რეზიკო რობაქიძე: „8 თვე სახლში არ მივსულვარ, ოჯახი აღარ მელაპარაკებოდა“

სტუმრად ცნობილებთან

16 აგვისტო 20:00, 2017 წელი

„ბოლო პერიოდში არც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოვჩნდი. ეს დრო კონკურსებზე სიარულსა და ახალ მეწყვილესთან მუშაობას დავუთმე, რასაც დღესაც ვაგრძელებ. პროფესიონალ მოცეკვავეებში გადავედი და ახლა კიდევ უფრო მეტი მომეთხოვება“, - მოცეკვავე რეზიკო რობაქიძე საყვარელ საქმიანობასა და პირადზე გვიყვება.

- მეწყვილეს ძალიან ხშირად იცვლით...

- უკვე მეხუთე მეწყვილე მყავს, რასაც საკუთარ ხასიათებს ვაბრალებ. მუშაობის პროცესი კამათში რომ გადადის, მაშინვე ვამთავრებ ყველაფერს და მეგობრულ დამოკიდებულებას ვინარჩუნებ. ალბათ, ზედმეტად მომთხოვნი ვარ და ეს ამიტომაც ხდება. 6 თვეა, ლიკა ღუღუნიშვილთან ერთად ვცეკვავ. გათხოვილია, ორი შვილის დედაა და გადასარევი მეუღლე ჰყავს. ორივესთან ვმეგობრობ. ერთადერთი პრობლემა, რაც გვაქვს, ვარჯიშზე გამუდმებით იგვიანებს.

- ახლო მომავალში რა მიზნები გაქვთ?

- ოქტომბერში იტალიაში სემინარზე გავემგზავრებით, ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცეკვებთ. საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გიგი გაჩეჩილაძე ჩვენთან ერთად ძალიან ბევრს შრომობს.

- გიგი თქვენი უახლოესი მეგობარია. საქმესა და მეგობრობას როგორ ათავსებთ?

- მე და გიგი ერთმანეთს ვავსებთ. მის სტუდია „თელაში“ პედაგოგი ვარ. მეც გიგი მავარჯიშებს და ვერ გეტყვით, რომ მასთან მუშაობა იოლია. მოცეკვავეებისგან ყოველთვის შეუძლებელს ითხოვს. ერთ საათში შედეგი უნდა დავუდოთ, რაც მე ძალიან მომწონს. როცა ვხვდებით, რომ რაღაც არ გამოგვდის, ცოტა ხანს ვისვენებთ. ასე რომ, კონფლიქტამდე ჯერ არ მივსულვართ.

- ზოგიერთმა თქვენმა კოლეგამ საკუთარი სტუდია გახსნა. თქვენ არ გიფიქრიათ ამაზე?

- არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ცალკე სტუდიის გახსნა ჩემთვის გიგის ღალატია. ყველაფერი სტუდია „თელაში“ დავიწყე და თითოეული ნაბიჯი ამ სახელს უკავშირდება. მე და გიგის უკვე ნათესაობაც გვაკავშირებს. მისი მეჯვარე და შვილის ნათლიაც ვარ... სტუდია „თელამ“ სართიჭალაში ფილიალი გახსნა, სადაც უნიჭიერეს ბავშვებს ცეკვას ვასწავლი.

- შემოსავალს როგორ ანაწილებთ?

- ჩემი შემოსავალი ძირითადად მანქანის მოდელის გაუმჯობესებასა და ცეკვის კონკურსებში მიდის. გარდა ამისა, ვცდილობ, ოჯახსაც დავუდგე გვერდით.

- გოგონების მოხიბვლას როგორ ახერხებთ?

- ვფიქრობ, გოგონების ყურადღებას არასდროს ვიქცევ. ალბათ, იმიტომ, რომ თავის წარმოჩენას არ ვცდილობ. თუმცა ჩემი საყვარელი საქმიანობის ფასად არავინ და არაფერი მიღირს.

- როგორც ჩანს, თქვენთვის კარიერა უფრო მნიშვნელოვანია...

- კი, ასე გამოდის... თუმცა მყავს მეგობარი გოგო, რომელზეც სერიოზულად ვფიქრობ... მაგრამ შემიძლია კარიერის გამო ყველა და ყველაფერი დავთმო.

- ვინ არის თქვენი რჩეული?

- ბანკირი გოგო მომწონს. ძალიან ყურადღებიანი და თბილია. 

- შეყვარებული ხართ?

- ეს ხმამაღალი ნათქვამია. პირად ცხოვრებაში ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული და ამ შემთხვევაში, სანამ კარგად არ დავრწმუნდები, ხმამაღლა არაფერს ვიტყვი.

- რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ შეცდომად?

- გასულ წელს მიყვარდა გოგო, რომლის გამოც ლამის მეგობრებიც დავკარგე. ბოლომდე მასზე ვიყავი გადართული, 8 თვე სახლში არ მივსულვარ, ოჯახი აღარ მელაპარაკებოდა, მეგობრებს ხელი ვკარი... საბედნიეროდ, გამოვასწორე. ამ სიტუაციის მიუხედავად, ჩემი უახლოესი ადამიანები, გიგი და რატი გაჩეჩილაძეები, გვერდიდან არ მშორდებოდნენ. 

- ამ მდგომარეობიდან როგორ გამოხვედით?

- ერთ დღეში შემეცვალა აზროვნება. ერთ დილას გავიღვიძე და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ასეთი ცხოვრება კარიერის სანაცვლოდ არ მიღირდა.

- საყვარელ გოგოს რატომ დაშორდით?

- რთულია, როცა სიყვარულს არ დაგიფასებენ. როცა ურთიერთნდობა და სიამოვნება ქრება, იწყება კონფლიქტი და გრძნობებიც უფერულდება. ამის მიუხედავად, ამ ურთიერთობას არ ვნანობ, რადგან წარსულს არასდროს ვეტირები.

 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?