ანი სირაძე: „სცენაზე 3 წლის ასაკში ჩემი ბებიის ეთერ ჭელიძის სიმღერა შევასრულე“

სტუმრად ცნობილებთან

25 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

„ჭაღარა თბილისო“, „აქ ემღერება გულს“, „ლურჯი აპრილი“, „მდინარე ხიდის ქვეშ“ - კომპოზიტორ ეთერ ჭელიძეს კიდევ ბევრი ბრწყინვალე სიმღერა ეკუთვნის, რომლებიც სატელევიზიო ფონდში ოქროს ნოტებით ჩაიწერა. დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონ ეთერის სიმღერების ყველაზე ემოციური შემსრულებელი, მისი შვილიშვილი, 23 წლის მომღერალი ანი სირაძე.

- „ჩემი დებიუტი ფილარმონიის სცენაზე 3 წლის ასაკში შედგა, როცა ჩემი ბებიის, კომპოზიტორ ეთერ ჭელიძის სიმღერა „ოქროს საქანელა“ შევასრულე. 9 წლის ასაკში კი მისავე სიმღერაზე „მდინარე ხიდის ქვეშ“ კლიპი გადავიღე. მაშინ კიკინებიანი პატარა გოგო ვიყავი! 12 წლის გახლდით, როცა ჩემი და ანრი ჯოხაძის დუეტი „ხვალ“ ძალიან პოპულარული გახდა. შემდეგ იყო პირველი საბავშვო ევროვიზიის შესარჩევი ტური, სადაც ერთ-ერთ ლიდერად დამასახელეს, თუმცა კონკურსზე მარიამ რომელაშვილი წავიდა. 2008 წელს დუეტ „ჯორჯიასთან“ ერთად იურმალის შესარჩევ კონკურსზე, ბავშვების კატეგორიაში მოსკოვშიც ვიყავი, სადაც გავიმარჯვე, მაგრამ აგვისტოს ომის გამო კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი.


- იმ პერიოდიდან, როცა შოუბიზნესში ძალიან აქტიური იყავით, თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად რა მიგაჩნიათ?
- ბერლინში გერმანიის საბავშვო MTV-ს კონკურსი მოვიგე, სადაც ჟიურიში, ქრისტინა აგილერასთან ერთად, არაერთი ვარსკვლავი იჯდა. მსოფლიო დისკი გამოვიდა, სადაც ჩემ მიერ შესრულებული „სულიკო“ შევიდა და MTV-ზე ტრიალებდა. შემდეგ იყო კლიპი სიმღერაზე „არ გვინდა ვანია“, რომელიც საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. 16 წლის ასაკში კი „ჯეოსტარის“ მონაწილეც ვიყავი. კონკურსი ჩემი ნებით რომ დავტოვე, ეს სკანდალური ამბავი ბევრს ემახსოვრება. იმხელა სტრესი მივიღე, ჩემს ჯანმრთელობაზეც იქონია გავლენა, ამიტომ იმ პერიოდის გახსენება აღარ მინდა. ამ ამბების შემდეგ უამრავი ახალი სიმღერა ჩავწერე. 2 წლის წინათ ანრი ჯოხაძემ, გია მაჭარაშვილის სიმღერაზე „მხოლოდ სიზმარი“, კლიპიც გადამიღო. ანი სირაძე დღეს უფრო აქტიურია, ვიდრე „ჯეოსტარისა“ თუ „არ გვინდა ვანიას“ დროს, თუმცა რადგან სკანდალური აღარაფერი ჩამიდენია, ნაკლებად ვჩანვარ.


- თქვენი ბებიის, ეთერ ჭელიძის სიმღერები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს...
- 17 წლის ვიყავი, როცა ბებოს სიმღერაზე „თბილისო“, რომელსაც ნანა ცინცაძის მიერ შექმნილი ახალი ტექსტი მოვარგეთ, ოთო ლომთაძემ კლიპი გადამიღო. წლევანდელი თბილისობაც ბებოს სიმღერით გაიხსნა, თუმცა მე საქართველოში არ ვიყავი. მაისში რომ დავიწყე მოგზაურობა, ახლახან დავბრუნდი. თბილისობის კონცერტს კანარის კუნძულებიდან ვუყურებდი, სადაც ბიძასთან ერთად ვისვენებდი. ამის გამო ვერც საარჩევნო კონცერტებზე ვიმღერე.


- გამოდის, რომ ღონისძიებებზე აქტიურად გიწვევენ?
- ნამდვილად ასეა. ვერ დავიწყებ იმაზე წუწუნს, რომ კონცერტებზე სიმღერა მაკლია. 30 მარტს ფილარმონიაში მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებით საღამოზეც ვიმღერე. სამთავრობო კონცერტზე ხანდახან თუ არ დამიძახებენ, ამაზე გული კი არ მწყდება, უბრალოდ ვფიქრობ, რომ თბილისობაზე, როცა ეთერ ჭელიძის არაერთი სიმღერა სრულდება, შვილიშვილმაც უნდა იმღეროს.


- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- შეყვარებულს ახლახან დავშორდი და საკმაოდ რთული პერიოდი მაქვს. ერთი წელი ვიყავით ერთად და გაზაფხულზე დავშორდი. მან ვერ გაიგო, რატომ წავედი ბიძასთან კანარის კუნძულებსა და ვენაში დასასვენებლად. შერიგების მცდელობა რომ აქვს, ეს ვიცი, მაგრამ ლანძღვით საყვარელი ადამიანის დაბრუნება შეუძლებელია. არ შეიძლება, დაშორების შემდეგ კაცმა ყველაფერს მოაწეროს ხელი.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით? 
ამბები

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-13 მაისს გაიმართება

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-დან 13 მაისის ჩათვლით მეშვიდედ გაიმართება, წელს ფესტივალს კინოთეატრი “ამირანი” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებენ. 
ამბები

ზაფხულის ფესტივალი არატრადიციულ ლოკაციაზე - Summer Set 2019 გუდაურში გაიმართება!

26, 27 და 28 ივლისს გუდაური Summer Set-ს უმასპინძლებს, ზაფხულისთვის საკმაოდ არატრადიციულ ლოკაციაზე Summer Set მუდმივ ბინას დაიდებს და ხელს შეუწყობს გუდაურს ოთხი სეზონის კურორტად ჩამოყალიბებაში.
კულინარია

ყვითელი ბარდის კატლეტი - მარტივი და იაფი რეცეპტი!

ბარდა ცილების მდიდარი წყაროა, თანაც მისი ცილები ხორცის ცილების მსგავსია, რადგან შეიცავს რიგ შეუცვლელ ამინომჟავებს. ამიტომ, თუ მარხვას ინახავთ ან ვეგეტარიანელი ხართ, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში.
საკნატუნო ამბები

6 შემთხვევა, როდესაც პარტნიორი საწოლში გატყუებთ

იტყუება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გარწმუნებთ, რომ „მართლა არ გატყუებთ“, „მართლა, მართლა“.
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დღეს, 24 აპრილს გაიმართა.
კინო

13 ვარსკვლავი, რომლებიც დროში მოგზაურობენ

იცოდით, რომ რეპერი Jay Z 1939 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში დასეირნობდა? ან ის, რომ XV საუკუნის ფრესკაზე სტალონე პროფილშია გამოსახული?
დღის ჰოროსკოპი

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

20 ფოტო, რომლებიც აღგაფრთოვანებთ

ზოგჯერ ერთი ფოტო მთელ ისტორიას ჰყვება და ემოციების კასკადს იწვევს. ამის მიზეზი ხან იღბალია, ხან - სწორად შერჩეული რაკურსი, ხან - ულამაზესი პეიზაჟი, ხან კი - უნიკალური მოვლენა...
საკნატუნო ამბები

ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი... მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.