ბუბა მირცხულავა: „ვაცნობიერებ, რომ მალე დადგება ის დრო, როცა ჩცდ-ს გადაღებები აღარ გვექნება“

სტუმრად ცნობილებთან

12 ივლისი 20:00, 2017 წელი

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-11 სეზონის დასრულების შემდეგ, ბაქარის როლის შემსრულებელი, 19 წლის მსახიობი ბუბა მირცხულავა Funtime-ს შთაბეჭდილებებს უზიარებს.

- უკვე ეგუებით იმას, რომ ჩცდ მალე აღარ იქნება?
- ჩცდ-ს დასრულების შესახებ ჩემამდე ინფორმაცია არ მოსულა, თუმცა მარადიული და უსასრულო ხომ არაფერია? მით უმეტეს - სერიალი. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ, რომ მალე დადგება ის დრო, როცა ჩცდ-ს გადაღებები აღარ გვექნება. ჩცდ-ს დასრულების შემდეგ რა იქნება, ან ჩემი ცხოვრება როგორ გაგრძელდება, არ ვიცი... ამაზე ფიქრი კი იმ პერიოდს მახსენებს, როცა 16 წლის ასაკში საბავშვო თეატრიდან, „მეორე სახლიდან“ წამოვედი და არც მაშინ ვიცოდი, რა მოხდებოდა.


- ჩცდ-ში პერსონაჟებს ხშირად ანაცვლებენ. თქვენ არ გიფიქრიათ, რომ ერთ დღესაც შეიძლება, სერიალიდან ბაქარის გმირი გაქრეს?
- მართალია, თენგოსა და ბაქარის ხაზი ერთ-ერთი მთავარია, მაგრამ ჩცდ-ში რაც ძალიან მომწონს, ეს პერსონაჟებისა და სიტუაციების ცვლაა. ამიტომ ყველაფრისთვის მზად ვარ. ჩცდ ჩემთვის მეორე ოჯახია და ამაზე რომ ვფიქრობ, სევდა მიპყრობს ხოლმე. ჩცდ-ს მსგავსად, ჩემს ცხოვრებაში კვალს ვერცერთი ფილმი თუ სერიალი ვერ დატოვებს.


- ბაქარის პერსონაჟი სეზონიდან სეზონამდე იცვლებოდა. დღეს რას გვეტყვით თქვენს გმირზე?
- ვფიქრობ, რომ ბაქარმა თავისი ცხოვრება სწორად წარმართა და ეს ყველაფერი უამრავი წინააღმდეგობის ფონზე შეძლო. პრობლემებს პირად ცხოვრებაშიც შეეჩეხა და ბიზნესშიც. შავლეგო მადლიანის პერსონაჟი „გვაკაჩავებს“, მაგრამ მე და თენგო ჩვენს ადგილს მაინც ვინარჩუნებთ. ბაქარი შემდგარი მამაკაცია, ცოლი ჰყავს, ოჯახს არჩენს. ეს გარდაქმნა ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო.


- საკუთარ თავსა და ბაქარს შორის რა მსგავსებას ხედავთ?
- ბაქარი ჩემნაირი პრინციპული და უშუალოა. თამუნაზე ერთხელ რომ თქვა, მიყვარსო, თავისი გაიტანა და ცოლად მოიყვანა. ჩემი პერსონაჟივით არც მე ვარ ხისტი. ისიც ჩემსავით მშვიდია.


- სერიალში წარმატებული ბიზნესმენი ხართ. რეალურ ცხოვრებაშიც ხომ არ გაქვთ ბიზნესთან დაკავშირებული გეგმები?
- პროფესიად საზოგადოებრივი ურთიერთობები ავირჩიე. მინდა, ვისარგებლო და Funtime-ის საშუალებით ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კურსის ხელმძღვანელს ვანო ჭიაურელს მადლობა გადავუხადო გადაღებებში ხელშეწყობისთვის. რაც შეეხება ბიზნესს, შეიძლება ბაქარივით მილიონერი არ გავხდე, მაგრამ არ არის გამორიცხული, წარმატებული ბიზნესმენი მეც ვიყო. სხვათა შორის, ბავშვობაში ბებიასთან ფშავში, ვაჟაობას ნაყინს ვყიდდი. ეს პროცესი ძალიან მომწონდა. პატარა ვიყავი და ჯიბის ფულის შოვნა მსიამოვნებდა. შემდეგ საბავშვო თეატრში დამენიშნა ხელფასი. მაშინ საკუთარ შემოსავალსაც მივეჩვიე და შემოსავლის სწორად გადანაწილებასაც.


- ჩცდ-ს ხელფასს რამდენად სწორად ანაწილებთ?
- უმცროსი და-ძმა მყავს - 14 წლის ნოდარი, 12 წლის ალექსანდრე და 5 წლის ანა, რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია. შესაბამისად, ჩემი შემოსავლის უმეტესი ნაწილი, რა თქმა უნდა, ოჯახს ხმარდება...


- პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ გაქვთ?
- დიახ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა გოგო, რომელიც ძალიან მხიარულია და არა - ჩემსავით უჟმური. ისეთი რთული ადამიანი ვარ, არ ვიცი, როგორ მიძლებს, თუმცა ჩემი ყველაფერი ესმის. ჩემი რჩეული სპორტსმენია. ორი სახეობის სპორტს მისდევს. 20 წლისაა. ძალიან შრომისმოყვარეა და მინდა, წარმატებები ვუსურვო.


- ალბათ, ჩცდ-ს აქტიური მაყურებელია...
- სხვათა შორის, როცა გავიცანი, წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ბაქარი და ჩცდ-ს ყურება ჩემ გამო დაიწყო. რა თქმა უნდა, ახლა ჩემი დიდი გულშემატკივარია.


- უცნობ გულშემატკივრებზე რას გვეტყვით?
- თეატრის მსახიობისთვის თუ სპექტაკლის ბოლოს ტაშია დაფასება, ჩემთვის - სოციალურ ქსელში შემოსული დადებითი შეტყობინებები და ქუჩაში ხალხის გულთბილი ღიმილი. 

დღის ჰოროსკოპი

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით? 
ამბები

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-13 მაისს გაიმართება

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-დან 13 მაისის ჩათვლით მეშვიდედ გაიმართება, წელს ფესტივალს კინოთეატრი “ამირანი” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებენ. 
ამბები

ზაფხულის ფესტივალი არატრადიციულ ლოკაციაზე - Summer Set 2019 გუდაურში გაიმართება!

26, 27 და 28 ივლისს გუდაური Summer Set-ს უმასპინძლებს, ზაფხულისთვის საკმაოდ არატრადიციულ ლოკაციაზე Summer Set მუდმივ ბინას დაიდებს და ხელს შეუწყობს გუდაურს ოთხი სეზონის კურორტად ჩამოყალიბებაში.
კულინარია

ყვითელი ბარდის კატლეტი - მარტივი და იაფი რეცეპტი!

ბარდა ცილების მდიდარი წყაროა, თანაც მისი ცილები ხორცის ცილების მსგავსია, რადგან შეიცავს რიგ შეუცვლელ ამინომჟავებს. ამიტომ, თუ მარხვას ინახავთ ან ვეგეტარიანელი ხართ, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში.
საკნატუნო ამბები

6 შემთხვევა, როდესაც პარტნიორი საწოლში გატყუებთ

იტყუება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გარწმუნებთ, რომ „მართლა არ გატყუებთ“, „მართლა, მართლა“.
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დღეს, 24 აპრილს გაიმართა.
კინო

13 ვარსკვლავი, რომლებიც დროში მოგზაურობენ

იცოდით, რომ რეპერი Jay Z 1939 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში დასეირნობდა? ან ის, რომ XV საუკუნის ფრესკაზე სტალონე პროფილშია გამოსახული?
დღის ჰოროსკოპი

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

20 ფოტო, რომლებიც აღგაფრთოვანებთ

ზოგჯერ ერთი ფოტო მთელ ისტორიას ჰყვება და ემოციების კასკადს იწვევს. ამის მიზეზი ხან იღბალია, ხან - სწორად შერჩეული რაკურსი, ხან - ულამაზესი პეიზაჟი, ხან კი - უნიკალური მოვლენა...
საკნატუნო ამბები

ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი... მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.