ზურა ჟღენტი: „ჩცდ-ში გამოჩენის შემდეგ ბანკში შემიშვებენ თუ არა, საკითხავია“

სტუმრად ცნობილებთან

27 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

ჩცდ-ს ახალი სეზონის პირველი ეპიზოდების პროვოკაციულობამ, როგორიც აქამდე ქართულ ტელესივრცეში არ გვინახავს, დიდი ინტერესი და კამათიც გამოიწვია. გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობ ზურა ჟღენტთან, რომელიც ამ ეპიზოდების მთავარ მოქმედ პერსონაჟს თამაშობს.

- სერიალების დიდი მოყვარული არ ვარ, არც „ჩემი ცოლის დაქალებს“ ვიყურებდი აქტიურად. ერთ დღეს ქასტინგის ხელმძღვანელმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მითხრა, რომ ერთ-ერთ როლზე მომიაზრებდა. ეკამ სცენარი მეილზე გადმომიგზავნა. იმ პერიოდში გურიაში ვისვენებდი, მაგრამ თბილისში ჩასვლა არ დამჭირდა. პარტნიორობა ჩემმა ბიძაშვილმა გამიწია და ვიდეო ტელეფონით გადავიღეთ. 3 დღეში დამირეკეს კიდეც. ჩემს სცენას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვფიქრობ, ჩვენს ხაზს გაგრძელების პერსპექტივაც აქვს, თუმცა ეს სცენარისტის პრეროგატივაა. სიმართლე გითხრათ, რაღაცებზე გული დამწყდა. ბოლომდე დავიხარჯე, მაგრამ მონტაჟის შემდეგ თითქოს რაღაც დამაკლდა და საკუთარი თავისგან ის მაქსიმუმი ვერ დავინახე.


- თქვენს სცენას სასულიერო პირთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა...
- ბევრი სასულიერო პირი მეგობარი მყავს და მათი კარგად მესმის. კრიტიკა მისაღებია, თუმცა ლანძღვა - არა. სასულიერო პირს არ ვთამაშობ. შეიძლება, ექიმის ფორმაც მომერგო და ბანკის დაყაჩაღება ასე მეცადა. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, სასულიერო თემას შევხებოდი. იყო პერიოდი, როცა ტაძართან ახლოს ვიყავი, თუმცა ჩემი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე ავირიე... ტაძრიდან კი სითბოს მეტი არაფერი მახსენდება. გურიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იოსები ჩემი ნათლიაა.


თქვენს გმირსა და მის თანამზრახველებზე რას ფიქრობთ?
- „ჯინსების თაობის“ ბიჭები გამახსენდნენ. მათაც პროტესტი ჰქონდათ და იმ ადამიანებსაც, ვინც ბანკში დასაყაჩაღებლად შეიჭრნენ. ბანკი ყველაზე მდიდარი სისტემა რომ არის და ხალხს ატყავებს, ეს ფაქტია.


- რეალურ ცხოვრებაში სამართალდამცავებთან თუ გქონიათ შეხება?
- ორჯერ მქონდა. პირველად მაშინ, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი. მე, ჩემი ძმა და კიდევ ჩვენი ორი მეგობარი დაგვიჭირეს. ტაქსის მძღოლის გაძარცვას გვაბრალებდნენ. ცემა-ტყეპით განყოფილებაში წაგვიყვანეს. იქაც კარგად გვცემეს და მთელი ღამე წნეხის ქვეშ გაგვატარებინეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ, რადგან დამნაშავეები არ ვიყავით. მეორედ რომ დამიჭირეს, დამნაშავე ვიყავი. მარიხუანის შენახვა-მოხმარებაზე დამაკავეს, თუმცა ეს წლების წინათ იყო. უკვე სტუდენტი ვიყავი. მაშინ ნაცნობობა ჯერ კიდევ ჭრიდა და რამდენიმე საათში გამომიშვეს.


- ბანკის სესხით თუ სარგებლობთ?
- ბანკში სესხი მაქვს, მაგრამ ჩცდ-ში გამოჩენის შემდეგ კიდევ შემიშვებენ თუ არა, საკითხავია (იცინის). მე და ჩემმა მეგობარმა ბახმაროში მიწის ნაკვეთი შევიძინეთ და სესხიც ამიტომ ავიღე. გაზაფხულზე კოტეჯს ავაშენებთ და ბიზნესის წამოწყებას ვგეგმავ, რადგან მხოლოდ მსახიობობით თავის რჩენა შეუძლებელია.


- ჩცდ-მდე რა გზა გაიარეთ?
- პოპულარობა სერიალმა „გოგონა გარეუბნიდან“ მომიტანა, თუმცა მანამდე ჰოლანდიაში, ფილმში „ყაზბეგელი მფრინავი“ გადამიღეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ამბავზე - ტექსელის ისტორიაზეა დაფუძნებული. მთავარ როლში ვიყავი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პროექტი და გამოცდილება იყო. ჰოლანდიელი რეჟისორის ინეკე სმიტსის დიდი მადლიერი ვარ. მას შემდეგ ჩემს კარიერაში რამდენიმე სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმიც იყო. ბოლოს სერიალ „ქერჩშიც“ მივიღე მონაწილეობა. 7 თვე ჯარისკაცის ცხოვრებით ვიცხოვრე.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?