ნინო მუმლაძე: „შეიძლება, შვილის გაჩენა ვერ მოვასწრო“

სტუმრად ცნობილებთან

18 აპრილი 20:00, 2018 წელი

ჩცდ-ს ახალ სეზონში ბევრი ახალი თუ მივიწყებული სახე რომ გამოჩნდება, ამის შესახებ მსახიობებმა უკვე დააანონსეს. მსახიობ ნინო მუმლაძის პერსონაჟი ნათია დიდი ხანია, სერიალში აღარ გამოჩენილა. ამიტომ მასთან საუბარიც ამ შეკითხვით დავიწყეთ.

- ნინო, ჩცდ-ს ახალ სეზონში ხომ არ გამოჩნდებით?
- ჩემთვის ჯერჯერობით არავის დაურეკავს და, სავარაუდოდ, ამ სეზონში არ ვიქნები. ბოლო სერიებში შვილი შემეძინა და აღმომაჩნდა დაავადება. ნინა ქმარზე ეჭვიანობდა, ფიქრობდა, რომ ისევ ჩემთან დადიოდა. დავურეკე ნინას და ავუხსენი, რომ ასე არ იყო. ცოლ-ქმარი რომ შევარიგე, ნინასგან თბილი დამოკიდებულებაც მივიღე. ბოლოს ჯემალის დაბადების დღეზე გამოვჩნდი, სადაც მეც ვიყავი დაპატიჟებული. ამით დამთავრდა ჩემი ხაზი, თუმცა შეიძლება ნათია ჩცდ-ში ისევ გამოჩნდეს.


- რეალურ ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცის ცოლთან დარეკვას რამდენად გაბედავდით?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. რეალურ ცხოვრებაში საკუთარი თავი იმ ქალის ადგილას ვერ წარმომიდგენია, რომელიც ვიღაცას ქმარში ეცილება. ბოლო სერიებში დათო ნათიასთან იმიტომ ადიოდა, რომ ცუდად იყო და უვლიდა. მათ ურთიერთობას უკვე სხვა დატვირთვა ჰქონდა, არა რომანტიკული და, მით უმეტეს, ეროტიკული. ნათიამ ნინას დაურეკა იმიტომ, რომ შეცდომაში არ შესულიყო და ტყუილად არ ეეჭვიანა. ნებისმიერი ქალი, ვისაც ცოტა შეგნება აქვს, ასე მოიქცეოდა.


- ჩცდ-ს შემდეგ სხვა სერიალიდან შემოთავაზება არ გქონიათ?
- ეკრანზე ჩცდ-ს შემდეგ არ გამოვჩენილვარ, თუმცა პარალელურად ერთ-ერთი მთავარი როლი ვითამაშე  გიგა აგლაძის ფილმში "რკინის ფარდა", რომელიც 8 აგვისტოს ომზეა; „ტელეიმედზე“ ვმონაწილეობდი ოთარ შამათავას სერიალში „ფსიქოპატთა თამაშები“. ბოლოს პატარა როლი შევასრულე დიტო ცინცაძის ფილმში „47“, რომელიც ჯერ ეკრანებზე არ გასულა.


- ახლა რა ხდება თქვენს კარიერაში?
- ახლა მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვთამაშობ და ველოდები სიახლეს, ოღონდ როგორც ტელერადიო წამყვანი. მუშაობის გაგრძელება ამ მიმართულებითაც მინდა.


- რა ხდება თქვენი საყვარელი საქმიანობის მიღმა?
- ჩემი ცხოვრება პერიოდებადაა დაკავებული. ხან ისეთი დაკავებული ვარ, რომ ცხვირს ვერ ვყოფ გარეთ, ხან კი პირიქითაც ხდება. ასეთ პერიოდში ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე ვარ ორიენტირებული. მოკლედ, გართობაში ვარ!


- და როგორ ერთობით?
- მთავარია, მეგობრები შევიკრიბოთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად წავალთ. ისეთი „კამანდა“ ვართ, მთავარი განწყობაა და არა ადგილი, სად მოვიყრით თავს. ჩვენი გართობის ძირითადი ღერძი ჩვენი იუმორია.


- 33 წლის ასაკში რა შეიცვალა თქვენში?
- რაც 30 წელს გადავაბიჯე, ასაკი ვიგრძენი. შიში გამიჩნდა იმისა, რომ რაღაცებს ვერ ვასწრებ. სულ მეგონა, 33 წლის ასაკში ოჯახი და შვილები მეყოლებოდა. შეიძლება შვილის გაჩენა ვერ მოვასწრო და ამაზე უკვე ავღელდი. მეგონა, ამ ასაკში სტაბილური შემოსავალი და აწყობილი კარიერა მექნებოდა... შეიძლება დღეს ცნობადი სახე ვარ, მაგრამ სტაბილური შემოსავალი არ გამაჩნია. საკუთარი თავისგან სხვა მოლოდინი მქონდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.


- ოჯახის შექმნაში რა გიშლით ხელს, წუნია ხართ, თუ ჯერ კიდევ არ გამოჩენილა კაცი, რომელსაც დაეყრდნობით?
- ეს ორივე პასუხი მაწყობს. წუნია სწორედ იმიტომ ვარ, რომ ჩემ ირგვლივ არ არის მამაკაცი, რომლის იმედიც მექნებოდა. თუ ადამიანი არც პიროვნულად მაკმაყოფილებს და არც აზროვნებით, რა თქმა უნდა, დავიწუნებ. მე ოჯახის შექმნა იმიტომ მინდა და იმიტომ მჭირდება გვერდით კაცი, რომ იმაზე ბედნიერი ვიყო, ვიდრე ახლა ვარ. თუ კაცი დისკომფორტს შემიქმნის, რა ჯანდაბად მინდა?!


- ყველაზე ხშირად საპირისპირო სქესისგან რა კომპლიმენტს იღებთ?
- იცით, სოციალურ ქსელში უცნობი ადამიანები ხშირად აკეთებენ აქცენტს ჩემს მკერდზე. ასეთი ტიპი ჩემთვის უზრდელი ადამიანია, რომელსაც ჩემთან ურთიერთობის შანსი არ აქვს. შეგნებულები კი, როგორც წესი, ჩემს პიროვნულ თვისებებსა და ღიმილს უსვამენ ხაზს.


- თქვენს მკერდზე მეგობრებთან ერთად თქვენც ხუმრობთ ხოლმე...
- ხუმრობა სხვა თემაა. რა ვქნა, ბუნებამ დიდი ფორმებით დამაჯილდოვა და ისიც ვიცი, რომ მსახიობი როლს საკუთარი გარეგნობიდან გამომდინარე იღებს. როცა ხუმრობენ, მეც იუმორით ვუდგები. კომპლექსი რომ მქონდეს, მსახიობი ვერ ვიქნებოდი.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...