სტუმრად ჟანრი ლოლაშვილის ილუზორულ სამყაროში

სტუმრად ცნობილებთან

15 დეკემბერი 22:00, 2015 წელი

ჟანრი ლოლაშვილის პატარა გალერეის პირველი სტუმრები მე და ჩემი ფოტოგრაფი აღმოვჩნდით. შესაბამისად, მისი გამოფენის პირველი ფოტოებიც სწორედ ჩვენს ობიექტივში მოხვდა. მსახიობი და მხატვარი ამბობს, რომ ამ სამყაროს შექმნაში ოჯახის წევრები ძალიან დაეხმარნენ.


სტუმრები ამ  სივრცეს სულ მალე ესტუმრებიან და ჟანრი ლოლაშვილის ილუზორულ სამყაროში იმოგზაურებენ.
„მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა“ - გალაკტიონის ეს სიტყვები ჟანრი ლოლაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას ზუსტად გამოხატავს. ამბობს, რომ ხელოვნების ამ სამყაროში თავადაა რეჟისორი, მსახიობი და პირველი შემფასებელიც.



„საერთოდ, ადამიანს აქვს მიდრეკილება ილუზიებისკენ. ღმერთმა ადამიანის ფსიქიკაში ჩადო ფანტასტიკური ფენომენი - სიზმარი, რომელიც მთლიანად ადამიანის ცხოვრების, მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. რეალური და ირეალური სამყარო, რაციონალური და ირაციონალური - ამ ორ გაგებასთან გვაქვს საქმე. კიდევ განსაკუთრებული რამ არის თვითონ ხელოვნებაში არსებობა, ეს არის ილუზორულ სამყაროში ყოფნა. რაღაც ვისწავლე, ბევრი რამ შევიძინე, ღირებულებებზე ვფიქრობ, არსებობს სევდა იმ ადამიანებზე, ვინც წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ის პერიოდია როცა მივიჩნევ, რომ ვიპოვე, ის რაც მე მინდა“, - გვიყვება ჟანრი ლოლაშვილი საკუთარი მხატვრობის აღწერისას.



ამბობს, რომ მხატვრობაში არის განსაკუთრებული ლაბირინთები, დერეფნები, შიდა გასვლები. უნდა იცოდე ფერი, გქონდეს გადმოცემის შესაძლებლობები, ილუზიები, შექმნის განსაკუთრებული სურვილი, დაფიქსირებული ცოდნა, რა რის შემდეგ უდნა გააკეთო. „რატომ სჭირდება ეს ადამიანს ხშირ შემთხვევაში? რეალური, ნატურალური რამ არ მუშაობს ადამიანის ფსიქიკაზე ისე, როგორც საჭიროა, არ აღიქმება, ამიტომ ირეალური და გამძაფრებული აუცილებელია. იმას, რაც  წმინდად რეალისტურია, აქვს უფლება, არ იმოქმედოს. ხელოვნებას სჭირდება რაღაცის გამძაფრება, უტრირება…“ - ამბობს ჟანრი ლოლაშვილი.  



„შენი სამყარო არის ის, რაც განიცადე, რაც დარჩა და რაც ასე ადვილად არ გარბის შენგან, არ ქრება უკვალოდ. თავისუფლება, რასაც იწვევს ხელოვნება, ამ შემთხვევაში - მხატვრობა, განსაკუთრებულია, არის ასევე ძალიან ბევრი ჭიდილი მოვლენებთან, რთული არჩევანი… ამ ძიებებს მიჰყავს ადამიანი სიმართლისკენ და რჩება ორი სამყარო: რაციონალური და ირაციონალური. ირაციონალური იმდენად საინტერესოა, რამდენადაც თავის თავში რაციონალურსაც მოიცავს. ამდენად, ორმაგი ხდება ეს ყველაფერი. ჩემი ნააზრევი ბევრ საკითხზე ილუზორულია,  მე იქითკენ მივრბივარ, სადაც ილუზიების სამყაროა. ის მირჩევნია იმიტომ, რომ სიმართლისგან შორს არის, იქ ისეთი რამ ხდება, რასაც კონსტიტუცია ვერ დაგიწერს“, - ასეთია ჟანრი ლოლაშვილის სხვა სამყარო.  










დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?