მაიკო ჭაფოძე: „ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ხანაა“

სტუმრად ცნობილებთან

2 აგვისტო 20:00, 2017 წელი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ჟურნალისტი მაიკო ჭაფოძე თბილისურ ზაფხულსა და საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე გვიყვება.

მაიკო ჭაფოძე: „ჩემი შვებულება 28 ივლისს დაიწყო და ძალიან ბედნიერი ვარ. საგურამოში ვისვენებ, მეგობრებთან ერთად ვირუჯები და ბევრ გოგოშკურ საღამოს ვიწყობ“. 

- გარუჯვისთვის რეკომენდებულ საათებს თუ იცავთ?
- მხოლოდ ზაფხულის დასაწყისში, მაგრამ კანი როგორც კი შეიფერება, სამწუხაროდ, მზეს არ ვერიდები და არც მზისგან დამცავ კრემს ვიყენებ. ვიცი,რომ ცუდად ვიქცევი...

- გარუჯვის შემდეგ თქვენს გარდერობში რა ფერები ჭარბობს?
- სრული ქაოსია (იცინის)! გადმოვყრი ტანსაცმელს და ვიწყებ არჩევას, გარუჯულ კანს რა ფერის კაბა მოუხდება. შავი ფერიც მიყვარს, რადგან მგონია, რომ რუჯზე ისიც ლამაზად ჩანს, მაგრამ ზაფხულს მაინც სიჭრელე, ზღვა და მზე უხდება!

- რა ტიპის დასვენება მოგწონთ?
- ვერ გეტყვით, რომ აქტიური ან პასიური დასვენება მიყვარს, რადგან ძალიან აქტიური დასვენებით 5 დღეში ვიღლები და მშვიდი გარემოც მალე მღლის. აგვისტოს ბოლომდე ვისვენებ და ამ დღეებს მაქსიმალური განტვირთვისთვის გამოვიყენებ.

- ამ ხნის განმავლობაში სამუშაო გარემო არ გენატრებათ?
- სამსახური სულ მენატრება. ორშაბათი დადგება თუ არა, სულ მგონია, რომ ეთერისთვის უნდა მოვემზადო. სოციალურ ქსელში ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას დასვენების დღეებშიც კი ვადევნებ თვალყურს, თუმცა მერე მახსენდება, რომ შვებულებაში ვარ და გასაშუქებელი არაფერი მაქვს. ჩართვები, პირდაპირი ეთერი და მონტაჟი ყველაზე მეტად მენატრება. ჯერ კიდევ ვერ შევეგუე იმას, რომ ვისვენებ და დილით მაინც ძალიან ადრე მეღვიძება.

- ზაფხულთან დაკავშირებული კურიოზი თუ გქონიათ პირდაპირ ეთერში?
- ამ წუთას კვარიათიდან პარაშუტით აფრენა გამახსენდა. ექსტრემალური სპორტი არ მიყვარს და მეორედ ასე აღარ მოვიქცევი. კატასტროფა იყო! კინაღამ წელში გადავწყდი! ეკა სამხარაძე კიოდა, ხომ კარგად ხარო, მე კი სიმაღლიდან რომ ვიხედებოდი და ზღვას ვხედავდი, უარესად ვხდებოდი, რადგან ცურვა არ ვიცი. ეს ამბავი თან კურიოზია, თან - არა.

- ეკრანისთვის სამოსის შერჩევა რა პროცესია?
- ეს დიდი პრობლემაა! გამოპრანჭვა ძალიან მიყვარს. თუ მთიდან ან ზღვიდან არ მაქვს ჩართვა, ყოველთვის ვცდილობ, კლასიკურად გამოვიყურებოდე. მგონია, რომ დილის ეთერისთვის სამოსს სწორად ვარჩევ.

- სამოსის გამო პირდაპირ ეთერში უხერხულ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?
- დიახ და არაერთხელ. მაისურიც შემხსნია და ბოლოკაბაც. ამ დროს ოპერატორს ვანიშნებ ხოლმე, რომ კადრში არ გამომაჩინოს.

- რით არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო თქვენი პროფესია?
- 9 წელია, რაც სატელევიზიო სფეროში ვარ. აქედან 4 წელია, დილის ეთერიდან ვესალმები მაყურებელს. როცა იცი, რომ პირველი ხარ, ვინც სრულიად საქართველოს ამა თუ იმ სიახლეს აუწყებს, ყველაზე მაგარი შეგრძნებაა. ადამიანები სახლიდან როგორ ხასიათზე გავლენ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ძალიან მაგარია, როცა მაყურებელს დილიდან პოზიტივით დატვირთავ და კარგ სიახლეს აცნობ. გვირეკავენ ან ქუჩაში გვიმხელენ დადებით ემოციებს.

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
- პირველ რიგში, ჩემი ოჯახი. დედაჩემი ჩართვის შემდეგ დადებით ემოციასაც და შენიშვნასაც აუცილებლად მომწერს. ჩემი საყვარელი ადამიანი დავით ბახტურიძეც ყოველ დილით მიყურებს და ჩემით ყოველთვის კმაყოფილია.

- ვინ არის თქვენი რჩეული და სად შეხვდით ერთმანეთს?
- ყოფილი ფეხბურთელია. ამჟამად ერთ-ერთ კომპანიაში ფინანსურ საკითხებს ხელმძღვანელობს. ერთმანეთი ორი წლის წინათ, საერთო მეგობრების გარემოცვაში გავიცანით. ფინჯანი ყავის დასალევად წასულებმა ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ. მერე ერთად ვივახშმეთ და ასე გავიდა 2 წელი. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. მგონია, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ხანაა. გვინდა, რომ ამ პერიოდით მაქსიმალურად დავტკბეთ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...