აჩიკო ნიჟარაძე: „მხოლოდ სიმღერით ოჯახის რჩენა შეუძლებელია“

სტუმრად ცნობილებთან

14 თებერვალი 20:00, 2018 წელი

მომღერალ აჩიკო ნიჟარაძესა და ნუცა ქირიას გასული წლის მიწურულს, 30 დეკემბერს მეორე ვაჟი შეეძინათ. ორი შვილის მამა პასუხისმგებლობის მატებას გრძნობს, თუმცა უყურადღებოდ არც კარიერას ტოვებს. შვილებსა და სამომავლო გეგმებზე მომღერალი Funtime-თან საუბრობს.

- ორი შვილის მამა ხართ. რა პასუხისმგებლობაა ეს თქვენთვის?
- საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა და თან სტიმული. ვგრძნობ, რომ ყველაფერი ახლა იწყება! ალექსანდრემ და ნიკომ ჩემი და ნუცას ცხოვრება საგრძნობლად შეცვალეს. ოჯახი და შვილების სწორად აღზრდა ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ბიჭებით ქვეყანამ იამაყოს. მინდა, ჭკვიანი ბიჭები გავზარდო. ამიტომ მათ განათლებას დიდ ყურადღებას მივაქცევ. თუ სიმღერას მოინდომებენ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობ, თუმცა არაფერს დავაძალებ.


- აჩიკო, ოჯახის ხელმძღვანელობას როგორ ახერხებთ, საქმე რამდენად გაძლევთ ამის საშუალებას?
- სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ საყვარელ ოჯახსა და საყვარელ საქმეს ვემსახურები, სხვა სამსახურიც მაქვს. ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერი ვარ. მხოლოდ სიმღერით ოჯახის რჩენა შეუძლებელია. 


- ხომ არ ფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდში სიმღერას ნაკლებ დროს უთმობთ?
- 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გავჩერდი, რადგან ასე მივიჩნიე საჭიროდ. სიმღერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. 6 წლის ვიყავი, როცა ანსამბლ „ბიჭების“ წევრი გავხდი. შემდეგ „ქართულ ხმებშიც“ ვმღეროდი. ასე მივედი კონკურსებამდე. მაშინ უფრო აქტიურობდნენ გულშემატკივრები. ახლა კი ჩვენი შოუბიზნესი ხშირი კონცერტებით არ გამოირჩევა და ამიტომაც ვჩანვართ ნაკლებად. მგონია, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება და მერე ყველგან გამოვჩნდები.


- წელს რა გეგმები გაქვთ?
- საკმაოდ აქტიური წელი მაქვს. „ქართული ხმების“ ტრიოსთან ერთად ამერიკაში მივემგზავრები. კონცერტებს რამდენიმე შტატში ვგეგმავთ. ბოლოს მარიკა ქაცარავას სტუდიაში ლილიკო ნემსაძის სიმღერა ჩავწერე, რომლის პრემიერაც მალე გაიმართება. არანჟირება ზურა მახნიაშვილს ეკუთვნის, ტექსტი - ირინა სანიკიძეს. ძველი ჰიტები ხალხს უყვარს, თუმცა ახალიც სჭირდებათ. ჩვენს ქვეყანაში კი ახალი, კარგი სიმღერის დეფიციტია. ორი ალბომი მაქვს და მესამე ალბომის ჩაწერასაც ვგეგმავ. რა თქმა უნდა, სოლო კონცერტზეც ვფიქრობ.


- ჩვენს ქვეყანაში ალბომის ჩაწერა რამდენად მომგებიანია დღეს მომღერლისთვის?
- მიუხედავად იმისა, რომ ალბომის ჩაწერა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, იმიტომ არ ვწერთ, რომ რომელიმე მომღერალი ამით ფულს ვაკეთებდეთ. ტელევიზიისთვის, რადიოსთვის და საჩუქრად ვაკეთებთ ყველაფერს. საქართველოში სიდის გაყიდვით არავინ გამდიდრებულა. ინტერნეტში ყველაფერია განთავსებული. ერთ ადამიანს შეუძლია იყიდოს ალბომი, ატვირთოს სადმე და იქ დამთავრდა ალბომის გაყიდვა!


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
დღის ჰოროსკოპი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში

სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 
კულინარია

ცხელი ბუტერბროდი უპუროდ

თუ პურს არ მიირთმევთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუტერბროდებზეც უარი თქვათ...
დღის ჰოროსკოპი

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

სად გაქრნენ ჯულია რობერტსი, კიმ ბესინჯერი და სხვა მეგავარსკვლავები

ბევრ ცნობილ ადამიანს იმდენად ბეზრდება საჯარო ცხოვრება, რომ მზადაა, პროფესიაც კი შეიცვალოს.




×

საბანერო პოზიცია
300x150