ლაშა რამიშვილი: „მე და ჩემი მეუღლე მალე გლობალურ ოცნებას ავისრულებთ!“

სტუმრად ცნობილებთან

10 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

„მუსკომედიის თეატრში“ სეზონი გაიხსნა. ორი ახალი მიუზიკლიც იგეგმება, რომლისთვისაც მუსიკას ძალიან მაგარი კომპოზიტორი წერს...“ - მუსკომედიის თეატრის მსახიობი ლაშა რამიშვილი დღეს Funtime-ის სტუმარია.

- ზაფხულმა ისე ჩაიარა, არ გავჩერებულვარ. ბელარუსში ანსამბლ „ალილოსთან“ ერთად „სლავიანსკი ბაზარზე“ ჟიურიში ვიყავი მიწვეული. სექტემბრის დასაწყისში ორი ახალი სიმღერაც ჩავწერე. ერთის ავტორი ჩემი ხორვატი მეგობარია - დამირ კეტჯო, მეორე კი ვაჟა დურგლიშვილს ეკუთვნის.


 


- ლაშა, ამ ყველაფერთან ერთად, წარმატებული რადიოწამყვანიც ხართ. სატელევიზიო გადაცემაზეც ხომ არ ფიქრობთ?
- ამასაც ვფიქრობ და საპილოტე გადაცემაც ჩაწერილი მაქვს, თუმცა არ მიყვარს ზედმეტად ვინმეს შეწუხება. რაც გადავიღეთ, სოციალურ ქსელში განვათავსებთ და დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად გამომეხმაურებიან. პირველი გადაცემა ჩემი მეუღლის, ბელას დაბადების დღეს მივუძღვენი.


- რა ფორმატის გადაცემაა?
- სოციალურ ქსელსა თუ სატელევიზიო სივრცეში ნაკლები პოზიტივია, სულ ღვარძილისა და უბედურებისკენ მივდივართ. ამიტომ, ჩემი გადაცემა მოულოდნელობებით აღსავსე სიტუაციებს ასახავს. მაგალითად, ჩემს ცოლს დაბადების დღე საიდუმლოდ დავუგეგმე. ღამით, მისი იუბილეს დადგომას წუთები რომ დააკლდა, ერთ-ერთ რესტორანში, დიდ სიმაღლეზე ვითომ სავახშმოდ ავიყვანე. ხედებს ათვალიერებდა. რომანტიკული მუსიკა რომ დასრულდა, მობრუნდა და მთელი სანათესაო და სამეგობრო დახვდა.


- ხელოვან ადამიანს ოჯახში სტაბილურობის შენარჩუნება ხშირად უჭირს. თქვენ ეს როგორ შეძელით?
- ყველა ოჯახს თავისი გასაღები სჭირდება. სტაბილურ ურთიერთობას მამაკაციც და ქალიც ერთნაირად უნდა უფრთხილდებოდნენ. კივილ-წივილამდე არაერთხელ მივსულვართ, მაგრამ ბელას თავის საქციელით ყველაფერი მოუგვარებია. ასეთ დროს ის 10 წუთი ჩუმდება და ისეთ გასაღებს მომიძებნის, სახლიდან გასვლის წინ უკან ვბრუნდები და ვეუბნები, - როგორც შენ თქვი, ისე გავაკეთოთ-მეთქი. დავფიქრებულვარ და მივმხვდარვარ, რომ ბელა მართალი ყოფილა. ურთიერთშეთანხმება თუ არ არსებობს, ურთიერთობა განწირულია. მე და ბელა შვილებზე თანაბრად ვზრუნავთ. 10 წლის ლაშა-გიორგი, 5 წლის მართა და 1 წლის ერეკლე გვყავს.


 - ბელა რას საქმიანობს?


- ბელა პროფესიით ტელე-კინოჟურნალისტია, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ შვილებზე ზრუნვით და ნანატრი სახლის დაპროექტებითაა დაკავებული. საკუთარი სახლი კი გვაქვს, მაგრამ ჩვენი გემოვნებით აშენებული გვინდოდა. ბანკის სესხით მუხიანის აგარაკებზე ნაკვეთი შევიძინეთ. პროექტირებას ვიწყებთ და მალე გლობალური ოცნების ასრულებას - მშენებლობასაც დავიწყებთ.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?