სტუმრად სახლში ნიკოლოზ წულუკიძესთან

სტუმრად ცნობილებთან

5 ნოემბერი 22:00, 2015 წელი

ნიკოლოზ წულუკიძე:სესილიას ავტონომიური რესპუბლიკა აქვს და თუ მის ტერიტორიაზე ისე მოიქეცი, როგორც წესებსაც თავად არ გთავაზობს, შესაძლოა, ურთიერთობა ძალიან ცუდად დამთავრდეს“.

როცა სახლში არ არის, ყველაზე მეტად სიმშვიდე ენატრება. ნიკოლოზ წულუკიძე ამბობს, რომ ამ ბინაში ყველაფერი, კოვზიდან დაწყებული მაგიდით, სკამით, ტელევიზორითა თუ სარეცხი მანქანით დამთავრებული, სულ მარტომ შეიძინა. „მინდოდა, ოჯახის შექმნისთვის მომზადებული ვყოფილიყავი. ჩემი ცოლი კი ზოგჯერ მეუბნება, ეს რამ გაყიდვინაო, ხან ფარდას მიწუნებს ან სხვა რამეს, თუმცა ყველაფერი რასაც, ხედავთ, საკუთარი ჯაფით შევქმენი“.



როცა სცენარის წერა დაიწყო სერიალისთვის „გოგონა გარეუბნიდან“  და ხელფასი დაემატა, გადაწყვიტა, ეს თანხა სახლისთვის გადაედო. „მუშამ გაგვაგიჟა, გაგვაწამა. ჭკუიდან გადამიყვანა, არაფერს აკეთებდა. სადარბაზოში ველოდებოდი ხოლმე, როდის გავიდოდა სახლიდან და ვერასდროს ვხვდებოდი. თურმე პარალელურად პირველ, მეორე სართულზე სხვა ბინებსაც არემონტებდა“. - გვიყვება ნიკოლოზი თავისი სახლის რემონტის „მწარე“ გამოცდილებას.



მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი სესილია გაჩნდა, სახლი მისთვის კიდევ უფრო საყვარელი ადგილი გახდა. ბავშვის სახელს დიდხანს არჩევდნენ, მეუღლესთან ერთად სავარაუდო ვარიანტებიც ჩამოწერეს, თუმცა ბოლოს გადაწყვიტეს, სახელი დაბადების შემდეგ დაერქმიათ. „ზოგს ჰქვია გოგი და უნდა ერქვას, მაგალითად ლუკა, ამიტომ  ვფიქრობ, ადამიანს სახელი უნდა უხდებოდეს. თეკას მშობიარობას დავესწარი. როგორც კი ბავშვი გაჩნდა და დავინახეთ, ვთქვით, რომ სესილია იყო“.



პატარა სესილია ხასიათით დედას უფრო ჰგავს. ნიკოლოზი გვიყვება, რომ თავისი ავტონომიური რესპუბლიკა აქვს და თუ მის ტერიტორიაზე ისე მოიქეცი, როგორც წესებსაც თავად არ გთავაზობს, შესაძლოა, ურთიერთობა ძალიან ცუდად დამთავრდეს. 1 წლისა და 5 თვის სესილია ძალიან კომუნიკაბელურია, უყვარს სტუმრები და სტუმრად სიარული. ნიკოლოზი ამბობს, რომ სესილია ბოშა ბავშვივით იზრდება - ხან ერთ ბებიასთან, ხანაც მეორესთან. მოუცლელ მშობლებს ბავშვის გაზრდაში ძიძაც ეხმარება, თუმცა თეკა და ნიკოლოზი ცდილობენ, ყოველი შაბათ-კვირა სახლში, სესილიასთან ერთად გაატარონ.



რაც შეეხება მეუღლეს, ნიკოლოზი ამბობს, რომ თეკასნაირი კარგი დედა მის თაობაში ბევრი არ ეგულება: „მე, მაგალითად, მიყვარს ხანდახან „გაძრომა“, თეკა კი ყოველთვის ამბობს, რომ ურჩევნია, ბავშვთან წავიდეს. მასთან მეტ დროს ატარებს, ვიდრე მე. საოცრად გემრიელ კერძებს ამზადებს, თუ დრო აქვს, რა თქმა უნდა.“










დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?