ნუცა ჯანელიძე: „საყვარელ საქმიანობას აქტიურად დავუბრუნდები“

სტუმრად ცნობილებთან

13 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

Funtime-ს სტუმარია მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე, რომელიც თავის საქმიანობაში ძალიან საინტერესო სიახლებზე გვიყვება.

- ივნისში ძალიან საინტერესო შემოთავაზება მივიღე მერიის კულტურის სამსახურის უფროს ია მაქაცარიასგან. მას სახელოვნებო სკოლების დათვალიერება სურდა, აინტერესებდა, როგორ მუშაობდნენ პედაგოგები და რამდენად კმაყოფილები იყვნენ მშობლები. ამ პროექტით იმდენად დავინტერესდი, საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე და მთელი კვირის განმავლობაში საესტრადო კონკურსებს ვესწრებოდი. ხელოვნების ყველა მიმართულებას კომპეტენტური ჟიური აფასებდა. 

- სახელოვნებო სკოლების დათვალიერების შემდეგ რა შედეგი გამოიკვეთა?
- სახელოვნებო სკოლების დათვალიერება რომ დავასრულეთ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან შევიკრიბეთ და ჟიურის ყველა წევრმა ანგარიში ჩავაბარეთ. აღმოჩნდა, რომ სახელოვნებო სკოლები ძალიან კარგად მუშაობენ.


- ამჟამად რითი ხართ დაკავებული?
- „სანო სტუდიამ“ საბავშვო სტუდიის გაკეთება გადაწყვიტა, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელად მიმიწვიეს. 6-25 წლამდე მოსწავლეებს მივიღებთ. რეგისტრაცია 15 სექტემბერს დასრულდება. მეცადინეობას კი ოქტომბერში დავიწყებთ. ბავშვებს საკმაოდ ცნობილი ვოკალის მცოდნე ამეცადინებს. ჩვენი სტუდიის ბავშვები სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებსა და კონკურსებში აუცილებლად გამოჩნდებიან. ისეთებზე გავაკეთებთ აქცენტს, რომლებიც ნამდვილად მღერიან. მინდა, სადღაც მაინც ითქვას, რომ თურმე უფულო ადამიანიც შეიძლება ნიჭიერი იყოს.


- „ნუცას სკოლის“ შემდეგ ეკრანზე მუსიკალური პროექტით აღარ გამოჩენილხართ. საკმაოდ დიდი პაუზა გამოგივიდათ...
- ამას პაუზა აღარ ჰქვია! თითქოს ყველაფერი დამთავრდა, რადგან დღეს საქართველოში ქართულად მღერაზე ორიენტირება უჭირთ. ოღონდ ბავშვებს კი არა, „უფროსობას“! კერძო საბავშვო ბაღში პატარებს სიმღერას ვასწავლი, სადაც ძალიან კარგი მშობლები მყავს. ისინი პატივს სცემენ ჩემს გადაწყვეტილებას და მენდობიან. მათგან ერთხელაც არ გამიგია წინადადება - „რატომ სწავლობს ჩემი შვილი სულ ქართულეეეებს?“. 


- ამბობთ, რომ ქართული სიმღერა აღარავის უნდა?
- საქმე ის არის, რომ ქართული სიმღერა ყველას უნდა. ივნისში მაია ჯაბუას დაბადების დღეზე მერაბ სეფაშვილმა თავისი ჰიტები შეასრულა. სუფრასთან ერთი ახალგაზრდაც არ დარჩენილა, სცენასთან მიცვივდნენ და მერაბთან ერთად მღეროდნენ. ქართულ სიმღერას, აშკარად თუ ჩუმად, ყველა უსმენს, მაგრამ სადღაც, რომელიღაც კაბინეტში წყდება, რომ ქართული სიმღერა არ იყოს. თქვენი, ეროვნული იმღერეთო, ეს ბრძანება, ალბათ, ოკეანის გაღმიდან უნდა წამოვიდეს, რაც არასდროს მოხდება.


- უკვე წლებია, ანსამბლ „ფორტეს“ ხელმძღვანელობთ...
- 20 წელზე მეტია, რაც „ფორტეს“ ვხელმძღვანელობ. უამრავი ახალი სიმღერა ჩავწერეთ, მაგრამ სად უნდა გავუშვათ? ბოლო თვეებში საპატიო მუსიკალური პაუზა გვქონდა, რადგან ირინა კახნიაშვილს მეოთხე შვილი შეეძინა. ახლა კი ყველაფრისთვის მზად ვართ.


- ასეთი სტაბილურობისა და ხალხის სიყვარულის შენარჩუნება როგორ შეძელით?
- რამდენიმე თვის წინ ღონისძიებაზე ვიყავით. ვატო კახიძე შეგვხვდა და თქვენ კიდევ ერთად ხართო, გვკითხა. ამაზე ძალიან ვიხალისეთ. საოცრება კი არა, საშინელება უნდა მოხდეს, რომ „ფორტე“ დაიშალოს. როცა ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებს, ამის გამო კამათიც დროულად უნდა დაასრულო და რაღაცები ჩაყლაპო კიდეც. ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთის გვერდში დგომის გარდა, არაფერი გვახსოვს. ერთი ბიჭი გვყავს. ზურა მანჯავიძეს ჩვენც ვანებივრებთ და ისიც გვანებივრებს. ის ჩვენთვის დიდი ფარია.


- „ფორტეს“ რთული პერიოდიც ჰქონდა, როცა არსად ჩანდით...
- ეს წინა ხელისუფლების პერიოდში იყო, ოღონდ რთული კი არა, საშინელი... მაშინ კაციშვილს არ გაუგია, ახალ წელს როგორ შევხვდით. რა გოზინაყი და საცივი? შეიძლება კარტოფილის ფულიც არ გვქონდა. ეკონომიკურად ძალიან გაგვიჭირდა. ქორწილებში თუ მიგვიწვევდნენ... ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა ორი საათით ადრე დაურეკავთ და უთქვამთ, რომ ცვლილებებია და აღარ მოხვიდეთო. სიძის ან პატარძლის მამას ეტყოდნენ, „ფორტე“ რომ ამღერო ქორწილში, ხვალ ფინანსური პოლიცია დაგადგებაო, რასაც ყველა გაურბოდა. საბედნიეროდ, ამ ყველაფერმა გადაიარა და ახლა კარგი პერიოდი გვაქვს. კონცერტსა თუ სხვა ღონისძიებაზე ჩვენი დაძახების არავის ეშინია.  

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...