მარიკა სამანიშვილი: „ჩცდ-ში მადონასა და ნელიკოს დუეტი ისევ გამოჩნდება“

სტუმრად ცნობილებთან

19 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

„ჩცდ-ს ბოლო სეზონში პასიურად ვჩანდი. სერიალში აქტიური პერიოდი ძალიან მენატრებოდა. მართალია, ქუთაისიდან თბილისში ჩამოსვლა ზოგჯერ კვირაში ორჯერაც მიწევდა, მაგრამ ეს ჩემთვის იმდენად სასიამოვნო საქმეა, ყველაფერს დიდი სიყვარულით ვაკეთებდი“, - გვიყვება ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი მარიკა სამანიშვილი.

- ანუ თქვენი და ნელიკოს დუეტი ისევ გამოჩნდება?
- დიახ, ჩცდ-ში მადონასა და ნელიკოს დუეტი ისევ გამოჩნდება. მე და ბაია დვალიშვილს ერთმანეთი ძალიან მოგვენატრა. რამდენიმე სერია უკვე გადაღებულია. დანარჩენი კი სცენარისტზეა დამოკიდებული. არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც მაყურებელს ძალიან უყვარს. „დაბრუნდებით სერიალში?“ - ამ შეკითხვით, სხვათა შორის, ხშირად მომმართავენ. ქართველებისთვის მეზობლობა განსაკუთრებული ფენომენია და ეს ჩცდ-ში კარგად არის გადმოცემული.


- რეალურ ცხოვრებაში თქვენსა და მადონას შორის ხედავთ რამე მსგავსებას?
- მადონას არაფრით ვგავარ. ჩემი პერსონაჟის მანერები თუ ქცევები მეგობრებისგან მაქვს აღებული. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი სამეზობლო მყავს, ჩემი ცხოვრების რეჟიმი ისეთია, ხან მთელი წელი კარის მეზობელთანაც იშვიათად თუ მოვახერხებ შევლას. მსაყვედურობენ კიდეც, ვეღარ ვიგებთ, როდის გადიხარ სახლიდან და როდის ბრუნდებიო.


- თეატრში რა ხდება?
- ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი გვყავს. ამ პოსტზე კულტურის სამინისტრომ კოტე აბაშიძე დანიშნა. მე გოგა თავაძის საინიციატივო ჯგუფში ვიყავი. ყოველთვის ვიტყვი, რომ ის ძალიან საინტერესო და სერიოზული რეჟისორია. ამ კანდიდატს ვიცავდი, მაგრამ მე, როგორც თეატრის ჯარისკაცი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე მას, ვისაც სამხატვრო ხელმძღვანელის დიდ პასუხისმგებლობას ანდობენ. ამჟამად რამდენიმე სპექტაკლში ვარ დაკავებული. მათ შორის თეოდორა ვიშნეკის „რა ვუყოთ ამ ვიოლონჩელს“ და ნინო სადღობელაშვილის „ბამბაზიის სამოთხე“.   


- მსახიობის ცხოვრებაში ყველაზე დიდ სირთულედ რა მიგაჩნიათ?
- ჩვენს ქვეყანაში მსახიობის ცხოვრება, ზოგადად, რთულია. იყო დრო, როცა ხელოვანი წინა პლანზე ჩანდა, ახლა კი პოლიტიკოსების ცხოვრება უფრო აინტერესებთ. მსახიობები ჩრდილში აღმოვჩნდით. 
ინგლისში „გლობუსის თეატრში“ სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელი 3-4 საათი ფეხზე დგას და აპლოდისმენტებით მსახიობს პატივს სცემს. ეს ჩემმა შვილმა თეკლამ კარგად იცის, რადგან „გლობუსის თეატრში“ იყო მიწვეული და მსახიობის ოსტატობის სტაჟირებაც გაიარა.


- დღეს ოჯახში სამი მსახიობი ხართ: თქვენ, თქვენი მეუღლე თენგო ჯავახაძე და ქალიშვილი თეკლა ჯავახაძე. საინტერესო იქნება სამი მსახიობის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება...
- კიდევ კარგი, ჩემმა უფროსმა შვილმა ბექამ აქედან გასწრო. პროფესიით ისიც მსახიობია და თეატრზეც ძალიან არის შეყვარებული. ცოლ-შვილთან ერთად ირლანდიაში ცხოვრობს და პერიოდულად მოყვარულთა თეატრშიც თამაშობს.
იცით, სამი მსახიობის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება რთულიც არის და სასიამოვნოც. თენგო და თეკლა როლზე რომ მუშაობენ, მათი ცხოვრებითაც უნდა ვიცხოვრო. სიცოცხლის ბოლომდე გავიმეორებ, რომ ჩვენს ოჯახში ფარდა არასდროს ეშვება. დილა თეატრზე საუბრით იწყება. ერთმანეთს ვეტყვით, რომ თემა შევცვალოთ, მაგრამ მერე ვფიქრობთ, სხვა რაზე შეიძლება ვისაუბროთ. გამუდმებით თეკლას როლებსა თუ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებაზე გვაქვს საუბარი. თეკლა „აბრეშუმის თეატრში“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრშია დაკავებული. როცა სირთულეებს აწყდება, ჩემს მაგალითებს ვუყვები, ვამშვიდებ და ვუხსნი, რომ თეატრის ცხოვრება დიდი ბედნიერებაა, თუმცა უსიამოვნებებიც ახლავს.
მე იპოლიტე ხვიჩიას ხელში ვარ გაზრდილი. ის ჩემი ნათესავი იყო და ჩემს მსახიობობას ძალიან ეწინააღმდეგებოდა. შვილები უნდა გააჩინო და ოჯახი გქონდეს, კარგი დედობისა და მსახიობობის შეთავსება კი ძალიან რთულიაო, მეუბნებოდა. ბოლოს კი, მწერდა, ვამაყობ შენით, რომ ეს შეძელი და ჩემი სიტყვები უკან მიმაქვსო.  

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...