"საცვალი და..." - ახალი რუბრიკა იუნა შაფათავასგან

გვერდები

24 დეკემბერი 16:00, 2014 წელი

ჩვენ მხოლოდ საცვალზე არ ვისაუბრებთ... ვისაუბრებთ ურთიერთობებზე, რა სურთ ქალებს და რა სურთ მამაკაცებს, როგორ მოვიქცეთ ისე, რომ ურთიერთობა ჰარმონიული იყოს. 

ვიწყებ რუბრიკას "საცვალი და..."

ლამაზი და საინტერესო ქალბატონები დაგვეხმარებიან ამ სასიამოვნო საქმეში - სწორი და შესაფერისი თეთრეულის შერჩევაში.

 


მადლობა რედაქციას, რომ ამ პროექტის გაკეთება შემომთავაზა.


მადლობა ჩვენს პარტნიორებს და უკვე მეგობრებს: თეთრეულის მაღაზია  „ინტიმა მოდას“, სამკაულების არტ-მაღაზია  „მონტეს“, „პივოტ პოინტს“, რომელიც გვეხმარება ქალბატონების გალამაზებაში,  ფეხსაცმლის მაღაზიას კიდობანში „ექოლს“ - ჩემი დიდი ხნის მეგობარ მელანოს.


ჩვენს რუბრიკას კიდევ ბევრი პარტნიორი ჰყავს, რომლებიც ამ პროექტის განმავლობაში გამოჩნდებიან.


დიდი მადლობა, მეგობრებო, თანამშრომლობისთვის – თქვენი დახმარებით რუბრიკა უფრო საინტერესო იქნება.


 ჩვენ მხოლოდ საცვალზე  არ ვისაუბრებთ...


ვისაუბრებთ ურთიერთობებზე,  რა სურთ ქალებს და რა სურთ მამაკაცებს,  როგორ მოვიქცეთ ისე, რომ ურთიერთობა ჰარმონიული იყოს.


რა არის საცვალი ?


ჩემთვის ეს, პირველ რიგში, კომფორტია - ტრანსპორტში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, სპორტული აქტივობისას.   


გულახდილად გეტყვით ერთ რამეს -  პირადად მე არ ვწყალობ საცვალს  რომანტიკულ პაემანზე - ამ დროს ის, ვფიქრობ, ზედმეტია. მამაკაცები სულსწრაფები არიან - როგორც კი მათი და ჩვენი მიზანი ცხადი ხდება,  თეთრეული სხეულიდან  წამებში "ორთქდება" ...


ერთი პაემანი გამახსენდა. იმ საღამოს ჩემი ძვირადღირებული, ლამაზი, უკან სტრაზებით შეერთებული ტანგა ერთმა, განსაკუთრებით განებივრებულმა მამაკაცმა ისე მომაგლიჯა, რომ სტრაზები დაიმსხვრა და რომანტიუკლი პაემანი კოშმარად ვუქციე - ტანგას სტრაზების ნაგლეჯები ცხვირ-პირში გამეტებით ვესროლე... მაშინ კი ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა იმ მამაკაცის სახის გამომეტყველების გახსენებაზე გულიანად მეცინება...


მამაკაცებო, ასე ძალიანაც ნუ მოინდომებთ - ჩვენ ამ საცვალს ზედმიწევნით და თქვენთვის ვარჩევთ.  დაქალებთანაც იმიტომ ვიწონებთ თავს თეთრეულით, რომ ვაჩვენოთ, რა მომთხოვნი და გემოვნებიანი მამაკაცი გვყავს გვერდით და რა დახვეწილი ქალები ვართ ჩვენ თვითონ.


მე პირადად თეთრეულს ჩემი სიამოვნებისთვის ვყიდულობ - სისადავე მიყვარს, მაგრამ ფორმა შინაარსს არ უნდა აფუჭებდეს და შესაფერისი ჩარჩო უნდა ჰქონდეს, როგორც ძვირფას ქვას.


ქალისთვის თეთრეულის შეძენა გარკვეულ მიზანს ატარებს: კარგად მორგებული იარაღია მამაკაცის დასაპყრობად, სხვა  ყველაფერთან ერთად - ინტელექტი ინტიმშიც საჭიროა. თუმცა ისიც არასდროს დავივიწყოთ, რომ მამაკაცებს უყვართ თვალებით.


ერთხელ ერთმა სატელევიზიო არხმა ჩაატარა გამოკითხვა - რა უყვართ მამაკაცებს?


 


ცნობილი მამაკაცები დიდხანს საუბრობდნენ, რომ ქალზე უყვართ ლამაზი თეთრეული, მაქმანიებიანი წინდები, ასეთი, ისეთი... და ასე დაუსრულებლად...


იმ რეპორტაჟში ბოლო რესპონდენტი ვიყავი და, როგორც აღმოჩნდა, მათ კითხვას ვიზუალით ვუპასუხე – სახლში სტუმრად მოსულ ჟურნალისტს და ოპერატორს უარი ვერ ვუთხარი საინტერესო სიუჟეტის მომზადებაზე, რეპორტაჟში გამოვჩნდი კორსეტით, წინდებით და ღიმილიც შევაგებე: აი რა უყვართ მამაკაცებს...  


ქალბატონებო და ბატონებო, თვალი გვადევნეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.


თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოასწორეთ შეცდომები

ამისთვის გაიარეთ ეს მარტივი ტესტი - დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი საათი, ოღონდ ამ დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. მხოლოდ ასე მიიღებთ ზუსტ შედეგს.
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?