ვანიკო გალუაშვილი: „საქართველო მსოფლიოსთვის ხმების დიდი საბადოა“

სტუმრად ცნობილებთან

25 იანვარი 18:00, 2018 წელი

ყველაფერი 5 წლის ასაკიდან დაიწყო. მის კარიერში ანზორ ერქომაიშვილმა, ნოდარ ანდღულაძემ, ჯანსუღ კახიძემ და გურამ მელივამ გადამწყვეტი როლი ითამაშეს. Funtime-ის სტუმარია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალი, ბარიტონი ვანიკო გალუაშვილი.

- ბავშვობიდან უდიდესი ადამიანების გვერდით ვიზრდებოდი. 5 წლის ვიყავი, როცა პაპამ ბიჭუნათა ანსამბლ „მართვეში“ მიმიყვანა, რომლის ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი გახლდათ. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მუსიკოსი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა სკოლის შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებაც მინდოდა. სწორედ ამ პერიოდში ნოდარ ანდღულაძესთან მოვხვდი და გადაწყვეტილება მან შემაცვლევინა. კონსერვატორიაში ვოკალის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც მაგისტრატურაც გავიარე.


- ოპერის თეატრში როგორ აღმოჩნდით?
- ოპერა იტალიურმა რომანსმა dicitencello vuie-მ შემაყვარა. სურვილი გამიჩნდა, რომ მეც მემღერა. ასე აღმოვჩნდი მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგ გოდერძი გველესიანთან. შემდეგ იყო კონსერვატორია. პირველი კურსის შემაჯამებელ კონცერტს ოპერის თეატრის მაშინდელი ხელმძღვანელობა ესწრებოდა. მათ შორის - ჯანსუღ კახიძე და თამაზ ლაფერაშვილი. კონცერტის შემდეგ მათ თეატრის სოლისტობა შემომთავაზეს, თუმცა ჩემს მაესტროსთან, ნოდარ ანდღულაძესთან შეთანხმებით, უარი ვთქვი, რათა ვოკალურ განვითარებაში ხელი არ უნდა შემშლოდა. ოპერის სოლისტი ოდნავ მოგვიანებით - 21 წლისა გავხდი. ერთ დღეს „დაისის“ წარმოდგენაზე დავაგვიანე. დარბაზში შესულს ერთი ლოჟა დამხვდა ღია და იქ შევედი, თუმცა გვედით ვინ იჯდა, არ შემინიშნავს. შესვენებაზე, შუქი რომ აინთო, ლოჟაში თეატრის ხელმძღვანელობა დავინახე. ჯანო კახიძემ რომ დამინახა, დანარჩენებს მიუტრიალდა: ნახეთ, თავის ფეხით მოვიდაო. მაშინვე კონტრაქტზე მომაწერინეს ხელი. როგორც აღვნიშნე, იმ დროს 21 წლის ვიყავი. ალბათ, ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს ცხოვრებაში ჯერ შესანიშნავი მუსიკოსი ანზორ ერქომაიშვილი იყო, შემდეგ ნოდარ ანდღულაძე და ჯანსუღ კახიძე.



- ოპერის თეატრთან წლები გაკავშირებთ. ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
- 21 წელია, თეატრის სოლისტი ვარ და ჩემთვის ეს ყველაფერს ნიშნავს. სხვაგან ერთი დღეც არ მიმუშავია. ბევრს ჰგონია, რომ სცენაზე დგომა ძალიან ადვილია, თუმცა ეს უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს, ჩვენს თეატრში, რომელიც დიდი ტრადიციების მატარებელია. ხელოვნების ნებისმიერ დარგში ხელოვანი ინსტრუმენტთან ზის ან ხელში უჭირავს. ჩვენ კი ინსტრუმენტი ყელში გვაქვს. ზედმეტი ჰაერი რომ ჩავისუნთქოთ, ამანაც შეიძლება დისკომფორტი შეგვიქმნას. სახის მიმიკებზეც კი საათობით ვმუშაობ. გარდა ამისა, ნაწარმოებზე, რომელიც უნდა დავდგათ, ბევრს ვკითხულობ. სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ ახლა ყველაფერი შედარებით მარტივადაა, წავიდნენ უცხოეთში და იქ მიიღონ გამოცდილება, რადგან ის დიდი შრომა, რასაც საოპერო ხელოვნება მოითხოვს, აქ ნაკლებად ფასდება. ინტერნეტში საუკეთესო პედაგოგის გაკვეთილებიც შეგვიძლია მოვისმინოთ და ჩვენს ქვეყანაში მაგარი მუსიკოსები ჩამოჰყავთ კიდეც. საქართველო მსოფლიოსთვის ხმების დიდი საბადოა.


- 21 წლის განმავლობაში თქვენ მიერ შესრულებულ როლებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- უამრავი როლი მაქვს შესრულებული - „აბესალომ და ეთერი“, „კარმენი“ , „სიყვარულის ნექტარი“... რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? ჯანო კახიძემ თეატრში რომ მომიყვანა, ყველაფერს - პირველ და მეორე პარტიებსაც ვმღეროდი. ეტაპობრივად ვვითარდებოდი. მახსოვს, ერთხელ „ქეთო და კოტე“ გადიოდა. საქოს როლის შემსრულებელი ავად გახდა და მისი პარტია ორ დღეში მომამზადებინეს. სცენაზე ოპერის ლეგენდები - თემურ გუგუშვილი, ომარ ხოფერია, მზია დავითაშვილი, თამარ გურგენიძე, ჯემალ მდივანი, ლიანა კალმახელიძე იდგნენ და ამ დროს, 22 წლის ასაკში მეც მათ გვერდით ვიყავი!


- გარდა ამისა, ანსამბლ „სულიკოს“ ხელმძღვანელიც ხართ.
- ფოლკლორის მომღერლები საოპერო ნაწარმოებებსაც რომ ასრულებდნენ ან პირიქით, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, თუმცა გადაწყდა, რომ ოპერის თეატრთან არსებული ანსამბლი შეგვექმნა. უკვე 10 წელია, რაც „სულიკოს“ვხელმძღვანელობ და ამ ხნის განმავლობაში 45 გასტროლზე ვართ ნამყოფები. ვამაყობ იმით, რომ ამ ანსამბლის ისტორიას ჩვენ ვქმნით.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...