ურთიერთობა

ჯემალ ღაღანიძე: „მთელი ჩემი ბიოგრაფია ამ სახლში იწერებოდა“

fun time

12:57 პარ. 3 თებერვალი, 2023 წელი

სტუმრად ჯემალ
ღაღანიძესთან

14
დაკოპირებულია

კარს შეაღებთ თუ არა, მაშინვე მიხვდებით, რომ ხელოვანის ოჯახში მოხვდით. მსახიობი ჯემალ ღაღანიძე მეუღლის ლენა ღაღანიძის გემოვნებით მოწყობილ ბინაში მეგობრებს ხშირად მასპინძლობს. სტუმრიანობა კი ბანქოს თამაშით იწყება და ბუხრის აგუგუნებითა და ქეიფით გრძელდება.

83 წლის ვხდები და მთელი ცხოვრება ამ სახლში მაქვს გატარებული. მამაჩემი სამტრედიიდან რომ წამოვიდა, ოროთახიანი ბინის აშენება გადაწყვიტა. იმ პერიოდში საბურთალოზე ხალხი კანტიკუნტად ცხოვრობდა. საძირკვლის გათხრა რომ დაუწყია, ოთხ კაცს შეუთავაზებია, სამსართულიან შენობას ავაშენებთ და ორის ნაცვლად, ოთხ ოთახს მოგცემთო. ისიც დასთანხმებია. ასე რომ, მთელი ჩემი ბიოგრაფია ამ სახლში იწერებოდა.

სახლი ჩემი მეუღლის, ლენას მოწყობილია. მსახიობებს ცოლებიც დაგვყავდა გასტროლზე და სადაც არ უნდა წავსულიყავით, რაღაც საინტერესო და ლამაზი ნივთი ყოველთვის მოგვქონდა.

ოჯახში პირველი ნივთი როიალი იყო, რომელიც ლენამ შეიძინა. მაშინ მაგიდაც არ გვქონდა და სუფრას როიალზე ვშლიდით ხოლმე.


ეს ლექსი ჯანსუღ ჩარკვიანმა მომიძღვნა.

ეს ქანდაკება ჩემი და ლენას ხელებია. 5 წლის წინათ მოქანდაკემ ხელები ერთმანეთზე ჩაგვაჭიდინა, თაბაშირში ჩაგვაყოფინა და ასე დაამზადა. ეს ჩვენი სიყვარულის სიმბოლოა.

ეს ცისია შანშიაშვილის ნამუშევარი გახლავთ. ჩემი მეუღლის პორტრეტია და ძალიან მიყვარს.

ეს დათუნია საქორწინო მოგზაურობიდან ჩამოვიტანეთ. ზურგზე მქონდა მოკიდებული და ისე მოვიარეთ სხვადასხვა ქვეყნები. დღესაც ვხუმრობ, სამოგზაუროდ სამნი ვიყავით-მეთქი.

ეს აფიშები ჩემს პიანისტ ქალიშვილს, ნათიას ეკუთვნის, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწეობს.

ეს კი ჩემი დაღუპული მეგობრების კუთხეა.

ამ ბუხრის ადგილას ჩემს ბავშვობაში ღუმელი იდგა. საკვამურით ვისარგებლე და ბუხარი გავაკეთეთ, რომელიც მოქმედი გახლავთ. მეგობრები რომ მესტუმრებიან, მწვადითაც ვუმასპინძლდები. ვინც კი რუსთაველის თეატრში სახელოვანი მსახიობი იყო და არის, ჩემს სახლში იყრის ხოლმე ყველა თავს. და როცა შევიყრებით, ბუხრის ანთება და ქეიფი იწყება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!