გოგა ჩანადირის ცხოვრება FunTime-ის ობიექტივში

სტუმრად ცნობილებთან

27 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი

დღეს საკუთარ სახლში გვმასპინძლობს ფოტოგრაფი, მოგზაური და ძალიან საინტერესო პიროვნება გოგა ჩანადირი.

გოგა ჩანადირი ამბობს, რომ სახლი ბუდეა, ერთგვარი სადგური, სადაც ჩერდება და საიდანაც შემდეგ ჩიტივით, გნებავთ, მატარებლივით გეზი ისევ შორეთისკენ აქვს. ზოგადად, სახლი მისთვის სიმყუდროვეა და ადგილი, სადაც ბევრს წერს, კითხულობს. გვიყვება, რომ თავად ალაგებს, ნაგავიც თვითონ გააქვს, მაგრამ, როგორც გამოგვიტყდა, არასოდეს უყვარს ჭურჭლის რეცხვა.



მისი მაცივარი სხვადასხვა ქვეყნების სამახსოვრო მაგნიტებით არის აჭრელებული. დაახლოებით, 90 პროცენტი გოგას ჩამოტანილია. დანარჩენი მეგობრების ნაჩუქარია. ახლა იმდენი აქვს, გაზგამწოვზე გადავიდა და ახლა ის ივსება. მოგზაურობა ძალიან უყვარს და სწორედ ეს პატარა სივრცე ასახავს მოგზაურობისადმი მის სიყვარულს. გვიყვება, რომ ძალიან ბევრს დადის, განსაკუთრებით - ფეხით.



თუ არ ცივა, ყველაზე დიდ დროს აივანზე ატარებს, რომელიც გამწვანებულია და ბუნებასთან აკავშირებს. უყვარს ბუნებაში ყოფნა, ტყე-ღრესა და მთაში ხეტიალი.
როცა გარეთ ცივა, მაშინ დივანზე მოკალათებული საკუთარ სამყაროში ინაცვლებს.



მის სახლში ბევრი უცნაური ნივთია. შეძენილი აქვს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ერთ ნივთს კი განსაკუთრებით გამოყოფს - ეს არის ხეში გამოთლილი მოზამბიკური ოჯახი, მაკონდეს ტომიდან.



დიდ სიამოვნებას ანიჭებს ეთნოგრაფიის გადაღება - ყოფა-ცხოვრება, გარემო, ადამიანები, მათი წეს-ჩვეულებები, ეროვნული სამოსი, კერძები... ყველა ქვეყანაში ამას ეძებს და პოულობს კიდეც. ზოგადად, დოკუმენტური ფოტოგრაფია იტაცებს.



გოგა ჩანადირს ყველაზე ძალიან საკუთარი ქვეყანა უყვარს. „დიახ, მიყვარს ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ყველა თანამემამულეს უყვარს და სიყვარულში შემეჯიბრებიან კიდეც. მინდა, ამაში ერთმანეთს საქმით გავეჯიბროთ და არა მხოლოდ მაღალფარდოვანი ლექსებითა თუ სადღეგრძელოებით. გავბედავ და თანამემამულეებს ვურჩევ, ქვეყანასაც ისე მოექცნენ, როგორც საკუთარ სახლს, რადგან ესეც ჩვენია, საკუთარია“, - ამბობს ფოტოგრაფი.













დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?