გიორგი პაპკიაური: „მადლობას ვუხდი მას, ვის გამოც ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო გალამაზდება“

სტუმრად ცნობილებთან

27 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

ორი წელია, ჯგუფი Art Face გემოვნებიან მუსიკას ქმნის. ეს არის თავისუფალი, ქართული ჯაზი, ცოტა როკისა და ბლუზის ელემენტებით. ერთგული მსმენელი ყოველთვის ჰყავთ, თუმცა ეკრანზე აქამდე არ გამოჩენილან. დღეს Funtime-ის სტუმარია ჯგუფ Art Face-ის სოლისტი, მუსიკოსი და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი გიორგი პაპკიაური...

- რატომ არ ჩანს Art Face ეკრანზე?
- არ მინდოდა ეკრანზე გამოჩენა მხოლოდ იმის გამო, რომ ცნობილი სახე გავმხდარიყავი. მინდა, მაყურებლის წინაშე ღირსეულად გამოვჩნდე!


- რას გულისხმობთ?
- ხარისხიან და გემოვნებიან მუსიკას, რომელსაც ვუკრავთ, მაგრამ ჯგუფს წინ უფრო სერიოზული გეგმები აქვს. ამ ეტაპზე ერთ-ერთი შოუდან შემოთავაზებაც მივიღე, ბენდთან ერთად პირდაპირ ეთერში რამდენიმე სიმღერა უნდა შემესრულებინა, თუმცა თავი შევიკავე, რადგან მინდა, მაყურებლის წინაშე კიდევ უფრო კარგად შეფუთული პროდუქტით წარვდგე.


- ამისთვის რას აკეთებთ?
- ალბომზე ვმუშაობ. რეპერტუარში ინგლისურ ენაზე მხოლოდ ერთი სიმღერა იქნება. ამჯერად 2 საავტორო სიმღერას ვწერ. ორივე სიმღერაზე კლიპის გადაღებაა დაგეგმილი, რომლებზეც უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალი რეჟისორი იმუშავებს. პრემიერა ერთ-ერთ წამყვან ტელეარხზე იგეგმება. მინდა გითხრათ, რომ ჯგუფი სერიოზული ნახტომისთვის ემზადება!


- საკმაოდ საინტერესო იმიჯი უკვე გაქვთ...
- ეს გიორგი, როგორიც დღეს ვარ, თავად შევქმენი. ბევრს ქართველი არც ვგონივარ. ქუჩაში თამბაქოსაც ინგლისურ ენაზე მთხოვენ, რაც დიდ უხერხულობას მიქმნის.


- გიორგი, ვიცი, რომ პროფესიით არქიტექტორი ხართ...
- დიახ, არქიტექტორ-კერამიკოსი ვარ, თუმცა ღმერთმა უამრავი ნიჭით დამაჯილდოვა და ამისთვის უფალს დიდ მადლობას ვუხდი. ბავშვობიდან ვძერწავ, ვხატავ და ერთი პერიოდი ხატმწერიც ვიყავი.


- რა გაქვთ შესრულებული?
- ღვთისმშობლის ხატიც მაქვს შესრულებული და იესო ქრისტეს ჯვარცმაც, რომლებიც გავაჩუქე. უახლოეს მომავალში ისევ ვგეგმავ ხატის დაწერას და ამჯერად უკვე რომელიმე ტაძრისთვის. მაშინ ბავშვი ვიყავი, ახლა კი სულ სხვა განზომილებაში ვარ. საქართველოში უამრავი თემატური თუ არათემატური გამოფენაც მქონია. ერთ-ერთ გამოფენაზე ჩემი ნახატი 10 000 დოლარად იყიდა ამერიკის მოქალაქემ. ეს თანხა 13 ივლისის სტიქიით დაზარალებულ 3 ოჯახს გადავურიცხე და, გულწრფელად გეტყვით, რომ მეორე დღეს გზის ფულიც არ მქონდა. სხვათა შორის, საფრანგეთში ვგეგმავ ჩემი ნახატების გამოფენას, Art Face-ის კონცერტთან ერთად.


 - რას ხატავთ და ვინ არის თქვენი მუზა ხატვისას?
- ვხატავ ჩემს ხასიათს, ემოციებს, კონკრეტულ დღეს, ამინდს, რომელსაც იგრძნობთ... მუზა კი მუსიკაში უფრო მჭირდება, რომელიც ყოველდღე დიდი დოზით არის ჩემს ცხოვრებაში, რასაც ხატვაზე ვერ გეტყვით. როცა გადავივსები და ჩემში აფეთქება ხდება, მაშინ ვხატავ. ხატვას და წერას ჩემთვის თავისი პერიოდები აქვს. 


- რას წერთ?
- ჩანახატებს, ლექსებს... ამ ეტაპზე რომანზე ვმუშაობ. კრებულის გამოცემასაც ვგეგმავ. ვფიქრობ, ღმერთმა რისი ნიჭიც მოგცა, აუცილებლად უნდა წარმოაჩინო.


- თავისუფალ დროს რას უთმობთ?
- არამხოლოდ თავისუფალს, მთელ დროს სიყვარულს ვუთმობ.


- პირად ცხოვრებაში რა ეტაპი გაქვთ?
- დიდი აფეთქებისა და დალაგების ეტაპი მაქვს. გაურკვეველ სიტუაციაში ვიმყოფები, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ.


- მომღერალ მაგდა ვასაძესთან რამდენიმეწლიანი თანაცხოვრება გაკავშირებთ. რამე შეიცვალა?
- იცით, დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში ხდება ის, რაც მოსახდენია. ასე რომ, მადლობელი ვარ იმ ყოველი დღის, წუთისა და წამისა, რაც აქამდე ჩემს ცხოვრებაში იყო, არის და იქნება. ასევე, მადლობას ვუხდი მას, ვის გამოც ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო გალამაზდება.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...