ალბათ გაინტერესებთ ვინ არიან რემბოს ყველაზე ხშირი სტუმრები და მისი საყვარელი გოგონები? ისინი, ვინც თითქმის ყოველ დილით აღვიძებენ და ვისთანაც ყველაზე დიდი დროს ატარებს. ლევან მდინარაძისთვის ეს ადამიანები მისი დისშვილები - ელენე და ანამარია არიან.
საუზმეს დილით თავად იმზადებს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ კვერცხის შეწვა ეხერხება, თუმცა ამ საქმესაც შემოქმედებითად უდგება.
უკრავს მაშინაც, როცა სახლშია. ამბობს, რომ მუსიკა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს.
აღმოჩნდა, რომ რემბო საინტერესო ნივთებსაც აგროვებს. მის სახლში განსაკუთრებულ ადგილს მეგობრის, ლალი დანილუკის ნამუშევარი იკავებს. ფერადი ნახატი, რომელშიც ახალ დეტალს რემბო ყოველი ნახვისას პოულობს.
მუსიკის პარალელურად რემბო ახლა ივენთების მომზადებითაა დაკავებული. მან საკუთარი კომპანია - Rembow.ge დააარსა და ახლა იმას აკეთებს, რაც, მუსიკასთან ერთად, ყველაზე კარგად გამოსდის.