ეკა აბულაძე: „საკუთარ თავს სიმღერა ავუკრძალე“

სტუმრად ცნობილებთან

30 ნოემბერი 18:00, 2017 წელი

„ნიჭიერი 2017“ ეკა აბულაძე თავისი ცხოვრების ახალი ეტაპის შესახებ გვიყვება... 

- 2018 წელს განსაკუთრებული განწყობით ვხვდები - აპრილის ბოლოს დედა გავხდები! ჩემს პატარას ახლავე ეტყობა, რომ ცელქი იქნება, თუმცა სქესი ჯერ ვერ დავადგინეთ. 

- დედობისთვის მზად ხართ?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 29 წლის ასაკში დედობისთვის მზად ვარ. საკუთარ თავზე საერთოდ ვეღარ ვფიქრობ, რადგან ბოლომდე ბავშვზე ვარ გადართული. დედობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და სიხარულია! 


- თავს როგორ გრძნობთ?
- ნორმალური ორსულობა მაქვს და ვცდილობ, აქტიური ცხოვრებით ვიცხოვრო. განსაკუთრებული მოთხოვნებით არ გამოვირჩევი. ჩემი მეუღლეც მეუბნება, ორსულობის პერიოდში ცვლილებას ვერაფერს გატყობ, რადგან ისედაც პრეტენზიული იყავიო. ერთადერთი, რასაც ვგრძნობ, ძალიან სენტიმენტალური გავხდი და ორი კილოგრამი მოვიმატე. 


- ფეხმძიმე მეუღლეს ვახო როგორ ანებივრებს?
- ვახოსგან განებივრება არასდროს მაკლდა. ისევ ისეთი ყურადღებიანია, როგორც ორსულობამდე იყო. ძალიან უნდა, გოგოს მამა გახდეს! 


- ეს მდგომარეობა თქვენს მუსიკალურ კარიერაზე როგორ მოქმედებს?
- ვეღარ ვმღერი... ბარში, სადაც ვმუშაობდი, ფეხმძიმესთვის შესაბამისი გარემო არ იყო. ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი, ღამის თევა... ასეთ გარემოში მუშაობას ვეღარ შევძლებდი, რადგან არც ჩემი შვილისთვის იქნებოდა კარგი და გარდა ამისა, მეც ძალიან ადრე მეძინება ხოლმე. სიმღერა ძალიან მენატრება, მაგრამ საკუთარ თავს საყვარელი საქმე მე თვითონ ავუკრძალე. ამ ეტაპზე, შვილის გარდა, არაფერი მაინტერესებს! ერთადერთი, რასაც ფეხმძიმობის პერიოდში მოვახერხებ, ეს ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორის, დათო ქარჩავას სიმღერების ჩაწერაა. სტუდიაში მუშაობას მაინც გავართმევ თავს. 


- პატარა რომ დაიბადება, შემდეგ რა გეგმები გაქვთ?
- სანამ არ წამოიზრდება, სიმღერის გაგრძელებაზე არ ვიფიქრებ, რადგან არ შემიძლია, შვილი სხვას გავაზრდევინო. 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?