კოკა კობალაძე: „როცა არაფერი მაწუხებს, ვერაფერს ვწერ“

სტუმრად ცნობილებთან

12 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

„წერამ 13 წლის ასაკში გამიტაცა. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ბებოა და ჩემს ლექსს პირველი ის ელოდება ხოლმე. ვწერდი ლექსებს და ვინახავდი. „მე რომ გაჩუქო წითელი ვარდი“ - ეს ჩემი პირველი ლექსი იყო. ჩემზე უფროსი გოგო მიყვარდა და მას მივუძღვენი“, – 19 წლის პოეტი კოკა კობალაძე დღეს Funtime-ის სტუმარია.

- თქვენი ლექსები აქამდე რატომ არ გამოამზეურეთ?


- ვიცოდი, რომ ჩემს გამოჩენას დიდი კრიტიკა მოჰყვებოდა და ამისთვის მზად არ ვიყავი. 17 წლისამ გავაცანი ხალხს „მე რომ გაჩუქო წითელი ვარდი“ და „წვიმა მინდა მოვიდეს“, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მერე იყო წაღვერში ერთ კვირაში დაწერილი 80 ლექსი, მათ შორის „მე და შენ რომ დავშორდეთ“. ყველაზე დიდი ანშლაგი ამ ლექსმა გამოიწვია - 500 000 ნახვა აქვს. საყვარელ გოგოს ეს ლექსი მივუძღვენი თუ არა, ერთმანეთს დავშორდით კიდეც.


- ვინ არის თქვენი მუზა?
- ლექსის წერისთვის მუზა არ მჭირდება. ნებისმიერ დროს შემიძლია დავწერო. ვწერ ყველაფერზე, სიყვარულზე, სიძულვილზე და იმაზე, რაც მტკივა, თუ რასაც განვიცდი. როცა არაფერი მაწუხებს, ვერაფერს ვწერ.


- პოეზიის საღამოებსაც ხშირად აწყობთ...
- დღესდღეობით 100-ზე მეტი ლექსი მაქვს დაწერილი. წაღვერში დაწერილი 80 ლექსი კი დავკარგე, ტაქსიში დამრჩა, თუმცა პოეზიის საღამოების მოწყობაში ლექსის სიმცირე პრობლემას არ მიქმნის. საყვარელ მსმენელთან შეხვედრები რომ დავიწყე, ისიც გავაცნობიერე, რომ მსმენელთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მათ მეტაფორებითა და ეპითეტებით კი არა, მარტივი ენით ვესაუბრები, რაც ძალიან მოსწონთ. უამრავი გულშემატკივარი მყავს და უსაზღვროდ მიხარია. ჩემს ფეისბუკგვერდს 66 000 მოწონება აქვს. ახალ ლექსებს რომ ელოდებიან და მწერენ, ეს არ იცით, ჩემთვის რამხელა სიხარულია. იმას კი არ მეკითხებიან, კრებული მაქვს თუ არა, აინტერესებთ, სად შეიძლება ჩემი ლექსების კრებულის შეძენა.


- არ გაქვთ ლექსების კრებული?
- ამ ეტაპზე ჩემს ლექსებს ინტერნეტის საშუალებით ეცნობიან. კრებული არ გამომიცია, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ამის განსაკუთრებული მიზეზი არსებობს. სტამბასთანაც ვაწარმოე მოლაპარაკება და არც ფინანსური პრობლემა მაქვს. უბრალოდ, მგონია, რომ კრებულის გამოსაცემად მზად არ ვარ. წიგნზე ჩემი სახელი და გვარი რომ დაეწერება, ამისთვის თავდაჯერებულობაც მაკლია და ვხვდები, რომ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაც არის.


- გადარებენ რომელიმე პოეტს?
- ნიკო გომელაურსა და ზურა სალუქვაძეს მადარებენ. სიმართლე გითხრათ, მწყინს, რადგან მე ჩემი სტილი მაქვს და არავის ვბაძავ. ნიკოს არ ვიცნობდი და არც ზურას ვიცნობ, თუმცა მას სიამოვნებით შევხვდებოდი. ყველა შემოქმედი ადამიანის გაცნობის სურვილი მაქვს.


- თავისუფალ დროს რას უთმობთ?
- თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს - ჩემს საყვარელ გოგოს, ნაწილს - მეგობრებს, ნაწილსაც ქუჩას ვუთმობ. უბნის ბიჭები ჩემთვის დიდი ოჯახია. სეუს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ და მარკეტინგისა და პიარის კუთხით ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ.

გადაღების ადგილია ღვინის ბარი „Wineria“.


           

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით? 
ამბები

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-13 მაისს გაიმართება

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-დან 13 მაისის ჩათვლით მეშვიდედ გაიმართება, წელს ფესტივალს კინოთეატრი “ამირანი” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებენ. 
ამბები

ზაფხულის ფესტივალი არატრადიციულ ლოკაციაზე - Summer Set 2019 გუდაურში გაიმართება!

26, 27 და 28 ივლისს გუდაური Summer Set-ს უმასპინძლებს, ზაფხულისთვის საკმაოდ არატრადიციულ ლოკაციაზე Summer Set მუდმივ ბინას დაიდებს და ხელს შეუწყობს გუდაურს ოთხი სეზონის კურორტად ჩამოყალიბებაში.
კულინარია

ყვითელი ბარდის კატლეტი - მარტივი და იაფი რეცეპტი!

ბარდა ცილების მდიდარი წყაროა, თანაც მისი ცილები ხორცის ცილების მსგავსია, რადგან შეიცავს რიგ შეუცვლელ ამინომჟავებს. ამიტომ, თუ მარხვას ინახავთ ან ვეგეტარიანელი ხართ, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში.
საკნატუნო ამბები

6 შემთხვევა, როდესაც პარტნიორი საწოლში გატყუებთ

იტყუება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გარწმუნებთ, რომ „მართლა არ გატყუებთ“, „მართლა, მართლა“.
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დღეს, 24 აპრილს გაიმართა.
კინო

13 ვარსკვლავი, რომლებიც დროში მოგზაურობენ

იცოდით, რომ რეპერი Jay Z 1939 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში დასეირნობდა? ან ის, რომ XV საუკუნის ფრესკაზე სტალონე პროფილშია გამოსახული?
დღის ჰოროსკოპი

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

20 ფოტო, რომლებიც აღგაფრთოვანებთ

ზოგჯერ ერთი ფოტო მთელ ისტორიას ჰყვება და ემოციების კასკადს იწვევს. ამის მიზეზი ხან იღბალია, ხან - სწორად შერჩეული რაკურსი, ხან - ულამაზესი პეიზაჟი, ხან კი - უნიკალური მოვლენა...
საკნატუნო ამბები

ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი... მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.