ნინო მუმლაძე: „ახალი სეზონი სასიამოვნო სიახლით დაიწყო და კარგი სტარტიც ავიღეთ“

სტუმრად ცნობილებთან

20 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

მსახიობი Funtime-თან ინტერვიუში ახალი სეზონის სიახლეებზე, „ფორმულა კრეატივთან“ ურთიერთობასა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს...

მსახიობ ნინო მუმლაძეს ახლად გახსნილ რადიოსადგურ „ენერჯის“ ოფისში შევხვდით, სადაც თავის კოლეგა გიორგი გაგლოევთან ერთად გადაცემისთვის ემზადებოდა:
- ჩემი და გიორგი გაგლოევის ტანდემი მაყურებელს „კომედი არხის“ გადაცემებში უკვე ნანახი აქვს. მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით ახალი პროექტის წამოწყებას და, საბედნიეროდ, გამოვიდა კიდეც. დიდი მადლობა რადიო „ენერჯის“, რომ გადაცემა მოგვანდეს. „evening show“ მიგვყავს. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ვსაუბრობთ უამრავ თემაზე, ბევრსაც ვხალისობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მსმენელის საღამო მრავალფეროვანი გავხადოთ. პირველმა ეთერმა წარმატებით ჩაიარა. ასე რომ, ახალი სეზონი სასიამოვნო სიახლით დაიწყო და კარგი სტარტიც ავიღეთ. 


- ჩცდ-ში წინა სეზონზე ისევ გამოჩნდით. წელს ნახავს მაყურებელი ნათიას?
- სიმართლე გითხრათ, ამ სეზონზე სცენარისტსა და რეჟისორს რა აქვთ ჩაფიქრებული, არ ვიცი. ჯერჯერობით არავინ შემხმიანებია, თუმცა „ფორმულა კრეატივთან“ ერთად მუშაობა ჩემთვის სიამოვნებაა და როცა მირეკავენ, ყოველთვის სიხარულით ვთანხმდები.


- მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც ხართ დაკავებული...
- ახალი სეზონი დაიწყო და როლების განაწილების პროცესია. რეჟისორ გურამ ბრეგაძეს აქვს იდეა, რომ ჩვენს თეატრში ისევ დადგას სპექტაკლი და ამჯერად ეს კარლ გოცის „პრინცესა ტურანდოტი“ უნდა იყოს. თუ გურამ ბრეგაძის უნიკალურ იუმორის გრძნობას გავითვალისწინებთ, კარგი სპექტაკლი გველოდება. მოზარდ მაყურებელთა თეატრში მის მიერ დადგმული „სამეფო ძროხა“ იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, გასტროლზეც კი გვქონდა წაღებული.


- წონაში საგრძნობლად ხართ დაკლებული. ეს დიეტის დამსახურებაა?
-  წონაში კლებაში ყველაზე მეტად ჯანსაღი კვება მეხმარება. ამ ყველაფერს კი უდგას სათავეში ჩემი უსაყვარლესი ენდოკრინოლოგი. მხოლოდ მისი კომპეტენტური რჩევებით ვახერხებ წონაში დაკლებას. გაზაფხულზე 3 თვეში 16 კილოგრამი დავიკელი. ზაფხულში კი, დასვენების პირობებში, სწორი კვების რეჟიმს ვერ ვიცავდი და ცოტა ისევ მოვიმატე. რა ვქნა, გურმანიც ვარ. ყოველ დილას ჯანსაღ კვებაზე ვფიქრობ, მაგრამ, როგორც წესი, დღე სხვანაირად მთავრდება. ასე რომ, წონაში ხან ვიკლებ, ხანაც საგრძნობლად ვიმატებ. 


 - შეკითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად გისვამენ...


- „არ თხოვდები?“ - არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ეს შეკითხვა უკვე მძულს! გასულ ზაფხულს 33 წლის გავხდი და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი წელია, ეს შეკითხვა მესმის? არ ვთხოვდები!

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ამბები

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-13 მაისს გაიმართება

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-დან 13 მაისის ჩათვლით მეშვიდედ გაიმართება, წელს ფესტივალს კინოთეატრი “ამირანი” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებენ. 
ამბები

ზაფხულის ფესტივალი არატრადიციულ ლოკაციაზე - Summer Set 2019 გუდაურში გაიმართება!

26, 27 და 28 ივლისს გუდაური Summer Set-ს უმასპინძლებს, ზაფხულისთვის საკმაოდ არატრადიციულ ლოკაციაზე Summer Set მუდმივ ბინას დაიდებს და ხელს შეუწყობს გუდაურს ოთხი სეზონის კურორტად ჩამოყალიბებაში.
კულინარია

ყვითელი ბარდის კატლეტი - მარტივი და იაფი რეცეპტი!

ბარდა ცილების მდიდარი წყაროა, თანაც მისი ცილები ხორცის ცილების მსგავსია, რადგან შეიცავს რიგ შეუცვლელ ამინომჟავებს. ამიტომ, თუ მარხვას ინახავთ ან ვეგეტარიანელი ხართ, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში.
საკნატუნო ამბები

6 შემთხვევა, როდესაც პარტნიორი საწოლში გატყუებთ

იტყუება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გარწმუნებთ, რომ „მართლა არ გატყუებთ“, „მართლა, მართლა“.
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დღეს, 24 აპრილს გაიმართა.
კინო

13 ვარსკვლავი, რომლებიც დროში მოგზაურობენ

იცოდით, რომ რეპერი Jay Z 1939 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში დასეირნობდა? ან ის, რომ XV საუკუნის ფრესკაზე სტალონე პროფილშია გამოსახული?
დღის ჰოროსკოპი

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

20 ფოტო, რომლებიც აღგაფრთოვანებთ

ზოგჯერ ერთი ფოტო მთელ ისტორიას ჰყვება და ემოციების კასკადს იწვევს. ამის მიზეზი ხან იღბალია, ხან - სწორად შერჩეული რაკურსი, ხან - ულამაზესი პეიზაჟი, ხან კი - უნიკალური მოვლენა...
საკნატუნო ამბები

ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი... მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.    
დღის ჰოროსკოპი

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?