ბესო ბარათაშვილი: „მსახიობი სცენაზე უნდა ნახო...“

სტუმრად ცნობილებთან

6 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს ბესო ბარათაშვილს თეატრში სპექტაკლის დაწყებამდე ვესტუმრეთ. სანამ მაყურებელს ლაშა ბუღაძის „ნავიგატორს“ წარუდგენდნენ, მსახიობი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ თავის პერსონაჟსა და საყვარელ საქმეზე გვესაუბრა.

- ჩცდ-ში თქვენი პერსონაჟი, ბიზნესმენი ოლეგ თურაშაული ახალ სეზონშიც გამოჩნდება?
- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ეს სცენარისტის საქმეა და როცა გადაღებებზე მეძახიან, მაშინ მივდივარ. ისე, სავსებით შესაძლებელია, აღარც გამოჩნდეს, შეიძლება ავსტრალიაშიც გაუშვან ან მოკლან კიდეც.


- როგორ ფიქრობთ, ოლეგი მაყურებელში რა ემოციას იწვევს?
- ხალხი მაჩერებს და ჩემთან ერთად ფოტოს გადაღებას მთხოვს. ან რატომ უნდა მოდიოდეს უარყოფითი ემოცია? ომი ხომ არ დამიწყია, ქალი მომეწონა და ბიზნესი ვაჩუქე.


- სხვა ახალ სერიალში ან კინოში თუ გიხილავთ?
- კინოში ძალიან იშვიათად მიღებენ. ალბათ, ეკრანზე ეფექტური არ ვარ. ძირითადად, ქასტინგებზე მეძახიან. საქართველოში არც იმდენი არტისტია, რომ არ იცოდე, ვინ ვინ არის. მსახიობი სცენაზე უნდა ნახო, თორემ ქასტინგზე შეიძლება იმ წუთებში ის განწყობა ვერ შექმნა, რაც ფილმს სჭირდება. 55 წლის კაცს ქასტინგზე რომ მეძახიან და არ იციან, ვინ ვარ, გამოდის, რომ არ ვჭირდები.


- ანუ ქასტინგზე მისვლაზე უარს ამბობთ?
- დიახ. ახლა უკვე აღარ შემიძლია იმაზე ფიქრი, დამამტკიცებენ თუ არა როლზე. კარგად იციან, ვინ ვარ და თუ ვჭირდები, ქასტინგის გარეშეც დამიძახებენ.


- თქვენს სიტყვებში გულდაწყვეტა იგრძნობა...
- უამრავი მიზეზია, რაზეც შეიძლება, გული მწყდებოდეს. ისე გავიდა ახალგაზრდობა, ოცნების როლი ვერ შევასრულე. გარდა ამისა, გულდასაწყვეტია, როცა ძვირფასი ადამიანები ამ ქვეყნიდან მიდიან. ბოლოს თეატრსა და ქვეყანას დიდი ადამიანი გამოაკლდა - გივი ბერიკაშვილი. გივი ძალიან დადებითი, მეგობრული ადამიანი იყო და მისგან ბევრის სწავლა შეიძლებოდა. თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ, როგორც მსახიობს, ღმერთმა გადმომხედა და გამიმართლა. ახლა ისეთ ადამიანთან ვმუშაობ, როგორიც ლევან წულაძეა. ბავშვობიდან და სტუდენტობიდან ერთად მოვდივართ და ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.


- რა არის თქვენთვის, როგორც მსახიობისთვის, ყველაზე დიდი დაფასება?
- აპლოდისმენტები და ანაზღაურება. ჩვენს ქვეყანაში კულტურა მიგდებული ძაღლივითაა. ეს შეიძლება ამ წუთას არ ჩანს, მაგრამ გავა წლები და ეს ლაფსუსი თაობებში გამოჩნდება. კულტურას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. იმას არ ვამბობ, რომ როცა ქვეყანას უჭირს, ჩვენს სფეროს მილიონები უნდა მოახმარონ, მაგრამ, როგორც განათლებისა და ჯანმრთელობისთვის არ უნდა დაინანო არაფერი, ისე არ უნდა დაინანო სულიერებისთვისაც.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?