ასტროლოგ ქეთი ვაწაძის პროგნოზი შემოდგომის თვეებისთვის

სტუმრად ცნობილებთან

11 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იწყება ვარსკვლავური პერიოდი და რომელ ნიშნებს მოუწევთ გამოცდის გავლა? რა უნდა გავითვალისწინოთ უკეთესი შედეგის მისაღებად და რა კავშირშია ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენს ზოდიაქოს ნიშანთან?  

- ოქტომბერი ყველაზე სასიკეთო სასწორისთვისაა, რადგან მზე სწორედ ამ ნიშანს გადის. მერწყულებს, ტყუპებს და ცეცხლის ნიშნებსაც კარგი პერიოდი აქვთ, გარდა ვერძისა, რადგან მასთან ბევრი პლანეტა ოპოზიციაშია.
10 ოქტომბერს ძალიან სასიხარულო ამბავი მოხდა მორიელებისთვის - გამარჯვების პლანეტა იუპიტერი მორიელის ნიშანში გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს ვარსკვლავური ერთი წელი დაეწყოთ, რომელიც მომდევნო წლის ნოემბრამდე გასტანს.


- ეს პერიოდი მხოლოდ მორიელებისთვის იქნება წარმატებული?
- პირველ რიგში, მორიელებისთვის და შემდეგ უკვე წყლის სტიქიის დანარჩენი ორი ნიშნისთვის - თევზებისა და კირჩხიბისთვის სამყაროში ძალიან კარგი სიტუაციაა შექმნილი. კარგი პერიოდია მიწის ნიშნებისთვისაც (თხის რქა, კურო, ქალწული), უპირველესად - თხის რქისა და ქალწულისთვის. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მიწა და წყალი ერთმანეთთან მეგობრობენ.


- კონკრეტულად რა წარმატებას მოუტანს ეს პერიოდი ზოდიაქოს აღნიშნულ ნიშნებს?
- ისინი ბევრი ახალი პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდებიან, თუმცა ცაზე რა დგას და რა კონფიგურაცია შეიკრა, ესეც საყურადღებოა და ის ფაქტიც, ამ მაჩვენებელს ვიყენებ თუ არა. წყლის ნიშნებს ინტუიცია არ უჭირთ. ამიტომ, რა სურვილები აქვთ და რის უფლებას აძლევენ თავს, ინტუიციაზე დაყრდნობით განსაზღვრონ.


- მაგალითად?
- როგორც არ უნდა გვინდოდეს რამის კეთება, თუ ქვეცნობიერში ამის გვეშინია, ის მაინც არ გამოვა. ამიტომ, ქვეცნობიერი უნდა გვაძლევდეს იმის შესრულების უფლებას, რაც გვსურს. თუ მატერიალიზების ტექნიკას ჭკუით გამოვიყენებთ, ნებისმიერ ვარიანტში შეგვიძლია იმაზე უკეთესი შედეგი მივიღოთ, ვიდრე გვაქვს. მაგალითად, თუ გინდათ იშოვოთ ფული, მაგრამ ისეთ ოჯახში ხართ აღზრდილი, სადაც ფული ხელის ჭუჭყად მიაჩნიათ, მის შოვნასთან ყოველთვის პრობლემა გექნებათ, სანამ ქვეცნობიერში არ გადააპროგრამებთ, რომ ფულში უარყოფითი არაფერია.


- ამ პერიოდში ფინანსური კეთილდღეობის შანსი ზოდიაქოს რა ნიშნებს აქვთ?
- ამ მხრივ, ეს პერიოდი კარგია ზოდიაქოს ყველა იმ ნიშნისთვის, რომლებიც დაკავშირებულები არიან მორიელის სფეროებთან - ბიზნესთან, ინვესტიციებთან, კრედიტებთან. ამ სფეროების წარმომადგენლებს წინსვლის საშუალება აუცილებლად მიეცემათ, ოღონდ, რასაკვირველია, თუ შესაბამისი მზაობა ექნებათ. 


- საუბრის დასაწყისში ვერძის რთული პერიოდი ახსენეთ. სირთულეები ზოდიაქოს კიდევ რომელ ნიშნებს ექნებათ?
- ვერძებისთვის რთული პერიოდი 10 დღეში გაივლის, მაგრამ მშვილდოსნებს ჯერ კიდევ გამოცდისა და შეზღუდვის პერიოდები აქვთ, რასაც, მაქსიმუმ, კიდევ 2 თვე უნდა გაუძლონ. აღნიშნული ზოდიაქოს ნიშანი რელიგიის, იდეოლოგიისა და ფილოსოფიის სფეროა. ისინი ორი წელია, ჯერ სატურნის და შემდეგ მაცდუნებელი ლილიტის (იგივე შავი მთვარის) პრესის ქვეშ არიან. ბოლო რამდენიმე თვეა, სამღვდელოებისა და რელიგიის თემები უარყოფითი კუთხით ამიტომაც არის წარმოჩენილი.
ამ პერიოდში თუკი ვინმე განიცდის და კითხულობს, მის თავს რა ხდება, ეს მშვილდოსანია. სანამ სატურნი და ლილიტი მორიელის ნიშანში იყვნენ, მაშინ სულ მორიელები მეკითხებოდნენ, რატომ იტანჯებოდნენ.
როცა სატურნი რომელიმე ნიშანში დგება, ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფსიქოლოგიურ პლასტში, ასევე ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც.
იუპიტერი შესაძლებლობებს აფართოებს, სატურნის თვისება კი შევიწროება, ჩამორთმევა და გამოკლებაა. ერთ თვეში ლილიტი თხის რქის ნიშანში გადავა და დეკემბერში მას სატურნიც მიჰყვება.


- ანუ ამით თხის რქას დაუდგება რთული პერიოდი?
- ჩვენთვის, თხის რქებისთვის, სატურნის შემოსვლა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ის ისედაც ჩვენი პლანეტაა და მთელი ცხოვრება მისი წნეხის ქვეშ ვართ. მშვილდოსნებს გამარჯვების პლანეტა, იუპიტერი მართავთ, უფრო იღბლიანები არიან. თხის რქა კი ძალიან მაღალ მიზნებს არა იღბლით, არამედ შეუპოვრობით და მიზანსწრაფულობით აღწევს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მიჩვეულები ვართ, რომ ადვილად არაფერი გვეძლევა და დეპრესიული პერიოდებიც ხშირია. ჩვენ ვერავინ გვერევა, საკუთარი დეპრესიულობის გარდა. თხის რქებს მინდა ვუთხრა, რომ უბრალოდ ვიცოდეთ, რა გვინდა ცხოვრებაში და ყველაფრის მიუხედავად მიზნისკენ ვიაროთ.


- სოციალურ ქსელში ჯგუფი გაქვთ, სადაც ასტროლოგიურ თემებს განიხილავთ. ყველაზე ხშირად ზოდიაქოს რომელი ნიშნების დამშვიდება გიწევთ?
- ყველაზე წუწუნა და გამუდმებით უკმაყოფილო ზოდიაქოს ნიშნები თევზები არიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულების თანამმართველი იუპიტერია და რეალურად საწუწუნო არაფერი აქვთ, თუმცა მსხვერპლის როლის მორგება რატომ მოსწონთ, არ ვიცი. თევზებს დედა ტერეზობის კომპლექსი აქვთ. საკუთარი თავის ხარჯზე შეუძლია, ვინმე გადაარჩინოს და გზაზე დააყენოს. ადამიანები იმავენაირად რომ არ პასუხობენ, სწყინთ. თევზებსაც იუპიტერი მართავს, მაგრამ ვერ ირგებენ. სამყაროსადმი პასიური, მომლოდინე პოზიციით გამოირჩევიან, რაც აუცილებლად უნდა დაძლიონ. ძალიან რთულია, თევზები დაარწმუნო იმაში, რომ ყველაფერი კარგადაა. ოღონდ მინდა, გარკვევით აღვნიშნო, რომ ყველაზე არ ვსაუბრობ. ძალიან აქტიური და საკუთარ თავში დარწმუნებული თევზებიც მინახავს, მაგრამ ასეთები უმცირესობაში არიან.


- 2018 ძაღლის წელია. რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- ძაღლის წელი აქტიური მამლის წელთან შედარებით მშვიდი იქნება, თუმცა შეუძლებელია ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ან ძაღლის წელში დაბადებული ადამიანისთვის ერთნაირი წელი იყოს. აქ უკვე ინდივიდუალურ რუკამდე მივდივართ, რაც გვიჩვენებს, სად გვაქვს სისუსტე და რა გვაქვს პლუსში. ვარსკვლავები წინაპირობას გვიქმნიან, მაგრამ არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ.


- ბევრი ადამიანი დღეს ასტროლოგიის მიხედვით გეგმავს. ამ მიდგომაზე რას გვეტყვით?
- ასტროლოგიის მიმართ მე თვითონაც არ ვარ ფანატიკურად განწყობილი. თუ ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რუკას გადავხედო, მაგრამ გარეთ გასვლისგან თავს არასდროს ვიკავებ იმიტომ, რომ ჩემთვის ცუდი დღეა. ასეთ მიდგომებს ყოველთვის ვემიჯნები, რადგან ეს ზოგადი ინფორმაციაა. ინტუიცია ჩართეთ და ისე იმოქმედეთ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?