ნინო ძოწენიძე: „მათთვის, ვინც ჩემს რეპერტუარს არ იცნობს და „შინამანაკენასთან“ მაიგივებს“

სტუმრად ცნობილებთან

9 აგვისტო 20:00, 2017 წელი

„აგვისტოში პირველად ვარ თბილისში, თუმცა ამ ზაფხულს საბერძნეთში დასვენებაც მოვახერხე. ფაქტობრივად, მთელი კრეტა მოვიარე“, - მომღერალი ნინო ძოწენიძე ზაფხულის დღეებსა და შემოქმედებით ცხოვრებაზე გვიყვება.

- ნინო, ამ ეტაპზე სად მღერით?
- ყოველ საღამოს ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში ვმღერი. იმდენად კარგ გარემოში მიწევს გამოსვლა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. სტუმრებს ახალ-ახალი შოუებით ვანებივრებთ.


- ქართველი მომღერლები რესტორანში გამოსვლისას დისკომფორტზე ხშირად საუბრობენ. თქვენ რას გვეტყვით ამაზე?
- ვერ გეტყვით, რომ რესტორანში სიმღერით რამე დისკომფორტი მექმნება. სტუმარს მაღალი დონის მუსიკას ვთავაზობთ. ქართულსაც ვასრულებ და უცხოურსაც, სიტუაციას გააჩნია. დაცვა ისეა გაძლიერებული, ნასვამი სტუმრისგან შეწუხება გამორიცხულია. ეს არ არის რესტორანი, სადაც მომღერალს სიმღერის შეკვეთას მისცემენ.


- მსგავსი სიტუაცია არასდროს გქონიათ?
- ამ რესტორანს შემოთავაზებაზე ამიტომაც დავთანხმდი, რომ მსგავს სიტუაციაში არასდროს აღმოვჩენილვარ. ამას წინათ ვიღაც კაცი მოვიდა სცენასთან, ნინოს ხელზე უნდა ვეამბოროო. მოეწონა ჩემი სიმღერა და მისი ემოციაც გასაგებია, თუმცა, რა თქმა უნდა, დაცვამ ჩემამდე არ მოუშვა.


- თქვენი ერთ-ერთი ჰიტის „შინამანაკენას“ შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა მსმენელს დღესაც ახსოვს...
- ვისაც „შინამანაკენა“ სახუმარო სიმღერა ჰგონია, ვეტყვი, რომ მის შესრულებას ყველა ვერ შეძლებს. იმპროვიზებულად, მოგონილი სიტყვებით ვიმღერე. ამაში არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. სხვადასხვა შოუებმა ისეთი პოპულარიზაცია გაუწიეს, რომ იმ პერიოდში ჩემი საქმით რამდენი ფულიც ვიშოვე, სხვა არცერთი სიმღერით არ მიშოვია. ბოლო პერიოდში მისი ახალი ვერსიაც გავაკეთე. 13 წლის წინანდელ ეფექტს ვერ მოახდენს, მაგრამ გამიზნულია მათთვის, ვინც ჩემს რეპერტუარს არ იცნობს და „შინამანაკენასთან“ მაიგივებს. 


- მას შემდეგ ვიზუალურადაც შეიცვალეთ...
- მაშინ 24 წლის გოგო ვიყავი. ახლა კი 37 წლის ქალი ვარ, თუმცა ვერ გეტყვით, რომ შინაგანად შევიცვალე. ის მომენტიც არ მაქვს, რომ ასაკის გამო ჩაცმულობაში თავი შევიზღუდო. როცა ადამიანი სცენაზე დგას, ფორმაში უნდა იყოს. მგონია, რომ ყველაფერს ვიხდენ.


- მეუღლე ერევა თქვენს ჩაცმულობაში?
- გიგა ძალიან გემოვნებიანი ბიჭია და მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ.

- მეუღლესთან, მუსიკოს გიგა კუხიანიძესთან 14-წლიანი თანაცხოვრება გაკავშირებთ...
- მე და გიგა დაოჯახებამდე მეგობრები ვიყავით. თითქმის მთელი ცხოვრება გვაკავშირებს. ჩვენს ურთიერთობასა და ოჯახს დიდი მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, ნდობა და იმედი კიდევ უფრო ამყარებს.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით? 
ამბები

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-13 მაისს გაიმართება

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-დან 13 მაისის ჩათვლით მეშვიდედ გაიმართება, წელს ფესტივალს კინოთეატრი “ამირანი” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებენ. 
ამბები

ზაფხულის ფესტივალი არატრადიციულ ლოკაციაზე - Summer Set 2019 გუდაურში გაიმართება!

26, 27 და 28 ივლისს გუდაური Summer Set-ს უმასპინძლებს, ზაფხულისთვის საკმაოდ არატრადიციულ ლოკაციაზე Summer Set მუდმივ ბინას დაიდებს და ხელს შეუწყობს გუდაურს ოთხი სეზონის კურორტად ჩამოყალიბებაში.
კულინარია

ყვითელი ბარდის კატლეტი - მარტივი და იაფი რეცეპტი!

ბარდა ცილების მდიდარი წყაროა, თანაც მისი ცილები ხორცის ცილების მსგავსია, რადგან შეიცავს რიგ შეუცვლელ ამინომჟავებს. ამიტომ, თუ მარხვას ინახავთ ან ვეგეტარიანელი ხართ, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში.
საკნატუნო ამბები

6 შემთხვევა, როდესაც პარტნიორი საწოლში გატყუებთ

იტყუება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გარწმუნებთ, რომ „მართლა არ გატყუებთ“, „მართლა, მართლა“.
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დღეს, 24 აპრილს გაიმართა.
კინო

13 ვარსკვლავი, რომლებიც დროში მოგზაურობენ

იცოდით, რომ რეპერი Jay Z 1939 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში დასეირნობდა? ან ის, რომ XV საუკუნის ფრესკაზე სტალონე პროფილშია გამოსახული?
დღის ჰოროსკოპი

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

20 ფოტო, რომლებიც აღგაფრთოვანებთ

ზოგჯერ ერთი ფოტო მთელ ისტორიას ჰყვება და ემოციების კასკადს იწვევს. ამის მიზეზი ხან იღბალია, ხან - სწორად შერჩეული რაკურსი, ხან - ულამაზესი პეიზაჟი, ხან კი - უნიკალური მოვლენა...
საკნატუნო ამბები

ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი... მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.