მანანა თოდაძე: „მიხარია, რომ ხალხს არ ვავიწყდები“

სტუმრად ცნობილებთან

28 სექტემბერი 22:00, 2017 წელი

ლეგენდარული „ივერიის“ სოლისტი, მომღერალი მანანა თოდაძე თბილისურ ცხოვრებაზე, შვილებზე, კარიერასა და „ივერიის“ ოქროს პერიოდზე გვიყვება. 

- ქალბატონო მანანა, წლებია, უცხოეთში მოღვაწეობთ, თბილისში შარშან დაბრუნდით...
- დიახ, თბილისში ბიზნესის წამოწყება ვცადე. ორ პარტნიორთან ერთად კაფე გავხსენი, თუმცა არასწორი მენეჯმენტისა და სხვა ბევრი მიზეზის გამო ისე ვერ აეწყო, როგორც ვფიქრობდი. ამიტომ, კაფე დავხურე და დავრწმუნდი, რომ საქმეში სხვა არავინ უნდა ჩარიო. მალე რუსეთში საქმიანი მივლინებით გავემგზავრები. ჩემი უფროსი ქალიშვილი, ლეილა იქ ცხოვრობს. სამი შვილის დედაა. მეორე შვილი, თამუნა თბილისში ცხოვრობს. მას ორი გოგო ჰყავს. ასე რომ, შვილიშვილებით მდიდარი ვარ.


- მათთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ლეილას შვილი, დავითი უჭკვიანესი ბიჭია. უკვე 4 ენაზე საუბრობს. შვილიშვილებთან ძალიან დიდი მეგობრობა მაკავშირებს. მათ აზრს პატივს ვცემ, რასაც კარგად გრძნობენ. ხმამაღალი სიტყვაც კი არასდროს მითქვამს. მათგან მოწიწებასა და რიდს ვგრძნობ. ბებოს არცერთი არ მეძახის. თამუნას გოგოები მანჩუელას მეძახიან, ლეილას შვილები კი - მანჩოს. ბებია რომ ვარ, ეს ხშირად ბევრს აკვირვებს.



- რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?
- ამ შეკითხვას ძალიან ხშირად მისვამენ. ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს. დილა რომ თენდება, უკვე მიხარია. გარეთ რომ გამოვდივარ, ყველა მიყვარს და მათი მოფერების სურვილი მიჩნდება. მონატრებული ნაცნობებისა და მეგობრების დანახვას ხომ ტირილამდე მივყავარ! ეს შინაგანი განწყობა გარეგნობაზე კარგად აისახება. გარდა ამისა, ბავშვობიდან ძალიან პრანჭია ვარ. მიყვარს, ქალი გამუდმებით მოწესრიგებული რომ არის. არ აქვს მნიშვნელობა, მაღაზიაში მიდის თუ სახლშია. ასტროლოგი მიშა ცაგარელი მეკითხებოდა, გამუდმებით ფორმაში როგორ ხარო. ერთხელ დილის 7 საათზე სახლში კამერით დამადგა. კარი რომ გავუღე და გაპრანჭული დავხვდი, გადაირია კაცი! სადმე რომ შევხვდებით, ამ ისტორიას ყველგან ჰყვება.


- „ივერიის“ პერიოდი როგორ გახსენდებათ?
- ოქროს ხანა იყო, ოღონდ მხოლოდ „ივერიისთვის“ კი არა, მთელი საქართველოსთვის. დღეში სამ-სამ სპექტაკლს ვმართავდით და მაყურებელს ცოცხალ შემოქმედებას ვაზიარებდით. ფილარმონიაში კონცერტის სანახავად ხალხი რაიონებიდან ავტობუსებით ჩამოდიოდა. ნუგზარ კვაშალი, ვახო ტატიშვილი და ანსამბლის სხვა წევრი ბიჭები ისეთი „საძაგლები“ იყვნენ, სიახლოვეს არავის მაკარებდნენ! „ივერიაში“ პირველად რომ მივედი, ისე მექცეოდნენ, როგორც პატარა გოგოს და სულ მიცავდნენ. გავიზარდე, ბებია ვარ, მაგრამ მათგან დღესაც იმავე დამოკიდებულებას ვგრძნობ. 


- პოპულარობასთან ერთად, ადამიანის ირგვლივ ბევრი ჭორი ჩნდება ხოლმე. ალბათ არც თქვენ იყავით გამონაკლისი - „ივერიი“ ახალი სახე?
- „ივერიაში“ რომ გამოვჩნდი, ჩემზე ისეთი ჭორები მესმოდა, შოკში ვვარდებოდი. არადა, როგორი მეოჯახე და შვილებზე გადაყოლილი დედა ვიყავი, ეს ყველამ კარგად იცის. მაშინ გოგოები ხშირად მბაძავდნენ. ჩემნაირ ვარცხნილობას იკეთებდნენ და ჩემი სახელითა და გვარით სარგებლობდნენ. ეს ყველაფერი ძალიან მანერვიულებდა და მწყინდა. ერთხელ კონცერტის წინ გასახდელში ვიჯექი და მორიგი ჭორის გამო ვტიროდი. ალექსანდრე ბასილაიამ მკითხა, რა გატირებსო. მოვუყევი. იცი, როდის გექნება საქმე სატირლად, შენზე რომ აღარავინ არაფერს იტყვის და შენს თვალზე ცრემლი აღარ დავინახოო, მითხრა ბუთხუზმა და მას შემდეგ ამ საკითხზე აღარ მინერვიულია.


- ამჟამად რა სიახლეა თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
- ბიზნესის წამოწყებამ რაღაც პერიოდი უაზროდ დამახარჯვინა. ახლა კი გადავწყვიტე, შემოქმედებით ცხოვრებას ისევ აქტიურად მივხედო. დავწერე ახალი სიმღერა, რომელსაც ჩემი საყვარელი მსმენელი მალე მოისმენს. თბილისში განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუმცა პრეზენტაციებსა თუ შოუებში ყოველთვის მეპატიჟებიან. მიხარია, რომ ხალხს არ ვავიწყდები და დიდ სითბოს დღესაც ვგრძნობ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?