გიორგი მარშანია: „ხალხი ვეღარ მცნობს და გრიშა კაკაჩიასთან მოკითხვას მაბარებს...“

სტუმრად ცნობილებთან

6 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

„ამ ზაფხულს სტუდია „ველოსიპედში“ უამრავი სამუშაო მქონდა და პატარებს ანიმაციის ახალი სერიაც შევთავაზეთ. გარდა ამისა, 6 დღით მეგობრებთან ერთად ჩემს დედულეთში, თუშეთში ვიყავი, სადაც დაუვიწყარი დღეები გავატარეთ“, - მსახიობი გიორგი მარშანია ჩავლილი ზაფხულის ამბებსა და სიახლეებზე გვიყვება.

- გზა თუშეთამდე როგორ გაიარეთ?
- თუშეთში გზა წელს გამორჩეულად ცუდი იყო. დიდი მთა ჩამოიშალა, მდინარე გადაკეტა, 7 მეტრი სიღრმის ტბა წარმოიშვა, რომელიც ულამაზესი, მაგრამ ძალიან საშიშია. ახალი მისასვლელის გაყვანას დრო დასჭირდა და ამის გამო თუშეთში სეზონი გვიან გაიხსნა. ჩამოშლილი მთის ადგილას ქვების ცვენა კვლავ გრძელდება. თუშეთიდან უკან რომ ვბრუნდებოდით, მთის ფერდობზე მტვერი შევნიშნე. ცოტა ხანს გავჩერდი და გზა რომ განვაგრძე, წინ ქვების გროვა დამხვდა. ასეთ სახიფათო მონაკვეთზე გზის აქცევა რთულია, რადგან საჭე ერთი მეტრითაც გვერდით რომ აგიცდეს, ტბაში გადავარდები. ეს მონაკვეთი მშვიდობით გავიარე თუ არა, ამერიკულ ფილმებში როგორც ხდება, მანქანის წინ უზარმაზარმა ქვა ჩამოვარდა. საბედნიეროდ, დამუხრუჭება დროულად მოვახერხე, თორემ ის რომ დაგვცემოდა, მანქანას შუაზე გადაჭრიდა. გზის გაგრძელების შემდეგ, მეგონა, სამშვიდობოს გამოვედი, მაგრამ 5 დღის წინ გამოვლილი გზის ადგილას ტბა დამხვდა და ნახევრად წყალში გავიარე. იქაურობა ისე მიყვარს, ამ დაბრკოლებების გადავლა ნამდვილად ღირდა.


- ახალი სეზონისთვის რას გეგმავთ?
- თეატრალურ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე, სარეჟისოროზე ვსწავლობ. მეორე კურსზე ვარ. ვერ გეტყვით, რომ ბევრი შემოთავაზება მაქვს. ჩემი ძირითადი საქმიანობა სტუდია „ველოსიპედი“ გახდა. „აბრეშუმის თეატრში“ სეზონის გახსნას ველოდებით. რაც შეეხება „თავისუფალ თეატრს“, რემონტის პროცესშია და ნოემბერში ახალი შემართებით დავბრუნდებით. გარდა ამისა, შალვა რამიშვილის ინტერნეტტელევიზიაში პატარა ბლოგი გავაკეთე და კიდევ ვგეგმავ, თუმცა ტელევიზიაში მუშაობა ჩემს ინტერესებში რამდენად შედის, არ ვიცი. სცენარისტად მუშაობას აღარ ვაპირებ, რადგან ვფიქრობ, ამ სფეროში საკუთარი თავი ამოვწურე. „კომედი შოუდან“ ერთ დროს ამიტომაც წამოვედი.


- „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ ეკრანზე აღარ გამოჩენილხართ...
- ეკრანზე გამოჩენა ჩემზე არ არის დამოკიდებული. თუ დამიძახებენ ქასტინგზე, სიამოვნებით წავალ. ქუჩაში ხალხი, მგონი, ვეღარც მცნობს. რაც წვერი მოვუშვი, აშკარად მსახიობ ბექა ლემონჯავას მამსგავსებენ და გრიშა კაკაჩიასთან  მოკითხვას მაბარებენ, თუმცა ვერც იმას გეტყვით, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ პერიოდში ტრანსგენდერ ნინოს ქუჩაში ბევრი ცნობდა. 


- ასეთი იმიჯით უფრო მეტ კომპლიმენტს იღებთ?
- ამაზე არ მიფიქრია. უფროსი თაობის წარმომადგენლები მეკითხებიან, ამხელა წვერში არ გცხელაო. წვერი არა, მაგრამ თმა დისკომფორტს მიქმნის, რადგან გაზრდის პროცესშია.


 

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...