ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა - სიყვარული თუ მსხვერპლშეწირვა?

სიყვარულის ისტორიები

13 ოქტომბერი 20:00, 2016 წელი

ისინი ჯერ კიდევ სიცოცხლეში იქცნენ ლეგენდებად. მათ აღმერთებდნენ! ფელინის გასვენების დღეს რომში ტრანსპორტი გაჩერდა, ტელევიზიამ და რადიომ მუშაობა შეწყვიტეს. სამგლოვიარო კორტეჟს, რომელიც რომიდან ცნობილი რეჟისორის მშობლიური ქალაქისკენ მიემართებოდა, მრავალათასიანი ჯგუფი მიაცილებდა. მგლოვიარე ჯულიეტა სამძიმრებს იღებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ... და ხუთი თვის შემდეგ ჯულიეტამ ზუსტად იგივე გზა გაიარა - ჰოსპიტალიდან ფელინების საგვარეულო სასაფლაომდე...


ორმოცდაათი წელი და ერთი დღე - ზუსტად ამდენ ხანს გაგრძელდა ჯულიეტა მაზინასა და ფედერიკო ფელინის ბედნიერება.
ერთმანეთი 1943 წელს გაიცნეს.
სრულიად ახალგაზრდა მაზინა იმ დროისთვის უკვე პოპულარული რადიოწამყვანი გახლდათ და რომის ცნობილ თეატრებში მოღვაწეობდა.
მისგან განსხვავებით, ფელინი პატარა გაზეთის უცნობი კარიკატურისტი იყო და სამუშაოსგან თავისუფალ დროს, მუსოლინის შვილის კინოსტუდიისთვის სცენარს წერდა. ამ სცენარით ფილმის გადაღება ვერ მოხერხდა, თუმცა საინტერესო სხვა რამეა: სცენარის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირი მომავალ მეუღლეს ჯერ ფოტოს სთხოვს, შემდეგ კი სადილზე პატიჟებს.
ჯულიეტასთან ურთიერთობაში ფედერიკო თავისი სცენარის გმირივით მოქმედებდა. მან პოპულარულ რადიოწამყვანს ჯერ ფოტო სთხოვა, მომდევნო დღეს კი მდიდრულ რესტორანში დაპატიჟა.  


„ფედერიკოს განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ის ძალზე ჩვეულებრივი ახალგაზრდა ჩანდა“, - ჰყვებოდა მოგვიანებით მაზინა.


„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჯულიეტასთან ჩემი შეხვედრა ბედის მიერ იყო განსაზღვრული და არ მგონია, რომ შეიძლებოდა, სხვაგვარად მომხდარიყო“, - ამბობდა წლების შემდეგ ფელინი.



პირველ პაემანზე, სანამ ფედერიკო რესტორანში ოფიციანტს შეკვეთას აძლევდა, ჯულიეტა ფიქრობდა, რომ მისი კავალერი ამხელა თანხის გადახდას ვერ შეძლებდა, მაგრამ გაოცებული დარჩა, როცა ანგარიში მოიტანეს და ფედერიკომ დინჯად ამოიღო ჯიბიდან ბანკნოტების სქელი შეკვრა.
ნიშნობა ორი კვირის შემდეგ შედგა, როცა ფედერიკო ჯულიეტას დეიდის სახლში გადავიდა საცხოვრებლად.
ფედერიკო საყვარელ ქალს საკუთარ ცხოვრებაზე დაუჯერებელ ისტორიებს უყვებოდა  და ბევრს ფანტაზიორობდა.
ჯულიეტა ხვდებოდა, რომ ეს ფედერიკოს სამყარო იყო, რომლის დანგრევა არ შეიძლებოდა.


ჯულიეტას დეიდამ, რომელიც გოგონას ოთხი წლის ასაკიდან ზრდიდა, ფედერიკო სიხარულით მიიღო, თუმცა ამის შემდეგ ჯულიეტას მშობლებთან ურთიერთობა დაეძაბა. ფედერიკო მათი ოცნების სიძეს არ ჰგავდა.
იმ დროისთვის ფედერიკო სავალდებულო სამხედრო სამსახურს ემალებოდა, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით, კათოლიკურ ტაძარში გამოჩენას მოერიდა და ახალგაზრდების საქორწინო ცერემონიალი კიბის უჯრედზე შედგა, „Ave Maria“-ს კი ფედერიკოს ერთ-ერთი მეგობარი მღეროდა.
ქორწილის შემდეგ ფედერიკომ ჯულიეტას უჩვეულო საჩუქარი უძღვნა - ახალგაზრდები კინოთეატრ „გალერეაში“ წავიდნენ, სადაც კონფერანსიემ საზოგადოებას სთხოვა, ახალგაზრდებს აპლოდისმენტებით მისალმებოდნენ. მთელი ცხოვრების მანძილზე ძვირად ღირებულ საჩუქრებს ფელინი ამჯობინებდა, მეუღლისთვის სასიამოვნო სიურპრიზები მოეწყო.  


ერთადერთი, რაც ფედერიკოსა და ჯულიეტას ცხოვრებას აკლდა, ბავშვები იყო. ჯვრისწერიდან სამი კვირის შემდეგ ჯულიეტა კიბიდან გადმოვარდა და პირველი შვილი დაკარგა.
1945 წლის მარტში გაჩნდა ფედერიკო უმცროსი - სუსტი ახალშობილი, რომელიც ორი კვირისა გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ჯულიეტამ ბავშვის გაჩენა ვეღარ შეძლო და დედობის იმედი გადაეწურა...
წყვილმა მშობლად ყოფნის ბედნიერება ერთმანეთისა და ხელოვნების სიყვარულით ჩაანაცვლა.
ფედერიკო ჯულიეტას ეუბნებოდა: „ნუ ტირი, შენ ხომ მე გყავარ“ და ქალმაც მთელი ცხოვრება ქმარს მიუძღვნა..



მეუღლეების ურთიერთობა სრულ ნდობაზე იყო დამყარებული. ტემპერამენტიანი ფელინი ქორწინების შემდეგაც განაგრძობდა ბოჰემურ წვეულებებზე სიარულს, სადაც უმშვენიერესი ქალები თავს ეხვეოდნენ. მეუღლის ყველა რომანის შესახებ ჯულიეტა თავად ფედერისკოსგან იგებდა. მაზინა მისი საიმედო პარტნიორი და საყრდენი იყო, რომელსაც არაფერს უმალავდა.


ომის შემდეგ ფელინიმ და მაზინამ იტალიური კინოს ლეგენდარული რეჟისორი რობერტო როსელინი გაიცნეს. ჯულიეტამ მასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება შეძლო და ფედერიკოს როსელინის დამხმარედ მოწყობაში დაეხმარა. ამის შემდეგ კი დამოუკიდებელი შემოქმედებითი გზა დაიწყო.
მაზინა იყო ფელინის პირველი ფილმის „ვარიეტეს ჩირაღდნების“ გადაღების ინიციატორი.
ჯულიეტა ახლდა ქმარს ყველა მოგზაურობაში და ყველა გადაღების დროს. ეხმარებოდა მსახიობების შერჩევაში და შეჰქონდა კორექტივები ფილმების სცენარებში. ფელინის მუზა ფილმებში „გზა“ და „კაბირიას ღამეები“ ბრწყინვალედ შესრულებული როლების შემდეგ მსოფლიოში სახელგანთქმული გახდა. მას აძლევდნენ „ოსკარებს“ და სთავაზობდნენ მრავალმილიონიან კონტრაქტებს, მაგრამ ყველას უარით ისტუმრებდა, რადგან საყვარელი ქმრის მარტო დატოვება ერთი დღითაც არ სურდა.


1963 წელს გადაღებული ფილმისთვის „რვა-ნახევარი“ ფელინიმ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა, თუმცა ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე არ ჩავიდა. თვითმხილველების თქმით, მაესტრო საშინლად გაბრაზებული იყო, რადგან ხრუშჩოვმა ფილმის პრემიერის დროს ჩაიძინა. მაშინ რეჟისორმა ფილმის წარმატება საკუთარ აგარაკზე, ცოლთან ერთად აღნიშნა.


ფელინი ცნობილი იყო თავისი არაორდინარული ქცევებით. ის ატარებდა პრესკონფერენციებს ყველაზე ძვირფას სასტუმროებში და არ ადარდებდა, რომ ჯულიეტას, სხვა ვარსკვლავების მსგავსად, არ ჰქონდა ძვირფასეულობა, თუმცა ჟურნალისტების ყველა კითხვაზე, რომელიც ფელინის სიძუნწეს ეხებოდა, მაზინა მხოლოდ მომხიბვლელი ღიმილით პასუხობდა. ფელინი იყო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა და მზად იყო, მისთვის ნებისმიერი მსხვერპლი გაეღო.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?