ვინ იყვნენ მის მსოფლიოს ტიტულის პირველი მფლობელი ქართველი და აფხაზი ქალბატონები?

სიყვარულის ისტორიები

15 დეკემბერი 20:00, 2016 წელი

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ ევროპისა და მსოფლიო სილამაზის კონკურსების პირველი დედოფლები ქართველი და აფხაზი ქალები იყვნენ. პირველი მის ევროპის ტიტული ქართველი თავადის ასულს ეკატერინე თარხან-მოურავს ერგო, ხოლო მის მსოფლიოს ტიტულის პირველი მფლობელი აფხაზური წარმოშობის თურქი ქალბატონი კერიმან ენჟეა. 


ბელგიაში ჩატარებული სილამაზის კონკურსზე გამგზავრებამდე, აფხაზი მოდელი და პიანისტი კერიმან ენჟე (ებჟნოუ) 1932 წელს თურქეთის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა.
იმავე წლის 3 ივლისს კი ბრიუსელში გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსზე, სახელწოდებით „ECE“ (დედოფალი), გამარჯვებულის ტიტული დაიმსახურა.
სამშობლოში დაბრუნებულ გოგონას თურქები ისე შეხვდნენ, როგორც ეროვნულ გმირს. ტიტულით ენჟე (დედოფალი) ის თავად ათათურქმა დააჯილდოვა. კერიმანი საკმაოდ ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, თუმცა ორჯერ გათხოვება მაინც მოახერხა, რაც თურქულ სინამდვილეში იშვიათობაა.
როდესაც ყველაზე ლამაზ თურქ ქალს უწოდებდნენ, კერიმანი პასუხობდათ, რომ სილამაზის კონკურსზე თურქეთს წარმოადგენდა, თუმცა მისი ისტორიული სამშობლო აფხაზეთია.
კერიმანი 99 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა და სამი შვილი და ცამეტი შვილიშვილი დატოვა.


რაც შეეხება ქართველ „მის ევროპას“, ეკატერინე თარხან-მოურავს, არაჩვეულებრივმა გარეგნობამ მას ტიტული და აღიარება მოუტანა, მაგრამ ბედნიერება - არა... 
ეკატერინეს წინაპრები დაღესტანში ცხოვრობდნენ.  
საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ თარხან-მოურავები ქართლში, სოფელ ნოსტეში დასახლებულან.
ეკატერინეს მშობლები გიორგი სააკაძის მეათე თაობას მიეკუთვნებოდნენ.
მამა - გრიგოლ თარხან-მოურავი სამხედრო მოსამსახურე იყო და პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. ეკატერინეს დედა - ეფემია კი ცნობილი კრიტიკოსის, იაკობ მანსვეტაშვილის და გახლდათ.
გრიგოლი და ეფემია მრავალშვილიანი მშობლები იყვნენ, თუმცა, შვილები სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელიდან გამოაცალათ.

ცოცხლად დარჩენილ ერთადერთ შვილს - ცისფერთვალება და ქერა კულულებიან ეკატერინეს მშობლები თავზე ევლებოდნენ და  განსაკუთრებით ანებივრებდნენ.


როდესაც წამოიზარდა, მშობლებმა, კულტურისა და კარგი მანერების ასათვისებლად, პარიზში წაიყვანეს.
თარხან-მოურავების ოჯახმა საფრანგეთში 1903-დან 1907 წლამდე იცხოვრა.
ეს ის პერიოდია, როცა პარიზში ყოველწლიურად აღნიშნავენ ყვავილების დღესასწაულს. სწორედ ამ დღესასწაულზე, 1905 წელს ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მსოფლიოში სილამაზის პირველ კონკურსად მიიჩნევა.
ევროპის არისტოკრატთა შორის გამართულ სილამაზის კონკურსში მონაწილე გოგონები ყვავილებით მორთული ეტლებით ჩაივლიდნენ ქუჩას, რომლის ორივე მხარეს მაყურებელი გროვდებოდა. ეტლებს უკან ხელჩანთიანი ახალგაზრდა გოგონები მიჰყვებოდნენ. მაყურებელი ჩანთაში აგდებდა ბიულეტენს მისი რჩეულის სახელით. ღონისძიების ბოლოს ხმებს ითვლიდნენ და გამარჯვებულად ის ცხადდებოდა, ვინც მაყურებლის ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებდა.

15 წლის ეკატერინეს გარდა, კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ, თუმცა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება და ოვაციები ქართველმა გოგონამ დაიმსახურა.


ეკატერინეს თავისი თვალების ფერი კაბა ეცვა და ეტლიც ცისფერი ყვავილებით ჰქონდა მორთული.
კონკურსის ორგანიზატორებს  გამარჯვებულისთვის საჩუქრად ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი გულსაბნევი მიურთმევიათ, რომელიც გოგონამ თბილისში ჩამოსვლისთანავე, ბარგთან ერთად დაკარგა -  თბილისის რკინიგზის სადგურის მუშები, რომლებსაც ბარგი ეკატერინეს სახლში უნდა მიეტანათ, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ.  

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ გოგონაზე პარიზის გავლენიანი ადამიანების შვილები იყვნენ შეყვარებულები, გრიგოლ თარხან-მოურავს უცხოელი სიძის გაგონება არ სურდა.
ბედის ირონიით, ეკატერინე ორჯერ გათხოვდა და არც ერთი ქმარი ქართველი არ ყოფილა.
ებრაული წარმოშობის ფრანგ სტუდენტ მიშელ სეგალს ეკატერინე 1908 წელს, საქართველოში დაბრუნებისთანავე გაჰყვა ცოლად.
ვინაიდან ეკატერინეს მშობლები ამ ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ, გოგონა სახლიდან დაუკითხავად გაიპარა.
1909 წლის 19 დეკემბერს  თბილისში ნიკოლოზ სეგალი დაიბადა, მაგრამ მიშელისა და ეკატერინეს ქორწინებას დიდი დღე არ ეწერა - ბავშვი 2-3 წლის იქნებოდა, როცა ქართველ სიძეზე მეოცნებე გრიგოლმა ქალიშვილი ქმარს გააცილა, შვილიშვილი თავის გვარზე - თარხან მოურავზე გადაიყვანა და შვილიშვილს ბაბუის ხაზით თავადობა მიანიჭა. 
მას შემდეგ ნიკოლოზს მამა აღარ უნახავს, თუმცა საფრანგეთში მცხოვრები ძმის შთამომავლებთან თარხნიშვილ-სეგალებს ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ.


გრიგოლ თარხან მოურავის ოცნებას კი ასრულება არ ეწერა.
სეგალის შემდეგ, ეკატერინე ცოლად გაჰყვა რუს თავადს, ვლადიმერ მოროზოვს, რომელიც თავის მშვენიერ მეუღლეს მთელი ცხოვრება აღმერთებდა. ფუფუნებაში გაზრდილ თავადის ქალს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობა მოუწია.
საბჭოთა ხელისუფლებამ ის ჟორდანიას მთავრობასთან კავშირში დაადანაშაულა. ეკატერინე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და გამუდმებით დაჭერის მოლოდინში ცხოვრობდა, თუმცა ის და მისი ოჯახი 1937 წლის რეპრესიებს სასწაულით გადაურჩნენ.

ეკატერინე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა და თავისი ერთადერთი შვილის ნიკოლოზის სიკვდილს მოესწრო.

რაც შეეხება ნიკოლოზ თარხან-მოურავს, ის განათლებით იურისტი იყო, თუმცა მწერლობითაც იყო გატაცებული.
პირველი ნაწარმოები 7 წლის ასაკში, თავისი მშვენიერი დედის სილამაზის კონკურსში გამარჯვებაზე დაწერა.
1934 წელს საუკეთესო დრამატულ ნაწარმოებზე გამოცხადებულ კონკურსში მეორე ხარისხის პრემიით დაჯილდოვდა.
მწერლობის გარდა, ნიკოლოზ თარხან-მოურავი მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა.
იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, დაჯილდოებული იყო მედლებითა და ორდენით.
1952-53 წლებში თბილისის მთავარი პროკურორის მოადგილედ იმუშავა.
იყო მწერალთა კავშირისა და თეატრალური საზოგადოების წევრი და 1960 წლის 26 მარტს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?