ქარწაღებულთა სიყვარული და უპასუხოდ დარჩენილი კითხვა: „რა შეგვეშალა?!“

სიყვარულის ისტორიები

30 ივლისი 14:00, 2016 წელი

მათ ერთმანეთი უყვარდათ სცენაზეც, გადასაღებ მოედანზეც და ცხოვრებაშიც. ისინი ერთმანეთს 1935 წელს შეხვდნენ, როცა ლონდონის ერთ-ერთ თეატრში ტრიუმფით და სრული ანშლაგით მიმდინარეობდა სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“. რომეოს როლს მომხიბვლელი და მგზნებარე ლოურენს ოლივიე ასრულებდა. სწორედ ასეთი იხილა იგი ვივიენ ლიმ პირველად. თეატრალური კარიერის აღმასვლის ეტაპზე მყოფი გოგონას თვალებში სამუდამოდ აღიბეჭდა ვნებიანი რომეოს სახე - ეს სწორედ ის პრინცი გახლდათ, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.


ამ დღიდან ვივიენი საყვარელი მსახიობის ყველა სპექტაკლს ესწრებოდა. ერთხელ კი შეძლო, კულისებში შეეღწია და ოლივიე გაეცნო. ლამაზი გოგონას ყურადღებით მოხიბლულმა ოლივიემ საპასუხოდ მის სპექტაკლზე დასწრება გადაწყვიტა და მთლიანად ჩაიძირა  ვივიენის სცენიდან გადმოღვრილ მომხიბვლელობასა და გრაციაში. მაყურებელთა მზერა მხოლოდ მისკენ იყო მიმართული.
მალე ცნობილი პროდიუსერის ალექსანდრე კორდასთან დადებული კონტრაქტის წყალობით ბედისწერამ ვივიენი და ლოურენსი ერთმანეთს მხატვრული ფილმის „ცეცხლის ალი ინგლისის თავზე“ გადასაღებ მოედანზე შეახვედრა.  
ძნელია, ბედს შეეწინააღმდეგო, როცა ოცნებას თავად ცხოვრება ლანგრით გთავაზობს.
მაშინ ვივიენი 22 წლის იყო, ლოურენსი კი - 28-ის.
გადაღებების მიმდინარეობის სამი თვის მანძილზე კინოსიყვარული ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა. ვივიენი და ლოურენსი გრძნობებს არ მალავდნენ. მათი თვალები სავსე იყო სასიყვარულო ემოციებით. „შეუძლებელია, ის არ შეგიყვარდეს“, - აღიარებდა ოლივიე და ბედნიერების მეცხრე ცაზე დაფრინავდა. ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი:
ამ დროისთვის ორივე მათგანი დაქორწინებული იყო. ვივიენს მდიდარი მეუღლე და პატარა ქალიშვილი ჰყავდა, ოლივიე კი მსახიობ ჯილ ესმონდზე იყო დაქორწინებული და სწორედ იმ პერიოდში გახდა მამა.


ლოურენსის ცოლმა და ვივიენის ქმარმა ჰერბერტ ლიმ უარი განაცხადეს მეუღლეებთან განქორწინებაზე. შვილის გეგმა - მდიდარ ქმარს გაჰყროდა და ცოლად მსახიობს გაჰყოლოდა, სასტიკად არ მოეწონა ვივიენის დედასაც. კარგად აღზრდილ კათოლიკეს ასეთი ქცევა არ შეშვენის, ამბობდა ქალი. თუმცა, შინაგანი ტაქტის მქონე, ფაქიზი და ყურადღებიანი ვივიენის სიჯიუტეს ვერ მოერია. საყვარელი ოლივიეს გამო ქალი მზად იყო, ახლობლები და ეკლესიაც კი გაენაწყენებინა და მთელი სამყარო ომში გამოეწვია. საყოველთაო წინააღმდეგობის მიუხედავად, მსახიობებმა ერთად ცხოვრება დაიწყეს.


მალე ოლივიეს ჰოლივუდმა მთავარი როლი შესთავაზა ფილმში „როგორ მოვიპაროთ მილიონი“. ლოურენსი ამერიკაში გაფრინდა, ხოლო ვივიენი ლონდონურ ბინაში მარტო დარჩა. მოულოდნელად, ამერიკიდან მოვიდა ცნობა უბედური შემთხვევის შესახებ: ოლივიემ ფილმის გადაღებების დროს ფეხი დაიზიანა. შეშინებული და აფორიაქებული ვივიენი ქმრის მოსანახულებლად ამერიკაში გაფრინდა და სრულიად შემთხვევით გაიცნო პროდიუსერ დევიდ სელზნიკის ძმა, რომელიც ორი წლის განმავლობაში წარუმატებლად ეძებდა მთავარი როლის შემსრულებელს ამერიკული ფილმისთვის „ქარწაღებულნი“. როცა კინოსინჯებზე მისულმა ლიმ კონკურენტებს თვალი გადაავლო, ერთი წამითაც აღარ დაეჭვებულა, რომ სკარლეტ ო’ჰარას როლი მას დარჩებოდა.


ვივიენს თავის გმირთან ბევრი საერთო ჰქონდა: თამამი და ზოგჯერ თავხედური მზერა, შეუდარებელი გარეგნობა, სიმამაცე და უშრეტი ენერგია, ამიტომ სკარლეტის როლს მასზე უკეთ ვერავინ შეასრულებდა. როგორც ვივიენის ოფიციალური ქმარი, ასევე ოლივიეც „ქარწაღებულებში“ მისი მონაწილეობის სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ მისი დაყოლიება ვერ შეძლეს - ლიმ კონტრაქტს ხელი მოაწერა.


დაიწყო ფილმის მძიმე და დამღლელი გადაღებები.
„მე ვცხოვრობდი სკარლეტის როლში თითქმის ექვსი თვე დილიდან გვიან ღამემდე. მინდოდა, რომ ჩემი ყველა ჟესტი და მიმიკა მისი ყოფილიყო. მე სკარლეტის ის ქმედებებიც უნდა გამეთავისებინა, რომლებიც გაკიცხვას იმსახურებს“, - იგონებდა მსახიობი.
1939 წლის სექტემბერში „ქარწაღებულების“ ოფიციალური ჩვენება შედგა. ფილმის მთავარი გმირი მიზანდასახული და მომხიბვლელი სკარლეტ ო`ჰარა ამერიკული ოცნებების განხორციელების სიმბოლოდ იქცა, ახალგაზრდა ინგლისელი მსახიობი კი - მსოფლიო კინოვარსკვლავად.


1940 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ვივიენ ლის ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“ გადასცეს. აღფრთოვანებული მაყურებელი ლის ყველა გამოჩენაზე ოვაციებს უწყობდა და მხოლოდ ერთი ადამიანი განიცდიდა მის თავბრუდამხვევ წარმატებას - ლოურენს ოლივიე, რომელმაც ვერაფრით აპატია საყვარელ ქალს „მოღალატეობრივი“ დიდება.


ლოურენს ვივიენის მსოფლიო აღიარებამ თავმოყვარეობა შეულახა, თუმცა პატივმოყვარეობას სიყვარულმა მაინც აჯობა. ამას ისიც დაემატა, რომ 1940 წელს ვივიენმა ქმრისგან გაყრის ოფიციალური ნებართვა მიიღო და ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილი დაქორწინდა.


ოლივიესთვის მორიგი გამოცდა მზეთუნახავ ცოლთან ერთად ფილმ „ლედი ჰამილტონში“ მონაწილეობა აღმოჩნდა.
ფილმი მაყურებელს ადმირალი ნელსონისა და ელჩის ცოლის ემას აკრძალული სიყვარულის შესახებ უამბობდა და ეს ისტორია ძალიან წააგავდა მათსას.
ვივიენ ლიმ შეძლო, ისეთი სიწმინდითა და უმანკოებით შეემოსა ლედი ჰამილტონის სახე, რომ მის გვერდით ლოურენს ოლივიეს ნელსონი დაიჩრდილა. სამსახიობო ოსტატობასა და როლის მიმართ დამოკიდებულებაში ლისა და ოლივიეს განსხვავება მეტისმეტად თვალშისაცემი ხდებოდა, რადგან მამაკაცი მსახიობობას ბიზნესად და ფულის შოვნის საშუალებად მიიჩნევდა,  ქალი კი ამ საქმეში სულს დებდა და გადაღებების პირველი დღიდან უკანასკნელამდე თავისი გმირის ცხოვრებით ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ამას კინოკრიტიკოსებიც ამჩნევდნენ. ამიტომ ვიტამინი B-ს (ასე მოიხსენიებდნენ თაყვანისმცემლები ვივიენს) აღფრთოვანებულ ეპითეტებს უძღვნიდნენ და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ხვევდნენ მის ქმარს.
ქმრის თავმოყვარეობა რომ არ შელახულიყო, ლი იძულებული იყო, თეატრისა და კინოს სამყაროში თავისი დამსახურებები ნაკლებად წარმოეჩინა. მაგალითად, ბლანშ დიუბუას როლის შესრულებისთვის მიღებულ „ოსკარს“ საძინებლის კარის დამჭერად იყენებდა, რითიც ქმართან იმის დემონსტრირებას ახდენდა, რომ  მისთვის დიდება და ჯილდოები არაფერს წარმოადგენდა, თუმცა ხელოვნურად ურთიერთობების შენარჩუნება სულ უფრო ძნელი ხდებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ წყვილმა ოცწლიანი ქორწინების განმავლობაში ვერ შეძლო, გაეჩინა საკუთარი შვილები, რომლებზეც ოლივიე ოცნებობდა. ვივიენის ორივე მცდელობა ნაადრევი მშობიარობით დასრულდა.

1944 წელს წყვილს კიდევ ერთი განსაცდელი ელოდა - სიცოცხლისმოყვარე და აქტიური ვივიენი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმებმა მას წოლითი რეჟიმი და ჰოსპიტალში მკურნალობა დაუნიშნეს, მაგრამ ის ექიმების ყველა მითითებას უგულებელყოფდა. „ჩემთვის მუშაობა სიცოცხლეა“, - ამბობდა ვივიენი და თეატრისკენ გარბოდა. ის ძველებურად თამაშობდა სანიმუშო ცოლისა და სტუმართმოყვარე დიასახლისის როლს, მაგრამ იძულებითმა მკურნალობამ დამღუპველი შედეგები მოუტანა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ექიმებმა ლის ფსიქოტროპული მედიკამენტები გამოუწერეს, რომლებიც მანიაკალურ დეპრესიას იწვევს.
ცოლის ისტერიკებით დაღლილ ოლივიეს სულ უფრო ხშირად გაურბოდა თვალი ახალგაზრდა მსახიობი გოგონებისკენ. იცოდა, რომ ნოტიო კლიმატი ვივიენის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახებოდა, მაგრამ ცოლი ცეილონში, ფილმის გადაღებებზე გაგზავნა.  
ლი გადარჩა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ცეილონიდან სასწრაფოდ გამოამგზავრეს და მის როლზე ელიზაბეთ ტეილორი დაამტკიცეს.


ამის შემდეგ თვალთმაქცობის სურვილი აღარც ერთს არ შერჩა. 
1960 წელს ოლივიემ ვივიენ ლის განქორწინება ტელეგრამით სთხოვა და მალევე სხვა ქალზე დაქორწინდა.
ვივიენს სიკვდილამდე სჯეროდა, რომ ლოურენსი დაუბრუნდებოდა და „ლედი ოლივიეს“ ტიტულს ინარჩუნებდა.
ვივიენ ლი 1967 წელს, ლონდონში გარდაიცვალა.
ამის შემდეგ, ოლივიემ კიდევ 22 წელი იცოცხლა, შეეძინა სამი შვილი, მიიღო კიდევ ერთი „ოსკარი“, 2 „ოქროს გლობუსი“, ბრიტანული კინოაკადემიის უამრავი ჯილდო...
ამბობენ, რომ მას სიცოცხლის ბოლომდე  სჩვეოდა განმარტოება და ფილმების ყურება იმ ქალის მონაწილეობით, რომელიც ოდესღაც თავდავიწყებით უყვარდა. ლოურენსის ერთ-ერთი ნათესავი (მისი ვაჟის მეუღლე) იხსენებდა:
ერთხელ ის უყურებდა ფილმს ვივიენის მონაწილეობით „მისის სთოუნის რომაული გაზაფხული“, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ჩუმად იმეორებდა: „რა შეგვეშალა?!“ 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?