მოწიფულობის ასაკშიც ისევე უჯერებდა, როგორც ბავშვობისას. ანდრეის დედის სასტიკად ეშინოდათ მის შვილზე შეყვარებულ გოგონებს.
ანდრეის პირველი სიყვარული თანაკლასელი გალინა დიხოვიჩნაია (დრამატურგ ვლადიმერ დიხოვიჩნის შვილი) იყო. გოგონა ანდრეის მეზობლად ცხოვრობდა და მათი ოჯახები მეგობრობდნენ. გალიას აღმოსავლური გარეგნობა და მეტისმეტად მკაცრი ხასიათი ჰქონდა. სასიყვარულო ბარათებითა და ლექსებით მის მოხიბვლას ანდრეი თითქმის ერთი წელი ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კოცნის გარდა, მათ შორის არაფერი ყოფილა, ანდრეისა და გალიას მეათე კლასში უკვე მომავალ ოჯახურ წყვილად განიხილავდნენ. დიხოვიჩნაიასთან ანდრეის ურთიერთობა სკოლის დამთავრებისთანავე დასრულდა.
ინსტიტუტში სწავლის დროს, ანდრეი უკვე სხვა გოგონათი გახლდათ მოხიბლული. არც ვიკა ლეპკო იყო მის მიმართ გულგრილი, თუმცა მას წინ დიდი იმედგაცრუება ელოდა. თავის მოგონებებში ლეპკო წერდა:
„მახსოვს, მე და ანდრეი მის ოთახში ვისხედით და გამოცდებისთვის ვემზადებოდით. ის, როგორც მამაკაცი, ძალიან მხიბლავდა და აღფრთოვანებული შევცქეროდი. ამ დროს კარი გაიღო და შინამოსამსახურემ დაუძახა: ანდრიუშა, ვახშმის დროა... და ის წავიდა. მე კი ოთახში მარტო დავრჩი. სულაც არ მშიოდა, მაგრამ თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. ჩემი სიმპათიების მიუხედავად, მივხვდი, რომ ის „დედიკოს ბიჭი იყო“.


პირველი სიყვარული

ფილმ „სამს პლუს ორის“ გადაღებებზე ანდრეის თავდავიწყებით შეუყვარდა მსახიობი ნატალია ფატეევა, რომელიც ახალი დაშორებული იყო რეჟისორ ბასოვთან. ტემპერამენტიანმა მირონოვმა ქალის მოხიბვლა ადვილად მოახერხა და ცოლობაზეც დაითანხმა, მაგრამ ანდრეის დედამ შვილის არჩევანი არ მოიწონა და გეგმები ჩაუშალა. მაშინ მსახიობები ჭორაობდნენ, რომ მირონოვი ფატეევაზე მაინც დაქორწინდა, მაგრამ ქალმა უღალატა და ცოლად კოსმონავტს გაჰყვა. იმასაც ამბობდნენ, რომ ამის შემდეგ მირონოვს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.
მირონოვის პირველი შეყვარებული იხსენებს:
„ჩემთვის 8 მარტი ანდრეის დაბადების დღეა და არა ქალთა დღე. ღმერთის ნება იყო, რომ ამ დღეს დაბადებულიყო. მე ყოველთვის ვპოულობდი მიზეზს, რომ მისთვის მიმელოცა, რადგან მეგობრებად დავრჩით. ჩვენი პირადი ცხოვრება საზოგადოების სამსჯავროზე არასდროს გამომიტანია და არც მომავალში ვაპირებ, მემუარები ვწერო. ანდრეი ჩემთვის ისეთია, როგორსაც ვიცნობდი. დროს კი ყველაფერი მარადისობაში მიაქვს“.


პირველი ცოლი
მომავალი ცოლი, ეკატერინა გრადოვა - კეტის როლის შემსრულებელი ფილმში „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ - მირონოვმა პირველად 1969 წლის ზამთარში სასწავლო სპექტაკლზე შენიშნა. ამის შემდეგ, გრადოვა დიდი ხნით გაუჩინარდა. მირონოვმა მისი ნახვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოახერხა, როცა ქალი სატირის თეატრში მუშაობის დასაწყებად მივიდა და ანდრეის შეეჩეხა. შემდეგ „გაზაფხულის მეჩვიდმეტე გაელვების“ გადაღებებზე გაქანდა და უკან დაბრუნებული მირონოვის მკლავებში აღმოჩნდა. 1971 წლის 29 ივნისს ანდრეიმ და კატიამ მმაჩის ბიუროში განცხადება შეიტანეს. გრადოვა იხსენებდა, რომ ანდრეის დედასთან შეხვედრისას მარია ვლადიმერის ასული პედიკიურს იკეთებდა. შვილისა და გრადოვას დანახვაზე გაიკვირვა, რა ხდება და რატომ მოიტანეთ ამდენი ვარდი? მირონოვმა საცოლე გვერდით ოთახში შეიყვანა და დედას რაღაც უჩურჩულა. რაა? - გაიგონა გრადოვამ და იგრძნო, რომ სხეული ეყინებოდა. ანდრეი, დასვი შენი საცოლე და ფეხები ტაშტში ჩაყოს, - თქვა ბოლოს მარია ვლადიმერის ასულმა. „პედიკიურშამ პედიკიური გამიკეთა, მაგრამ ამ დროს ფეხები რომ მოეჭრა, ალბათ, ვერ ვიგრძნობდი. ანდრეის დედამ თავი მტაცებლად და ქურდად მაგრძნობინა.“ - იხსენებდა გრადოვა.


ახალგაზრდებმა პირველად ქორწინების დღესვე იჩხუბეს. ხუთი წლის შემდეგ კატიამ გოგონა გააჩინა. ბედნიერმა მამამ ბავშვს, დედის პატივსაცემად, მარია დაარქვა, მაგრამ გოგონამ  წყვილის ურთიერთობა ვერ გადაარჩინა. გრადოვამ ქმარს სატირის თეატრის ერთ-ერთ მსახიობთან შეუსწრო და გაყრაზე განცხადება შეიტანა. მირონოვს მისი გადარწმუნება არ უცდია. ცოლ-შვილს ბინა დაუტოვა და მშობლების სახლში დაბრუნდა.


მეორე ცოლი
თეატრალურ წრეებში ჩურჩულებდნენ, რომ მირონოვი გრადოვასგან გოლუბკინასთან წავიდა. სინამდვილეში რომანი „ჰუსარული ბალადის“ გმირ ქალთან გაცილებით ადრე დაიწყო. ლარისა გოლუბკინა ჰყვებოდა, რომ ანდრეისგან სიმპათიები ჯერ კიდევ ფატეევასთან შეყვარებულობის პერიოდში იგრძნო. გოლუბკინას თქმით, ანდრეიმ ცოლობა შესთავაზა, მაგრამ მან უარით გაისტუმრა. წლების შემდეგ ორივე მიხვდა, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეეძლოთ და დაქორწინდნენ. მირონოვმა ლარისას ქალიშვილი მაშა იშვილა. სხვათა შორის, სეხნია დებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვთ. იმასაც ამბობენ, რომ ასე მათმა დედებმა ისურვეს.


 


ანდრეი მირონოვზე შეყვარებული ქალები

მსახიობმა ტატიანა ეგოროვამ თავის მემუარების წიგნით „ანდრეი მირონოვი და მე“ სამყაროს ამცნო, რომ მთელი ცხოვრება მირონოვის არაოფიციალური ცოლი იყო. ამავე წიგნში ეგოროვამ მიანიშნა მირონოვის რომანზე ბალერინა მაია პლისეცკაიასთან.
„ანდრეიმ ქურთუკი ჩაიცვა და კართან დადგა. ბალერინამ მას ზურგში უბიძგა: მანქანასთან მიდიო. კიბეებზე ჩაიყვანა, ვერცხლისფერ „სიტროენში“ შეტენა და წაიყვანა, მაგრამ რამდენიმე დღეში დონ ჟუანმა უკან მოირბინა. როგორც ჩანს, რომანტიკული ჟანრის წარმომადგენლის მბრძანებლურმა სისტემამ საბრალო ძალიან დააფრთხო“.


ეგოროვას თუ დავუჯერებთ, დონ ჟუანის ქალების სიაში იყო მსახიობი ნინა კორნიენკოც:
„ქალთევზა (ეკატერინა გრადოვა) მოსკოვში დარჩა, ანდრეი კი აკრობატთან (ნინა კორნიენკო) დარბოდა. მრავალრიცხოვანი ქალებიდან მხოლოდ მას უყვარდა ანდრეი მოთხოვნებისა და პრეტენზიების გარეშე“.


ამბობენ, მირონოვს ყველა პარტნიორი ქალი უყვარდებოდაო. ისიც ცნობილია, რომ „ბრილიანტის ხელის“ გადაღებაზე ანდრეი სვეტლანა სვეტლიჩნაიაზე იყო შეყვარებული.
„მე ანდრიუშასთან ერთად ორ ფილმში გადამიღეს. ფილმის „დაიჭირე ღრუბელი“ გადაღების შემდეგ მან სიურპრიზი გამიკეთა და რესტორანში დამპატიჟა. სანამ ჩვენ ვემზადებოდით, რესტორანი დაიკეტა, მაგრამ ანდრეი მოელაპარაკა რესტორნის ხელმძღვანელობას და ჩვენ იქ დილამდე მარტო ვერთობოდით. მე მისგან სიცოცხლით ვარ დავალებული. „ბრილიანტის ხელის“ გადაღებების შემდეგ ზღვაში საცურაოდ შევედი. ნაპირს, დაახლოებით, 800 მეტრით ვიყავი დაშორებული, როცა ტალღებმა თავბრუ დამახვია. ანდრეი წყალში გადმოხტა და ნაპირამდე მიღწევაში დამეხმარა. შემდეგ ჩვენ ერთმანეთს ვკოცნიდით, მაგრამ ამაზე მეტი სიახლოვე არ გვქონია“.


ამბობენ, რომ ცოლის ლარისა გოლუბკინას უეცარმა ჩამოსვლამ შეწყვიტა მირონოვისა და ელენა პროკლოვას რომანი ფილმის „გახდით ჩემი ქმარი“ გადაღებებზე.  მოგვიანებით პროკლოვა ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის: „ერთმანეთის შეყვარების გარეშე გადასაღებ მოედანზე ბევრი არაფერი გამოდის და ეს შესანიშნავია. ჩემთვის ფილმის „გახდით ჩემი ქმარი“ გადაღება დღესასწაულად და ჩემი ცხოვრების „ოქროს ხანად“ იქცა. ანდრეის არაჩვეულებრივი თვისება ჰქონდა - ის არასოდეს გახვევდა თავის პრობლემებს და ირგვლივ ხალისიან განწყობას ქმნიდა. ვფიქრობ, მასზე, როგორც მსახიობზე, დღემდე შეყვარებული ვარ“.


უკანასკნელი როლი
1987 წლის 14 აგვისტოს ანდრეი მირონოვი რიგის საოპერო თეატრის სცენაზე სპექტაკლ „ფიგაროს ქორწინებაში“ ფიგაროს თამაშობდა. მესამე აქტის მეხუთე მოქმედებაში ფიგარო ამბობს: „დიახ, მე ვიცი, რომ ის ვიგინდარა მის მიმართ გულგრილი არ იყო, მაგრამ მან მე მამჯობინა“. ეს იყო მსახიობის უკანასკნელი სიტყვები სცენაზე. 16 აგვისტოს 46 წლის ანდრეი მირონოვი ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად გარდაიცვალა. ჩვეულებრივ, ასეთი დიაგნოზის დროს, ადამიანი მეტყველებისა და აზროვნების უნარს კარავს, თუმცა როცა სასწრაფოს საავადმყოფოში გადაჰყავდა, მსახიობი ციტატებს კითხულობდა თავისი დაუსრულებელი როლიდან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?