სად არის დღეს რობერტ ბარძიმაშვილის ჯგუფი „ბარძიმი“?

სტუმრად ცნობილებთან

31 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

მათი მუსიკალური ცხოვრება რობერტ ბარძიმაშვილით დაიწყო, რომელსაც არაერთი კარგი მომღერალი ჰყავს გამოზრდილი. ჯგუფი „ბარძიმი“ მუსიკოსმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა. დღეს ზაზა ჭინჭარაული, გიორგი ცხვარიაშვილი და მირზა მოდებაძე Funtime-ის სტუმრები არიან. 

ზაზა ჭინჭარაული: ვოკალურ-ინსტრუმენტულ სასწავლო სტუდია „ლახტში“ უამრავი ბავშვი დადიოდა. ბატონმა რობერტმა 15-მდე მოსწავლე შეგვარჩია და ბენდი შეკრა, სახელად „ორერა 2000“. მე, გიორგი ცხვარიაშვილი, მირზა მოდებაძე, ვაჟა მანია, ზურა მოსიავა, ირაკლი გიგაშვილი და კიდევ რამდენიმე ჯაზ-როკს ვასრულებდით. 2003 წელს ბატონმა რობერტმა პატრიარქისგან კურთხევა მიიღო, რათა ჩვენი ბენდისთვის „ბარძიმი“ დაერქმია. რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც. ბენდმა მხოლოდ ერთი წელი იარსება, შემდეგ კი კვარტეტი დავრჩით. „ბარძიმის“ მეოთხე წევრია ლევან კბილაშვილი, რომელიც ამ ეტაპზე მოსკოვში ცხოვრობს.


- ბატონ რობერტთან გატარებული წლები როგორ გახსენდებათ?
გიორგი ცხვარიაშვილი:
ბატონი რობერტი ყველაფერში გვიწყობდა ხელს. სწავლის საფასურს თუ ვერ გადავიხდიდით, ამის პრობლემაც არ ჰქონდა. შეგვეძლო, სტუდიაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე გვევლო.
ზაზა ჭინჭარაული: ბატონ რობერტთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა, თუმცა - სტუდიის გარეთ. როცა საქმე მუშაობას ეხებოდა, მისთვის დიდი, პატარა, შინაური და გარეული არ არსებობდა. უდისციპლინობას არავის პატიობდა. საინტერესო და შრომისმოყვარე ადამიანი იყო. ბევრი კარგი თვისება ჰქონდა და მისგან უამრავი რამ ვისწავლეთ.
მირზა მოდებაძე: ბიჭები მეცხრე კლასიდან გამოგვიყვანა და კოლეჯში ჩაგვაბარებინა, სადაც უცხო ენებს დავეუფლეთ. რობერტის ხათრით სწავლის საფასურის ნახევარს ვიხდიდით. ისეთი მაგარი ადამიანი იყო, ჩვენს განათლებაზეც ზრუნავდა. ის დრო ძალიან ტკბილად მახსენდება. სტუდიაში აქტიური მუშაობით ბიჭები ქუჩას ავცდით. საოცარი ადამიანი და კარგი მენეჯერი იყო. ნიჭიერ ადამიანებს სწორად არჩევდა და ზრდიდა. მარჯანიშვილის თეატრში კონცერტები ხშირად გვქონდა. „საბრალონი“ რომ დადგა, გასტროლით საფრანგეთში წასვლას ვგეგმავდით, თუმცა აღარ დასცალდა... დათო ხუჯაძე, ლევან ლაზარიშვილი და სხვა უამრავი ნიჭიერი მომღერალი გაზარდა. სტუდია „ლახტს“ ახლა ბატონი რობერტის მეუღლე, ვანდა ანთიძე ხელმძღვანელობს და ისევ ძალიან მაგარ თაობას ზრდის. რობერტ ბარძიმაშვილის სახელი სულ იქნება.


- ბატონი რობერტი სტუდიაში გარდაიცვალა...
ზაზა ჭინჭარაული:
ბატონმა რობერტმა გარდაცვალებამდე ინფარქტი გადაიტანა. ერთ დღეს სტუდიაში ტელეეთერიდან მოვიდა. ცოტა მოწყენილი მეჩვენა. სწორედ იმ დღეს ისევ გულის შეტევა დაემართა. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ ვეღარ ვუშველეთ... მთავარი ღერძი გამოგვეცალა... მისი გარდაცვალების შემდეგ ალბომიც ჩავწერეთ, სახელწოდებით „რობერტ ბარძიმაშვილი და ჯგუფი „ბარძიმი“.


- ალბათ, კიდევ ბევრი რამ ჰქონდა ჩაფიქრებული?
ზაზა ჭინჭარაული: გარდაცვალებამდე მითხრა, არავის მოჩვენებითი ყურადღება და შემოქმედებითი საღამო არ მჭირდება, თქვენთან ერთად ყოველი საღამო შემოქმედებითი მაქვს და თუ ვინმეს კეთილი საქმის კეთება უნდა, იმაში დამეხმარონ, რაც ქალაქსა და ახალ თაობას გამოადგებაო. აღმაშენებლის გამზირზე პატარა თეატრის აშენება უნდოდა. ამ სურვილის შესასრულებლად, ბანკის სესხით პატარა ფართიც იყიდა, მაგრამ ოცნების ასრულება მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ შეძლო.


- დღეს „ბარძიმი“ რატომ არ ჩანს?
ზაზა ჭინჭარაული:
ქართული ტელესივრცე ფანოღის მოსმენაზეა გადასული, ამიტომ ტელევიზორს არც ვუყურებ. ხმის ჩამწერი სტუდია მაქვს, საავტორო სიმღერებსაც ვწერთ, მაგრამ გამოჩენის თვალსაზრისით აღარ ვაქტიურობთ.


- სიმღერის გარდა, ვინ რას საქმიანობთ?
მირზა მოდებაძე:
ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მუსიკით თავის გატანა რთულია. უნივერსიტეტში ყველა კარგად ვსწავლობდით, სტიპენდიატები ვიყავით, რაც კარიერულ წინსვლაში დღემდე გვიწყობს ხელს. ბოლოს ბაკურ ბაკურაძის ძალიან მაგარ შოუში „ბოშათა ცის ქვეშ“ ვიყავი დაკავებული. ამ ეტაპზე უმუშევარი ვარ. ჯგუფისთვის საავტორო სიმღერებსაც ვწერ. გარდა ამისა, წლებია, ტაძარში ვგალობ.
გიორგი ცხვარიაშვილი: საქაერონავიგაციაში ინჟინერი ვარ. ქვეყნიდან გასვლა ხშირად მიწევს, თუმცა „ბარძიმისთვის“ დროს შეძლებისდაგვარად მაინც ვნახულობ.
ზაზა ჭინჭარაული: უცხო ენებისა და ტურიზმის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა მუსიკა ავირჩიე. ამ ეტაპზე კინოხელოვნებით ვარ დაინტერესებული და პროფესიული განვითარებისა და სწავლისთვის მოსკოვშიც ვგეგმავ წასვლას. რამდენიმე ფილმში ვარ გადაღებული. მათ შორის არის რეჟისორ დიტო ცინცაძის „შინდისი“. წინასწარ საუბარი არ მინდა, თუმცა მაქვს მოლოდინი, რომ ქართულ კინემატოგრაფიას კიდევ ერთი კარგი ფილმი შეემატა.


 

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?