დასტინ ჰოფმანი - სიკვდილთან ბრძოლა და დაბადებამდე დაწყებული სიყვარული

სიყვარულის ისტორიები

19 იანვარი 20:00, 2017 წელი

თითქმის 40 წელია, რაც ჰოლივუდის საკულტო მსახიობი, ორი „ოსკარისა“ და ექვსი „ოქროს გლობუსის“ მფლობელი დასტინ ჰოფმანი მეუღლესთან - ადვოკატ ლიზა გოტზეგენთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. ბედის ირონიით, დასტინმა მომავალი მეუღლე მის დაბადებამდე  გაიცნო, როცა მისი მშობლების ქორწილში მუსიკოსად იყო მიწვეული. ერთად ცხოვრების პერიოდში, ოთხი შვილი გაზარდეს, სასტიკი ომი გამოუცხადეს მსახიობის სასიკვდილო სენს და დაამტკიცეს, რომ ქორწინება ყოველთვის არ კლავს რომანტიკას.

2013 წლის აგვისტოში 76 წლის ჰოფმანს კიბოს სიმსივნე ამოჰკვეთეს. მსახიობი თავისი დაავადების აფიშირებას არ ახდენდა, ამიტომ ეს ამბავი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა უახლოესი ადამიანებისთვისაც კი.

წყვილს საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა. ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარე ჰოფმანების სახლი ცარიელი და სევდიანი ჩანდა. როცა შვილები გაიზარდნენ და მშობლების ბუდიდან აფრინდნენ, დასტინი და მისი ცოლი თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ დარჩენილ ცხოვრებას მხოლოდ ერთმანეთს მიუძღვნიდნენ. დაგვიანებული, მაგრამ კიდევ ერთი თაფლობის თვე ექნებოდათ. სასიკვდილო დიაგნოზის შეტყობის შემდეგ კი დასტინი ცდილობდა, წარმოედგინა, როგორ იცხოვრებდა მარტო დარჩენილი ლიზა სიყვარულზე მოგონებებით სავსე სახლში.
არც კი იფიქრო ამაზე, - თითქოს ქმრის აზრები წაიკითხა, ისე თქვა ლიზამ, - ავადმყოფობა ადრეულ სტადიაშია. შენ მშვენიერ ფორმაში ხარ. თავის დროზე უარესი სიტუაციიდან გამომძვრალხარ.
მართალია, - გაიღიმა მსახიობმა, - მაგრამ მაშინ 30 წლისაც არ ვიყავი და მზად ვიყავი, ღმერთთანაც კი მეკამათა.

შემთხვევა, რომელიც ცოლმა შეახსენა, ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე მოხდა. დასტინი დამწყები მსახიობი იყო, რომელმაც სპექტაკლში მთავარი როლი მიიღო, რაც რეალურ შანსს აძლევდა, პროფესიაში საკუთარი თავი გამოეცადა. დასტინის იმდროინდელმა მეგობარმა ქალმა ამ ფაქტის აღსანიშნავად სადილის მოწყობა გადაწყვიტა.

მშვენიერი დღე იყო. სამზარეულოში ხორცის შესაწვავად, ზეთით სავსე უზარმაზარი ქვაბი თუხთუხებდა, მაგრამ რაც ამის შემდეგ მოხდა, მსახიობს დღემდე ბუნდოვნად ახსოვს. აფეთქება, ყვირილი, ცეცხლმოკიდებული კედლები და აალებული ქვაბი... ირგვლივ ყველაფერი იწვოდა.
დასტინმა მეგობარი გოგონა და მისი ამხანაგი ოთახიდან გამოაგდო და ქვაბს ხელი სტაცა, რათა ზეთი ქუჩაში გადაესხა. სამწუხაროდ, ფანჯარა დაკეტილი აღმოჩნდა. სანამ გავარვარებული ქვაბით მდგარი მსახიობი ფანჯრის გაღებას ცდილობდა, მდუღარე ზეთი ტანზე გადაესხა და ცეცხლი მთელ სხეულზე მოედო. დასტინი დერეფანში გაიქცა და იატაკზე დავარდა, რომ ცეცხლი ჩაექრო.  
მესამე ხარისხის დამწვრობის მიუხედავად, რეპეტიციები რომ არ გაეცდინა, დასტინი საავადმყოფოდან წამოვიდა. ერთი კვირა რეპეტიციებზე დოლბანდებში გადახვეულმა იარა და როლზე მუშაობაში ხელი რომ არ შეშლოდა, ტკივილგამაყუჩებლების დალევაზეც უარი თქვა.
მორიგ გადახვევაზე ექიმმა თავი ვერ შეიკავა და აყვირდა: სულ გაგიჟდით? თქვენ სასწრაფო ოპერაცია გჭირდებათ, თორემ სიცოცხლეს დაემშვიდობებით. ოპერაციის წინა ღამეს, ყინულიან ზეწრებში გახვეული მსახიობი ხმამაღლა ეკამათებოდა ღმერთს: „ოც წელზე მეტია, თავი უიღბლო და წარუმატებელ ადამიანად მიმაჩნდა. სკოლიდან და კოლეჯიდან გამომრიცხეს და ყველაზე ცუდ სამსახურშიც კი არ მიღებდნენ. ახლა, როცა ყველაფერი გამოსწორებისკენ მიდის, ყველაფრის წართმევა მომინდომე? ასე არ გამოვა. ამისთვის მზად არ ვარ“.

ექიმები ჰოფმანის გადარჩენას არ ვარაუდობდნენ. წლების შემდეგ მკურნალმა ექიმმა აჩვენა სამედიცინო ბარათი, რომელშიც გარკვევით ეწერა „ვერ იცოცხლებს“. მაგრამ მან შეძლო და ლამის მორგამდე მისული, უკან დაბრუნდა.
ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო, - ამბობდა მსახიობი მოგვიანებით. მე ღმერთს შევურიგდი და დავპირდი, რომ ცხოვრებას, როგორც მოცემულობას, არასოდეს მივიღებ. დავიფიცე, რომ ყოველ წუთს შინაარსიანად გავატარებ, თუმცა, საავადმყოფოდან გამოწერიდან მეორე კვირას შევნიშნე, რომ პირობა დავარღვიე. ალბათ, ეს ადამიანური ყოფის ყველაზე საშინელი ასპექტია, როცა იცი, რომ სიცოცხლის დრო განსაზღვრული გაქვს და ამ დროს მაინც სისულელეებზე ხარჯავ. ისე ცხოვრება, რომ უაზროდ წუთიც არ დაკარგო, უბრალოდ, შეუძლებელია“.


ღმერთთან ახლაც შეგიძლია იკამათო, - შეაწყვეტინა ლიზამ. არა, უფლება აღარ მაქვს მასთან ვიკამათო, - თავი გაიქნია დასტინმა. სიკვდილის ყველაზე მეტად იმ ადამიანებს ეშინიათ, რომლებმაც ცხოვრებაში ბევრი რამის ნახვა და განცდა ვერ მოასწრეს. ამ მხრივ, საწუწუნოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე და მჯერა, რომ ჩვენი ბედი, როგორც დრამა, წინასწარ დაიწერა. ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ისაა, რომ დრამატურგი არ გავაბრაზოთ. მოდი, ნუ ვიხმაურებთ... მას შემდეგ, რაც მაიკლ დუგლასმა თქვა, კიბო უხამს დაავადებად იქცა.
ამ სიტყვებზე ლიზამ სიცილი ვერ შეიკავა (მაიკლ დუგლასმა, რომელიც ყელის კიბოზე მკურნალობდა, თავი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო, როცა საჯაროდ საკუთარი დაავადების მიზეზად სექსის გარკვეული ფორმა დაასახელა).
ვისურვებდი, რომ ღრმა სიბერემდე მეცოცხლა, - გააგრძელა დასტინმა, მაგრამ, როცა არ უნდა წავიდე, შენთან გატარებული დრო ჩემთვის საკმარისი არასოდეს იქნება.

დასტინი 15 წლის იყო, როცა უბიწობა დაკარგა და მას შემდეგ გოგონების გარდა, ფიქრი არაფერზე შეეძლო.
„გარეგნობის თვალსაზრისით დიდი შანსები არასოდეს მქონია: დაბალი ტანითა და უზარმაზარი ცხვირით გოგონებს ვერ მოვხიბლავდი. ინტელექტით მოხიბვლაც არ გამოდიოდა - სასკოლო შეფასებების შემხედვარეს, მის არსებობაში ეჭვი მეპარებოდა, თანაც გოგონებთან საუბრის დროს,ფიქრი სხვაგან გამირბოდა და ჭკვიანურზე ვერაფერზე ვფიქრობდი“, - აღიარებდა მსახიობი.

„მსახიობი შემთხვევით გავხდი. სკოლასა და კოლეჯში ცუდად ვსწავლობდი და დირექციას რომ არ გამოვერიცხე, იძულებული ვიყავი, სამ დისციპლინაში მაინც გამომეჩინა თავი. სწორედ მაშინ მირჩიეს დრამის კურსებზე სწავლა. იქ შეუძლებელია ცუდი შეფასების მიღება, რადგან კრიტერიუმები არ არსებობს. ასე ვიპოვე საქმე, რომელიც სულიერ ტკივილს არ მომაყენებდა. და ფრთები შევასხი ჩემს ოცნებას ლამაზი გოგონების სიახლოვეს მუშაობაზე“, - იხსენებდა ჰოფმანი.


მსახიობობამდე კი მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ჯაზის პიანისტი უნდა გამხდარიყო. 16 წლის იყო, როცა მეზობლის მარსია სალტერის ქორწილში დასაკრავად მიიწვიეს. მისი მუსიკის აკომპანიმენტზე პატარძალი, რომელსაც ოდნავ შესამჩნევი მუცელი ეტყობოდა, საკურთხეველთან მივიდა, სადაც აღელვებული სიძე უილიამ გოტზეგენი ელოდებოდა.

დასტინი მთელი საღამო შთაგონებით უკრავდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ საკუთარი ოჯახური ბედნიერების საძირკველს აშენებდა. გოგონას, რომელიც გოტზეგენების ოჯახში სამი თვის შემდეგ გაჩნდა, ლიზა დაარქვეს. წლების შემდეგ ის ხშირად ხუმრობდა, რომ დასტინი მშობლების ქორწილის დღეს შეუყვარდა, როცა მისი დაკრული მელოდია მოისმინა.
როცა გოგონა წამოიზარდა, დასტი ხშირად თამაშობდა მასთან და ახალ მელოდიებს ასმენინებდა. ლიზა 10 წლის იყო, როცა ძილის წინ ბებიას უთხრა, - იმედი მაქვს, დასტი დამიცდის, სანამ გავიზრდები და ჩემზე დაქორწინდებაო.
 


პირველი როლის მიღებამდე ჰოფმანმა მრავალი სამუშაო გამოიცვალა. მუშაობდა: პიჯაკის შემმოწმებლად რესტორანში, ბეჭდვის განყოფილებაში, პროფესიონალ არომატის შემმოწმებლად „მაქსუელ ჰაუსში“ და სხვა.  
60-იან წლებში, ჰოფმანი ნელ-ნელა გამოჩნდა სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში.
მისი კინოდებიუტი 1967 წელს შედგა ფილმში The Tiger Makes Out. ამ ფილმის შემდეგ ვილიამ საროიანის ტელეპროექ „შენი ცხოვრების დროში“ მიიღო მონაწილეობა.
1967 წელს გადაღებულ  ფილმში „კურსდამთავრებული“ მონაწილეობისთვის მსახიობი „ოსკარის“ ნომინაციაზე წარადგინეს.
შემდეგ იყო „მადიგანის მილიონები“, „დიდი პატარა კაცი“ და ა.შ.
ჰოფმანმა თავისი პირველი „ოსკარი“ მიიღო ფილმისთვის „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“.
ფილმში „ტუტსი“ ჰოფმანის პერსონაჟი მაიკლ დორსი როლის მიღებისთვის ცდილობს ქალივით გამოიყურებოდეს. „ტუტსი“ წარდგენილი იყო ოსკარის ათ ნომინაციაზე...

1976 წელს ლიზას ბაბუა გარდაიცვალა. მეზობლის გასვენებაზე დასასწრებად დასტინი ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა და ლიზას დანახვაზე გაოცება ვერ დამალა. შავ კაბაში გოგონა ისეთი მშვენიერი ჩანდა, რომ 38 წლის მსახიობს პირველ ცოლთან განქორწინებაც დაავიწყდა და სამწუხარო მიზეზიც, რის გამოც მშობლიურ ქალაქში ჩამოვიდა. ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებდა, ახსოვდა თუ არა ლიზას თავისი ბავშვობისდროინდელი სიყვარული. აღმოჩნდა, რომ ახსოვდა და მთელი ამ ხნის მანძილზე, დასტინის დაბრუნებას ელოდებოდა.


რამდენი შვილი გვინდა? ჰკითხა ერთხელ მსახიობმა ლიზას. მე ექვსი შვილი მინდა, - უპასუხა გოგონამ. რადგან პირველ ცოლთან ორი უკვე მყავს, ოთხის გაჩენა მოგიწევს, - სიცილით უთხრა დასტინმა.

ისინი 1980 წელს დაქორწინდნენ. ერთი წლის შემდეგ კი დასტინმა ცოლი და ახალშობილი შვილი კინაღამ დაკარგა. ლიზას მშობიარობა ერთი თვით ადრე დაეწყო. ძლიერი სისხლდენით ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დასტინს ესმოდა, როგორ სთხოვდა ლიზა ექიმს, თუ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, ბავშვი გადაარჩინეთო.  
„ცოლმა მაშინ ვაჟკაცობის ნამდვილი მაგალითი მაჩვენა. მამაკაცი მის ადგილას ვაჭრობას დაიწყებდა და ორივეს გადარჩენას ითხოვდა. ლიზამ კი საკუთარ თავს წამიერი სისუსტისა და ეგოიზმის უფლება არ მისცა. ეს ისეთი გმირობაა, როგორსაც კაცები ვერასოდეს შევძლებთ“.


ოთხი შესანიშნავი შვილის გაზრდის შემდეგ ჰოფმანის ცოლმა, რომელიც დიპლომირებული ფსიქოლოგი და იურისტია, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ხაზი გახსნა. ცოლის ბიზნესის დაწყება ჰოფმანის კარიერაში მძიმე პერიოდის დადგომას დაემთხვა.
„ნებისმიერი წარმატებული მსახიობი ოდესღაც მთავარი როლისთვის ბერდება. მეორეხარისხოვან როლზე დათანხმება კი შემოქმედებითი იმპოტენციის აღიარებას ნიშნავს. ჩუსტებსა და ხალათში გამოწყობილი ოთახიდან ოთახში დავბორიალობდი, სანამ ლიზამ არ მითხრა, - თუ შენი შეხედულებები საყვარელი საქმის კეთებაში ხელს გიშლიან, შეცვალე ისინი. თუ რეჟისორი და მსახიობები, რომლებთანაც მუშაობა მოგიწევს, მოგწონს, სცენარის წაუკითხავად დასთანხმდი. ახლა ასეც ვიქცევი“.

2013 წლის აგვისტოში დასტინ ჰოფმანს კიბოს სიმსივნე ამოჰკვეთეს. მსახიობმა მეორედაც შეძლო სიკვდილის დამარცხება. დასტინსა და ლიზას ხშირად ხედავენ, როგორ სეირნობენ ხელჩაკიდებულები და, ერთმანეთის გარდა, ვერავის ამჩნევენ...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?