გიორგი თექთურმანიძე: „ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია...“

სტუმრად ცნობილებთან

12 ოქტომბერი 18:00, 2017 წელი

გორის „დილის“ ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე, მეტსახელად ჩიორა, გასულ წელს შემზარავ ავარიაში მოყვა. ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ, თუმცა მეუღლის, მომღერალ ანი ღონღაძისა და სამეგობროს თანადგომით ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. გიორგიმ ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ სიარულიც შეძლო და საუბარიც...

ანი ღონღაძე: შემთხვევა 2016 წლის 7 ივლისს მოხდა. მე, მეგობრებთან ერთად, ბათუმში Maroon 5-ის კონცერტზე ვიყავი. გორის „დილა“ იმ წელს ჩემპიონი გახდა და უეფას თამაშისთვის ემზადებოდა, ამიტომ გიორგი ჩემთან ერთად ვერ წამოვიდა. 7 ივლისს, ვარჯიშის შემდეგ, გადაწყვიტა, ჩემთვის სიურპრიზი მოეწყო და ბათუმში ჩამოსულიყო. იმ დღეს ძალიან წვიმდა, გურიის გზაზე, სოფელ ჯაპანასთან მანქანა მოცურდა. ამ დროს სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. მანქანამ რამდენიმე ბრუნი გააკეთა... ჩიორა უგონო მდგომარეობაში ლანჩხუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ექიმი, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩიორას სიცოცხლე აჩუქა, ჯანდაცვის სამინისტრომ სიცოცხლის გადარჩენისთვის დააჯილდოვა კიდეც.


- შემთხვევის შესახებ როდის გაიგეთ?
- მისმა მეგობარმა დამირეკა, მითხრა, რაც მოხდა. ლანჩხუთის კლინიკიდან ერთ საათში ქუთაისში გადაიყვანეს და იქ მივაკითხე. სასუნთქ აპარატზე შეერთებული დამხვდა. თავის მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული. გამთენიისას თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოვიყვანეთ. მდგომარეობა უარესობისკენ არ მიდიოდა, მაგრამ ფილტვების დაჟეჟილობამ ანთება და სხვა გართულებები გამოიწვია.


- ექიმები რას ამბობდნენ?
- ასეთ დროს 72 საათია კრიტიკული, თუმცა 2 კვირის განმავლობაში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, რის გამოც კონკრეტულს ვერაფერს გვეუბნებოდნენ. ვიცოდით, რომ ხელოვნურ კომაში უნდა ყოფილიყო და მთავარი იყო, ტვინის შეშუპება არ წასულიყო. საბედნიეროდ, ასეც მოხდა, მაგრამ სხვა სირთულეებთან უწევდა შეჭიდება. მაღალი სიცხეები, ციებ-ცხელება და გამონაყარი. ერთი პერიოდი საკვებსაც ვერ იღებდა და კუჭის გახვრეტაზე იყო საუბარი, მაგრამ ამასაც გადავრჩით. 25 დღე კომაში იყო. ავარიამდე ერთი კვირა და ავარიის შემდეგ რამდენიმე თვე საერთოდ არ ახსოვს, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში. მეხსიერების აღდგენა წელს დაიწყო.


- სახლში რა მდგომარეობით გამოწერეს?
- საავადმყოფოში სულ ორი თვე გაატარა. მარჯვენა ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებდა. დამოუკიდებლად გადაადგილება და ლაპარაკიც არ შეეძლო. ყველაზე მეტად ის გამიჭირდა, რომ ვერ მეკონტაქტებოდა. მასაჟისტი, მეტყველების პედაგოგი და ფსიქოლოგი სახლში დადიოდნენ. სარეაბილიტაციო ცენტრშიც დაგვყავდა. ჩიორას დასახმარებლად არაერთი ღონისძიება ჩატარდა და შემოსული თანხა მის მკურნალობას მოხმარდა. ამისთვის კიდევ ერთხელ ყველას დიდ მადლობას ვუხდი. 


 


- სამკურნალოდ გერმანიაშიც იყავით...
- ჩიორამ საუბარი და დამოუკიდებლად გადაადგილება რომ შეძლო, გერმანიაში მხოლოდ ამის შემდეგ წავიყვანეთ. კლინიკაში ცხოვრობდა და ერთთვიანი რეაბილიტაციის კურსი გაიარა. დედაჩემის მეგობარი ამ კლინიკის ექიმია. ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში მისი შვილები, ბიჭები ჩამოვიდნენ. პირველივე დღეს ბურთი იყიდეს და ჩიორა იქვე სტადიონზე სათამაშოდ გაიყვანეს.


ამ დროს საუბარში გიორგიც ჩაერთო.


გიორგი: ჩემი ყველაზე დიდი სურვილი თამაშის გაგრძელებაა, სხვანაირად ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. თამაში რომ შევძლო, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. მთელი საფეხბურთო სამყარო გვერდით დამიდგა და ფეხბურთის ფედერაციიდან დღესაც მკითხულობენ. ექიმები გვეუბნებიან, რომ სრულ რეაბილიტაციას დრო და განუწყვეტლივ ვარჯიში სჭირდება. შეუძლებელი არაფერია, მით უფრო, როცა ჩემი მეუღლე მყავს გვერდში. ამისთვის ცხოვრების ბოლომდე მისი მადლობელი ვიქნები. ანი ჩემი დიდი გულშემატკივარია, გამუდმებით ჩემზეა გადმორთული და სულ ვსაყვედურობ, რომ თავის საყვარელ საქმეს, სიმღერასაც მიხედოს.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?