ოთახი, რომელიც დათო ხუჯაძემ ღვინის სალონად აქცია

სტუმრად ცნობილებთან

19 ნოემბერი 22:00, 2015 წელი

უშლის თუ არა ხელს დათო ხუჯაძეს ახალი ბიზნესი მუსიკალური კარიერის გაგრძელებაში?

აქ ახლა ღვინის სალონია, ერთი თვის წინათ კი ამ ადგილას დათო ხუჯაძის სახლის ერთი უბრალო, ცარიელი ოთახი იყო, რომელშიც წლების განმავლობაში არავინ შედიოდა. საბოლოოდ სახლის მეპატრონემ ეს ფართი ღვინის სადეგუსტაციო სალონად აქცია, რადგან ამ ადგილას უამრავი ტურისტი დადის. ამბობს, რომ ხელი ბიზნესს მიჰყო, თუმცა ეს მის პროფესიას ზიანს ვერ მიაყენებს.


 


ამ სალონში კერძებს ვერ შემოგთავაზებენ, აქ მხოლოდ ღვინის ნაირსახეობების დაგემოვნებას შეძლებთ. „გასაგებია, რომ ჩვენი კულტურა სხვა რაღაცას მოიცავს - უნდა დალიო ყანწებით, მაგრამ ასეც საკმაოდ კარგად შეგიძლია, მიიღო ბახუსი და მეორე დღეს ჯანსაღადაც გაიღვიძო. მე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ასეთი სალონი ბევრი მინახავს. მოვინდომე, მსგავსი რაღაც საქართველოშიც გამეკეთებინა“, - გვიყვება მომღერალი.


 


თავად ხალხში ხშირად გასვლა და ჟრიამული არ უყვარს. დალევასაც კი რამდენიმე ადამიანთან ერთად, ვიწრო წრეში, მშვიდ ადგილას ამჯობინებს. ეს სალონიც სწორედ ამისთვის შეიქმნა - 7-8 მეგობარზე გათვლილი მყუდრო გარემო, სადაც „შენს გემოზე შეგიძლია საუბარი და დასვენება“.


 


დათოსთან სტუმრად მისულები აუცილებლად შეამჩნევთ გიტარას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი ნამდვილად არ არის. „გიტარა იმ სტუმრებისთვისაა, ვისაც ვენდობი, რომ ხელში მივცე. საკმაოდ ძვირად ღირებულია და ყველას არ აქვს უფლება, ხელში აიღოს. თუ იცის ადამიანმა დაკვრა, ისიც უნდა იცოდეს, როგორ მოეპყრას და მოუაროს“, - გვიყვება მომღერალი.


 


დათო ხუჯაძე, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ეჩვევა ხოლმე ნივთებს, თუმცა მხოლოდ რაღაც პერიოდით. შეიძლება, სულ ეკეთოს ერთი საათი ან სამაჯური, ბეჭედი. მერე უნდა შეცვალოს. აი, რაც შეეხება ავტომობილს, ის ერთი ჰყავს და ამბობს, რომ არასდროს შეელევა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?