ნაძვის ხე გალიაში - სალომე ბაკურაძის ახალი წელი

სტუმრად ცნობილებთან

20 დეკემბერი 20:00, 2017 წელი

მომღერალ სალომე ბაკურაძის სახლში საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა და ამას ჩვენი ფოტოკოლაჟიდანაც ნახავთ. „ამ დღესასწაულისთვის პატარა ბავშვივით ვემზადები. გასულ წელს სანტი პატარა იყო. ახლა უკვე წლისა და 7 თვისაა და დიდხანს ვფიქრობდი, რა ფორმით უნდა დამედგა ნაძვის ხე, რომ ჩემს შვილს არ დაეშალა“, - გვითხრა სალომემ.

- ალესანდრო ცელქი ბიჭი ჩანს...
- ძალიან ცელქია, თუმცა საოცრად სტუმართმოყვარე ბიჭია. შპალერზე არ ხატავს, მაგრამ საგნების გაფუჭების მცდელობა აქვს. თუთიყუშია, ყველა სიტყვას იმეორებს. გარდერობის „დალაგებაც“ ძალიან უყვარს. როგორ ამეწყო ნაძვის ხე ისე, რომ არ დაეშალა, მეგობრები ვერსიებსაც კი მაწვდიდნენ. ერთ-ერთის მიხედვით, ნაძვის ხე გალიაში უნდა ჩამესვა, თუმცა ასეთი ზომები აღარ დამჭირდა. სანტიმ რომ დაიძინა, ბარბარობა დღეს, ნაძვის ხეც მაშინ ავაწყვე და დაშლის მცდელობა ჯერჯერობით არ აქვს.


- ახალ წელს ალესანდროს გამო რაზე გიწევთ უარის თქმა?
- სანტის დაბადებამდე ჩვენი ძირითადი საზრუნავი ის იყო, სად წავსულიყავით გასართობად. რეგიონებში დაგეგმილ კონცერტზე წასვლისგანაც არასდროს ვიკავებდი თავს, თუმცა წელს უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ზუსტად 12 საათზე ჩემი შვილის გვერდით ვერ ვიყო, ახალი წლის ღამეს სანტისგან მოშორებით და თან სხვა ქალაქში ვერ გავჩერდები. 


- როგორ ემზადებით ახალი წლისთვის?
- საახალწლოდ ჩემი ცხოვრების ტემპი უფრო ჩქარდება. ვწერთ საახალწლო გადაცემებს, ვემზადები კონცერტებისთვის, ვფიქრობ საჩუქრებზე. გასულ წელს secret santa-ს თამაშისას მეგობრები საოცრებებს ჩავდიოდით! ახალი წლის პერიოდში ვინც უცხოეთში იყო, საჩუქარს ბორტგამცილებელსაც ვატანდით. წელს სამეგობროში მატება გვქონდა. გვანცა დარასელიასა და ტატა ხვედელიანს შვილები შეეძინათ, ამიტომ წელს ერთმანეთი დავინდეთ.


- მეუღლისგან საჩუქარი უკვე მიიღეთ?
- ერთმანეთისგან საჩუქრები ჯერ არ მიგვიღია. თუმცა 31 დეკემბრამდე ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი - 25 დეკემბერია, როცა ერთმანეთი გავიცანით. წელს ჩვენი გაცნობის 5 წლის იუბილეა, რასაც აუცილებლად, ტრადიციულად სიურპრიზებით აღვნიშნავთ.


- საახალწლოდ სამზარეულოში ფუსფუსს თუ ახერხებთ?
- წინასაახალწლო რეჟიმის გამო სამზარეულოში ფუსფუსს ვერ ვახერხებ. ლაშას დედა იმდენ კერძს ამზადებს, ჩვენც გვიგზავნის. წელს დედაც ჩემ გვერდითაა და ის მოამზადებს ყველაფერს, თუმცა სუფრის გაწყობას ყოველთვის საკუთარ თავზე ვიღებ. 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...