ვისი სიცილი ესმის ბაია დვალიშვილს ბავშვობის სახლში?

სტუმრად ცნობილებთან

3 დეკემბერი 22:00, 2015 წელი

„მე მიყვარს „ნელიკო“, თავისი ხასიათის გამო. თვითგადარჩენის საოცარი უნარი აქვს და შეუძლია, ყველაფერში იპოვოს დადებითი. ეს ძალიან კარგი თვისებაა, რომელიც ბევრს გვაკლია...“

პირველი, რაც სახლთან დაკავშირებით აგონდება, დედის სიცილია, მისი სახასიათო კისკისი. ეს ხმა ბაია დვალიშვილს ბავშვობის სახლში სულ ესმის. თითქმის მთელი ცხოვრება აქ გაატარა. რამდენიმე წელი, მეუღლესთან ერთად, სხვა ბინაში იცხოვრა, თუმცა ბოლოს ამ სახლში გადმოვიდნენ. მსახიობი მშობლების ამ ბუდეს ვერაფრით ელევა. ზუსტად იცის, რომ ცხოვრების ბოლომდე აქ დარჩება.


 


„ჩემი სახლი ის ადგილია, სადაც სულ მეჩქარება. სადაც არ უნდა ვიყო, მოვრბივარ, რადგან ეს არის ჩემი სიმყუდროვე, თავშესაფარი, კომფორტი, ადგილი, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ“, - გვიყვება მსახიობი. იყო პერიოდი, როცა დიდი ხნით სახლში ყოფნა მოუწია. ამბობს, რომ მაშინ თავის მიკროსამყაროს იწყობდა ხოლმე და იმისთვის, რომ დღე საინტერესოდ გაეყვანა, ბევრ რამეს იგონებდა. მარტო სახლში ყოფნა არასდროს სწყინდება.


 


იყო დრო, როცა ბაია დვალიშვილის სახლში დიდი სუფრები იშლებოდა, დადიოდნენ სტუმრები, მასპინძელი მათთვის უამრავ კერძს ამზადებდა. ახლა ასეთი სიტუაციები დიდად არც თავისთან მოსწონს და არც სხვასთან სტუმრობისას. ბაია ამბობს, რომ სახლში დიდი სუფრების მიმართ პროტესტიც კი გაუჩნდა, თუმცა მშვიდ გარემოში რამდენიმე მეგობრის მიღებაზე უარს არასდროს ამბობს.


 


ყველაზე ძალიან უარყოფითი გმირის როლი ხიბლავს, რადგან უფრო სახასიათო, მკვეთრი და საინტერესოა. ფიქრობს, რომ ასეთ დროს საკუთარი უარყოფითი თვისებებისგანაც იცლება. რაც შეეხება მის პერსონაჟს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“, ბაია ამბობს, რომ თავად არ არის ნელიკოსავით ოპტიმისტი, რომელიც ყველაფერში პოზიტივს ეძებს. „მე მიყვარს ნელიკო, ამ ხასიათის გამო. თვითგადარჩენის საოცარი უნარი აქვს და შეუძლია, ყველაფერში იპოვოს დადებითი. ეს ძალიან კარგი თვისებაა და, რა თქმა უნდა, ბევრს გვაკლია“, - აღნიშნავს მსახიობი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?