მაგდა ვასაძე: ,,ნათია თოდუამ მირჩია, „X ფაქტორში“ არ გავსულიყავი“

სტუმრად ცნობილებთან

8 იანვარი 18:00, 2018 წელი

რას ჰყვება მომღერალი Funtime-თან?

- მაგდა, პირველ რიგში, რა გეგმები გაქვთ 2018 წლისთვის?
- უამრავი გეგმა მაქვს. ლილიკო ნემსაძის ძველი სიმღერა განვაახლე, რომელიც, დაახლოებით, 10 წლის წინათ მქონდა ჩაწერილი, მაგრამ მაშინ არავინ მიცნობდა. პრემიერა რადიოში იყო, მალე სატელევიზიო პრემიერასაც ვგეგმავ. მაიკო კაჭკაჭიშვილისა და ნატო ღოღობერიძის სიმღერებსაც ჩავწერ და კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ.


- 2017 წელს „X ფაქტორში“, ფაქტობრივად, შემდგარმა მომღერალმა მიიღეთ მონაწილეობა. ახლა როგორ აფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას?


- „X ფაქტორში“ მონაწილეობის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს შოუბიზნესი და ყველა კარგ მომღერალს არ ეძლევა საშუალება, დიდ სცენაზე დადგეს. მართალი გითხრათ, მზად ვიყავი იმისთვის, რომ ხალხი აუცილებლად იტყოდა - ამ გოგოს აქ რა უნდაო, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ამაზე უარყოფითი კომენტარი არსად მსმენია. კმაყოფილი ვარ იმ ეტაპების, რაც პროექტში გავიარე და წამითაც არ ვნანობ არაფერს. ყველაფერი გამოცდილებაა!


- უცხოურ კონკურსში მონაწილეობასაც ხომ არ გეგმავთ?
- დიახ, მინდა, ბედი რომელიმე უცხოურ კონკურსში ვცადო, თუმცა წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ძიების პროცესში ვარ.


- ამის სტიმული გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია ხომ არ გახდა?
- ნათია მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი საქართველოს სტიმულია! ვულოცავ მას ამ დიდ გამარჯვებას! გერმანიაში ქართველმა გოგომ თავისი განსხვავებული ხმით რომ მოიგო, ეს დიდი მიღწევაა! 


- ნათიას პირადად იცნობთ?
- სოციალურ ქსელში ვმეგობრობთ და ერთმანეთს კომენტარებში ხშირად ვეხმიანებოდით. მახსოვს, „X ფაქტორში“ გასვლას რომ ვგეგმავდი, სტატუსი დავწერე: „X ფაქტორი“? - მეგობრების აზრი მაინტერესებდა. ნათიას პირველივე კომენტარი და რჩევა იყო, რომ ამ პროექტში მონაწილეობა არ უნდა მიმეღო. მის ვიდეოებს კიდევ ერთხელ რომ გადავხედე, მივხვდი, რატომაც არ მირჩია მონაწილეობა.


- ნათია „X ფაქტორის“ შესარჩევ ტურზე დადებითად მხოლოდ სტეფანემ შეაფასა. სოფო ტოროშელიძემ კი მის შესრულებას ხელოვნური უწოდა...
- ნათია განსხვავებული მომღერალია და, ვფიქრობ, სოფო ტოროშელიძის შეფასება არასწორი იყო. მიმაჩნია, რომ არც ერთი კონკურსანტი არ უნდა შეაფასო ასე. ნათიას ქართულ „X ფაქტორში“, ფაქტობრივად, „გადაუარეს“, რაც ჟიურისგან ცუდი ჟესტია.


 - ასე ხშირად რატომ იცვლით იმიჯს?
- სხვათა შორის, გარეგნულ ცვლილებებს მაშინ მივმართავ, როცა ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ ხდება. ლაღი ადამიანი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, სხვადასხვანაირი ვიყო. დეპრესიას არასდროს ვაძლევ საშუალებას, რომ ჩამითრიოს. ამ ეტაპზე განსხვავებული წითელი ფერის თმა ძალიან მომწონს!

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?