„უცხო ქვეყანაში „ბრავო ჯორჯია!“ ისმოდა!“ - ჯულიანასა და ოთოს ახალი გამარჯვება

სტუმრად ცნობილებთან

17 იანვარი 20:00, 2018 წელი

ჯულიანა ბარ გნარისა და ოთო ფოლადაშვილისთვის 2018 წელი გამარჯვებით დაიწყო: იტალიაში, ქალაქ ვერონაში, სამეჯლისო ცეკვების საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც 74 ქვეყანა მონაწილეობდა, წყვილი ფინალში გავიდა და საპატიო მეხუთე ადგილი დაიკავა. 

ჯულიანა და ოთო Funtime-თან ვერონაში მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

ოთო: ფინალში ტოპ 6 წყვილს შორის ვიყავით და მე-5 ადგილის მფლობელები გავხდით. გასულ წელს მილანში, ასევე საერთაშორისო კონკურსში, მე-4 ადგილზე გავედით, მაგრამ ვენეციაში გამართული კონკურსი უფრო მაღალი რანგისაა და შესაბამისად, მეტი ქულა დაგვეწერა. ჟიურის წევრები დადებით ემოციებს სახის მიმიკებით გამოხატავდნენ. გვიღიმოდნენ და სტიმულს გვაძლევდნენ. დარბაზი კი ჩვენი ცეკვის პროცესში „ბრავო ჯორჯიას“ შეძახილებით გვამხნევებდა. როცა იცი, რომ დარბაზში შენი ნაცნობი არავინ ზის და უცხო ქვეყანაში შენი ქვეყნის სახელს სკანდირებენ, ეს კიდევ უფრო დიდი გამარჯვებაა.


ჯულიანა: სულ 5 ტური ვიცეკვეთ. შეჯიბრების პროცესში მსაჯთან კონტაქტი აკრძალულია, თუმცა ვხვდებოდით, რომ ჩვენ მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილები. მაყურებლისგანაც დიდ სითბოს ვგრძნობდით და ყველა აღნიშნავდა, რომ ძალიან გემოვნებიანი წყვილი ვართ. როცა საქართველოში გვეუბნებიან კომპლიმენტებს, გასაგებია, რომ გვიცნობენ და ამიტომაც აქვთ ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ უცხოეთში სრულიად უცნობები ვიყავით და მათგან ასეთი თბილი დამოკიდებულება ორმაგად სასიამოვნოა.


- ეს წარმატება რა როლს ითამაშებს თქვენს სამომავლო კარიერაში?
ოთო:
კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი სამომავლო გეგმებისა თუ წარმატებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. გვიმახსოვრებენ, როგორც ერთ-ერთ წამყვან წყვილს. მსაჯებისთვის ნელ-ნელა ცნობადი წყვილი ვხდებით. გასული წლის სექტემბრის შემდეგ სამი კონკურსი გავიარეთ და კარგი შედეგიც დავდეთ. მსაჯები ამბობენ, რომ ჩვენი წყვილი ყოველ კონკურსზე კიდევ უფრო იხვეწება!

ჯულიანა: ამ ეტაპს დიდი ხანი ველოდი. ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ! როცა ადამიანი საყვარელ საქმეში კომფორტს იპოვის და სწორ გზაზე დადგება, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.


- მსოფლიოს 50 საუკეთესო მოცეკვავე წყვილს შორის რომ მოხვდეთ, რა ეტაპები გაქვთ გასავლელი?
ოთო:
კიდევ რამდენიმე ეტაპი უნდა გავიაროთ. კონკურსების რეიტინგები წლის განმავლობაში ჯამდება. მსოფლიოს 50 საუკეთესო მოცეკვავე წყვილთა სიაში მოხვედრისთვის 6 საუკეთესო კონკურსის ქულაა საჭირო. ჯერჯერობით ასეულთან ახლოს ვართ. ვიმედოვნებ, მომდევნო კონკურსის ქულებით მსოფლიოს 100 საუკეთესო მოცეკვავე წყვილებში შევალთ. წარმოიდგინეთ, მსოფლიოში რამდენი ათასი მოცეკვავე წყვილია და 3 კონკურსში იმდენი შევძელით, რომ ასეულთან ახლოს ვართ.

ჯულიანა: ისეთი მონდომებულები ვართ, როგორც არასდროს. შეჯიბრებიდან დაბრუნებულები კიდევ უფრო დიდი მუხტით ვაგრძელებთ ვარჯიშს. ასეთი დადებითი ემოციებით დავიწყეთ 2018 წელი. თან მორიელების წელია და ბევრ კარგ სიახლეს ველოდები!

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...