სიყვარული, როცა არაფრის გათვალისწინებაა საჭირო

სტუმრად ცნობილებთან

19 აპრილი 20:02, 2017 წელი

„ბავშვობიდან ბაბუაჩემთან ისეთი ურთიერთობა მქონდა, როგორიც, ალბათ, ბარბარეს კვაზი ბაბუსთან ექნებოდა. მისთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი და ჩემს ჭკუაზე ვატარებდი! მართალია, როცა ვთხოვდებოდი, მაშინ ბაბუსთვის არაფერი მიკითხავს, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ მაინტერესებს, ბებო რომ დაინახა, პირველად რა იგრძნო“, - „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი მარიშკა ჯავახაძე პირად ცხოვრებასა და თავის გმირთან მსგავსება-განსხვავებებზე გვესაუბრება...

მარიშკა ჯავახაძე: ვიღაცებს ჩემი გმირი ბარბარე მანტკავა მოსწონთ, ოღონდ იმიტომ, რომ კატო სძულთ. ზოგი კი მიიჩნევს, რომ ბარბარე არასამართლიანად და ცუდად იქცევა, რადგან ძალიან გათამამებული გოგოა.


- ამ ყველაფერს გულშემატკივრები გწერენ?
- გულშემატკივრები უარყოფთს არაფერს მწერენ. მაქსიმე არ დაკარგოო, მირჩევენ. კოცნის სცენის შემდეგ ჩემი „ფეისბუკის“ ინბოქსი გადაივსო. რა მაგარია, როგორ გიყვართ ერთმანეთიო, მწერდნენ. რაც შეეხება კომენტარებს, უარყოფითიც წამიკითხავს.


- განიცდით უარყოფით კომენტარებს?
- ბარბარეზე თუ წერენ ცუდს, ეს გულზე არ მხვდება, რადგან გაცნობიერებული მაქვს, რომ ის ჩემი გმირია და მე მარიშკა ვარ. ამას წინათ ერთ-ერთ სცენაზე ვიღაცამ დაწერა, ეს გოგო კი არ თამაშობს, თავის სცენას ლექსივით კითხულობსო, რაც ძალიან მომხვდა გულზე. სახელმწიფო მართვა მაქვს დამთავრებული და პროფესიით მსახიობი რომ არ ვარ, სულ მაღელვებს, როგორ ვთამაშობ. ის კომენტარი ამიტომაც განვიცადე.


- ბარბარესა და მარიშკას შორის რა მსგავსებებს ხედავთ?
- სულ ვცდილობ, ბარბარესა და მარიშკას შორის მსგავსება დავიჭირო, მაგრამ ჩვენ შორის დიდი სხვაობაა. ალკოჰოლი და ღამის ცხოვრება არ მიყვარს და მეგობრები ამიტომ მეუბნებიან, ბარბარე მანტკავა ხარო. სხვა არაფერში ვგავართ ერთმანეთს.


- ბარბარე საყვარელი ბიჭის გამო იბრძვის. თქვენ როგორ მოიქცეოდით?
- ბარბარე 19 წლისაა. ამ ასაკში საყვარელი ბიჭის გამო შეიძლება მებრძოლა, რადგან ამდენი გამოცდილება არ მქონდა. ახლა კი 28 წლის ვარ და ვფიქრობ, საყვარელი მამაკაცისთვის ბრძოლა არ ღირს. ადამიანს თუ თავად არ სურს, მისთვის რამდენიც არ უნდა იბრძოლო, ვერ მოიპოვებ. სიყვარულისთვის ბრძოლა ღირს, მაგრამ არა იმ გზებით, როგორც ბარბარე იბრძვის.


- ბარბარე თქვენში უარყოფით ემოციებს იწვევს?
- ჯერ ვერ გადავწყვიტე. როცა ადამიანი გიყვარს, ალბათ, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენი გახდეს და ბარბარეს ამით ვამართლებ. გარდა ამისა, ასეთი თავნება ხასიათი მისი ბრალი არ არის. ამაში კვაზი ბაბუს ვადანაშაულებ. მან გაზარდა ასეთი.


- თქვენი ბაბუა, ვახტანგ ჯავახაძე ცნობილი მწერალია. მან რა როლი ითამაშა თქვენს აღზრდაში და ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ღრმა ბავშვობაში ბაბუაჩემთან ისეთი ურთიერთობა მქონდა, როგორიც, ალბათ, ბარბარეს კვაზი ბაბუსთან ექნებოდა. მისთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი და ჩემს ჭკუაზე ვატარებდი! წერა არ ვიცოდი და ვეუბნებოდი, ზღაპარს მოგიყვები და დაწერე-მეთქი. ხანდახან 10-15 გვერდსაც ვაწერინებდი. ხომ შეიძლებოდა, მოეტყუებინა, რომ ვითომ წერდა? ამას არ იზამდა! ძალიან მათამამებდა. ყველა სურვილს მისრულებდა. 5 წლის ვიყავი, როცა ქვიშხეთში, მწერალთა სახლში დასასვენებლად ბებოს გარეშე წამიყვანა. ბაბუსთან ბავშვობიდან ვმეგობრობ.


- 24 წლის ასაკში ეკონომიკის მაშინდელ მინისტრზე, ირაკლი რეხვიაშვილზე გათხოვდით და 1 თვეში დაშორდით. დაოჯახებასთან დაკავშირებით ბაბუასთვის რჩევა არ გიკითხავთ?
- სამწუხაროდ, მაშინ არაფერი მიკითხავს. იმ პერიოდს არც ვნანობ. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. გამოცდილება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა ძველი თაობის წარმომადგენელია, ძალიან ლოიალური და პროგრესულად მოაზროვნეა. არც მამაჩემის, არც მამიდაჩემის და არც ჩემს პირად ცხოვრებაში არასდროს ერევა. პირიქით, მიიჩნევს, რომ ადამიანმა გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. მართალია, როცა ვთხოვდებოდი, მაშინ ბაბუსთვის არაფერი მიკითხავს, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ მაინტერესებს, ბებო რომ დაინახა, პირველად რა იგრძნო და რას მიაქცია ყურადღება.


- როცა დაოჯახებისკენ მეორედ გადადგამთ ნაბიჯს, რას გაითვალისწინებთ?
- მაინც მჯერა, რომ სიყვარულში ყველაფერი გამართლებულია და არსებობს გიჟური სიყვარული, როცა არაფრის გათვალისწინებაა საჭირო. ვერ გეტყვით, რომ სამომავლოდ რამეს გავითვალისწინებ. შეიძლება, ისე შემიყვარდეს, ჭკუა გადამეკეტოს და გავგიჟდე! სწორედ ეს არის საინტერესო.


- ქმართან გაშორების შემდეგ გყვარებიათ?
- არა... ალბათ, ცოტა შემეშინდა...


- რისი?
- კი არ შემეშინდა, აღარ ვეძებ არავის. ხომ არიან გოგონები, რომლებსაც გვერდში მამაკაცი აუცილებლად სჭირდებათ. 21-22 წლის ასაკში მეც მაფიქრებდა, რამდენ ბიჭს მოვწონდი. ახლა კი მხოლოდ საკუთარი თავით ვარ კმაყოფილი და თავს მარტოც კარგად ვგრძნობ. ჩემს ცხოვრებაში თუ არავინ გამოჩნდება, არ ვეძებ.


- როგორ მამაკაცს არ დაუკავშირებდით ცხოვრებას?
- ალბათ, ისეთ ადამიანს, ვისთვისაც ჩემი ბარბარე მანტკავობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მარიშკა ჯავახაძეობა. სამწუხაროდ, ასეთი ბიჭები მრავლად არიან. გიორგი ლიფონავაზე, ქეთი დევდარიანსა და ირაკლი საღინაძეზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ არა მათთან, ვისაც ჩემთან ურთიერთობა ჩემი ცნობადობის გამო უნდათ.


- ურთიერთობაში სრული კომფორტისთვის რა გჭირდებათ?
- მასთან თავისუფლად უნდა ვიყო. მასთან დაჯდომა და საუბარი პიჟამაშიც კი უნდა შემეძლოს ისე, რომ გამადიდებელი შუშით არ მაკვირდებოდეს. როგორც ჩემი ბავშვობის მეგობრებთან ვგრძნობ თავს თავისუფლად, მასთანაც ასე მინდა ვიგრძნო. კიდევ ერთი აუცილებელი პირობა ის არის, რომ ცხოველები აუცილებლად ისევე უნდა უყვარდეს, როგორც მე მიყვარს.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?