Sparkle: „გიორგი გაბუნიას ჩვენთვის სექსუალური იმიჯის მორგება არ გამოუვიდა“

სტუმრად ცნობილებთან

26 ივლისი 20:00, 2017 წელი

ჯგუფი Sparkle „X ფაქტორი 2014“-ის კონკურსანტია. ნინი გველესიანი, სალომე მერებაშვილი და ანი ჩხეიძე გიორგი გაბუნიას ჯგუფის წევრები იყვნენ. რაღაც პერიოდებში ჯგუფში აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ გოგოებმა პრობლემების დაძლევა მოახერხეს. 

- ფიქრობდით, რომ თქვენი ჯგუფი, რომელიც ამ პროექტში შეიქმნა, „X ფაქტორი 2014“-ის შემდეგაც გააგრძელებდა სიცოცხლეს?
ნინი:
დროთა განმავლობაში გოგოები ერთმანეთს დავემსგავსეთ და იმასაც მივხვდით, რომ ერთად სიმღერა ძალიან მოგვწონდა.
სალომე: გვეგონა, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვიყავით, მაგრამ ურთიერთობაში აღმოვაჩინეთ, რომ საერთო გემოვნება და მიზნები გვქონდა. რაც ყველაზე მთავარია, მუსიკა გვაერთიანებს და ერთად მუშაობა გვსიამოვნებს.


- თქვენი ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ქართული სიმღერების მიქსს ასრულებთ, სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია...
სალომე:
უცხოური სიმღერების მიქსის გაკეთებას ვაპირებდით, როცა ანიმ თუ ნინიმ ქართული სიმღერა წაიმღერა.
ანი: ამის შემდეგ სიმღერების თანმიმდევრობა დავალაგეთ. ერთ დღესაც, მანქანაში რომ ჩავსხედით, დაუგეგმავად ვიმღერეთ და ვიდეოც გადავიღეთ.
ნინი: არც გვიფიქრია, თუ ამ ვიდეოს ასეთი თბილი კომენტარები მოჰყვებოდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ყველა იმ მომღერალმა გააზიარა, რომლის სიმღერასაც ვასრულებდით.


- ბოლო პერიოდში სტეფანესთან ერთად კონცერტებიც გამართეთ...
ნინი:
სხვათა შორის, სტეფანე სწორედ ზემოხსენებული ვიდეოს ნახვის შემდეგ დაგვიკავშირდა და თავის კონცერტში მონაწილეობა შემოგვთავაზა.
ანი: დამირეკა და მითხრა, სუპერგოგონები ხართ და თქვენი დახმარება მჭირდებაო. სცენაზე განახლებული სტეფანე უნდა დაბრუნებულიყო, სადაც ჩვენ ბექ-ვოკალშიც უნდა ვმდგარიყავით და მასთან დუეტშიც გვემღერა. რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავთანხმდით.
სალომე: სტეფანესგან შემოთავაზება ძალიან გაგვიხარდა. ვიცოდით, რომ პროფესიონალ მუსიკოსებთან მოგვიწევდა მუშაობა, რაც მომღერლისთვის დიდი სიამოვნებაა.


- კონცერტის შემდეგ სტეფანესთან თანამშრომლობას თუ აგრძელებთ?
ნინი:
ეს კონცერტი ჩვენთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. სტეფანეს რამდენიმე ტურნე აქვს დაგეგმილი, რომლის დროსაც ჩვენც მის გვერდით ვართ. სამი კონცერტი უკვე ჩავატარეთ. თვის ბოლოს ბათუმშიც გავმართავთ ღონისძიებას.


- „X ფაქტორში“ გიორგი გაბუნია ცდილობდა, თქვენთვის სექსუალური იმიჯი მოერგო. გამოუვიდა?
ანი:
გაბუნია სექსუალურ ქალიშვილებს გვეძახდა, რადგან სექსუალური გოგონების თამაში არ გამოგვდიოდა.
ნინი: ასე რომ, გიორგი გაბუნიას ჩვენთვის სექსუალური იმიჯის მორგება არ გამოუვიდა.
ანი: სექსუალური იმიჯის მორგებას რომ ვცდილობდით, ხალხისგან უარყოფითი რეპლიკები მოდიოდა. სიუჟეტების მერე წერდნენ, ფულიანი მამიკოს განებივრებული გოგოები არიანო.
სალომე: მერე იყო უკრაინული „X ფაქტორი“ და იმ პროექტმა სრულიად სხვა იმიჯი მოგვარგო. ჩვენგან რეალურ ემოციებს ითხოვდნენ. ხალხმა სასაცილო და საყვარელ გოგონებად გაგვიცნო.


- რა პროფესიების ხართ?
სალომე:
თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ.
ანი: ილიაუნში მეც ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ.
ნინი: მე სეუში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა ამ ეტაპზე სიმღერით უფრო აქტიურად ვართ დაკავებულები.  


- ხალხისგან დადებით ემოციას თუ გრძნობთ?
სალომე: როცა ერთად ვართ ყველა გვცნობს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ დადებით ემოციას ხშირად გამოხატავენ.
ანი: საქართველოში შეიძლება გიცნონ, მაგრამ სითბოს გამოხატვას ერიდებიან. უკრაინაში პროექტში რომ ვმონაწილეობდით, ქუჩაში გვაჩერებდნენ და კომპლიმენტებით გვავსებდნენ.
ნინი: რაც არ უნდა მოსწონდე, ქართველებს ემოციების გამოხატვა არ უყვართ.


- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
ანი:
ჩემი საქმრო მოცეკვავე ირაკლი ფიფიაა. ერთმანეთი „X ფაქტორში“ გავიცანით. სხვა მოცეკვავეებთან ერთად ჩემი ჯგუფის ნომრებს აფორმებდა. მას შემდეგ ერთად ვართ. 24 მარტს ნიშნობაც გვქონდა.
ნინი: 24 წლის ვარ და უკვე მაწუხებენ შეკითხვებით, რატომ არ თხოვდებიო. ჩემს გათხოვებაზე სალომესა და ანისაც ხელი აქვთ ჩაქნეული, მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს.
სალომე: მე ძირითადად სწავლასა და მუსიკალურ კარიერაზე ვარ გადართული.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?