ზურა ინგოროყვა: „ნუცა შანშიაშვილი ნულზე მტოვებს“

სტუმრად ცნობილებთან

19 ივლისი 20:00, 2017 წელი

„რეპეტიციების გამო მეექვსე წელია, არ დამისვენია. ამ ზაფხულს ახალბედა, უნიჭიერეს რეჟისორ გიორგი ჯაფარიძესთან ახალ სერიალზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, ამ ადამიანმა უნდა გამოანათოს. სცენარი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, მსახიობები ამ ეტაპზე ანაზღაურების გარეშე ვმონაწილეობთ...“ მსახიობ ზურა ინგოროყვას გადასაღებ მოედანზე ვესტუმრეთ, სადაც „ცოლთან“, მომღერალ ნუცა შანშიაშვილთან ერთად დაგვხვდა.

- რა არის ახალი სერიალის ძირითადი გზავნილი?
- სერიალს „ელიტარული დახმარება“ ჰქვია, სადაც მთავარ პერსონაჟებს, ჩემთან ერთად, მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, ზურა შარია, ზურა ცინცქილაძე, ნანა ნებიერიძე თამაშობენ. ფილმში შორენა ბეგაშვილი, ლალი მოროშკინა, მალხაზ  ქვრივიშვილი და გოგოლა კალანდაძეც არიან დაკავებულები. ფსიქოლოგიური დრამაა, სადაც დიდი ფულის პატრონების, ანუ ჩემი და ზურა შარიას ოჯახების ცხოვრებაა აღწერილი. ჩემი მეუღლის როლს ნუცა შანშიაშვილი ასრულებს, ნანა ნებიერიძე კი ზურა შარიას „ცოლია“. ჩემს ოჯახში საოცარი რაღაცები ხდება. ცოლ-ქმარი ორივე ცალ-ცალკე დავტრაშუნობთ.
რაც „ელიტარულ დახმარებაში“ ხდება, ეს ჩვენი ყოველდღიური რეალობაა. ჩვენ ვეჭიდებით იმას, რაც ქართულ ტელესივრცეში აქამდე არ გაკეთებულა ან მხოლოდ მცდელობა იყო. ვფიქრობთ, ბეწვის ხიდზე გავდივართ. ფილმში ძალიან თამამი სცენებიც იქნება.

- პირადად თქვენ ითამაშებთ თამამ სცენაში?
- კი. ახალ სერიალში თამამ სცენებში არაერთ მსახიობთან ერთად გამოვჩნდები. კრიტიკისთვისაც მზად ვარ. მსუბუქი თამამი სცენები „ჰეროკრატიაშიც“ მქონდა და ჩცდ-შიც, ასევე, ფილმში „გასეირნება ყარაბაღში“, თუმცა ხალხში აგრესია არ გამოუწვევია.

- ნუცა შანშიაშვილს იცნობდით თუ ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე შეხვდით?
- ნუცას დედას ვიცნობ, რომელიც ინსტიტუტში ჩემი პედაგოგი იყო. ნუცასაც ვიცნობდი, თუმცა მეგობრები არ ვყოფილვართ. შეიძლება ითქვას, ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გავიცანით და დავმეგობრდით კიდეც.

- ნუცა როგორი პარტნიორია?
- შესანიშნავი პარტნიორია. სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და პროფესიით მხატვარია, ამიტომ ასე თუ ითამაშებდა, არ ველოდი. ნიჭიერი და თამამი გოგოა. დედა მსახიობი ჰყავს, რამაც, ალბათ, გარკვეული როლი შეასრულა. ძალიან რთულ, ბინძურ პერსონაჟს თამაშობს. მდიდარი კაცის ცოლია, რომელიც ფულის გამო ყველაფერს აკეთებს - მთელ ქონებას მართმევს, ნულზე მტოვებს და ციხეში მსვამს. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაყურებელი მალე ქართულ ტელესივრცეში კიდევ ერთ კარგ სერიალს ნახავს.
მინდა, Funtime-ის საშუალებით დიდი მადლობა ვუთხრა სასტუმრო „ასტორიას“, სადაც გადაღებებისთვის მაქსიმალური პირობები შეგვიქმნეს. სერიალი TV 1-ის ეთერში 9 სექტემბერს დაიწყება. 

- სერიალის მიღმა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?
- რუსთაველის თეატრში სეზონი დავხურეთ. მალე ახალი სეზონისთვის მზადებას დავიწყებთ.

- ასეთ გადატვირთულ რეჟიმს როგორ ეგუება თქვენი ოჯახი?
- მე და ჩემს მეუღლეს შორენა კახიანს 25-წლიანი თანაცხოვრება გვაკავშირებს. ანა 22 წლის გვყავს. ჩემს გრაფიკს მიჩვეულები არიან და ამ თემაზე არასდროს გვიკამათია. როცა ახალ როლზე ვმუშაობ და შემოქმედებით წვაში ვარ, სამყაროდან ვითიშები. ამ დროს არ შემიძლია ოჯახურ საკითხებზე ვიზრუნო, თუმცა როცა დრო მაქვს, რა თქმა უნდა, შორენას და ანას ვუთმობ.

- თქვენზე ჭორიც არაფერი გსმენიათ?
- ერთი პერიოდი გავრცელდა ჭორი, რომ ცოლს გავშორდი... ზოგადად, ჭორების მსხვერპლი ხშირად ვარ, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, ინტრიგაში არ გავერიო.

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...