ნინო ნადირაძე: ჩემი ქმარი, გუგა კუზანოვი მორჩილი პაციენტია"

სტუმრად ცნობილებთან

7 ივნისი 20:00, 2016 წელი

„ამას წინათ გია ჯაჯანიძე იყო მოსული და რომ ნახა, რა დღეშიც ვარ, გიჟივით გაიქცა, - მაპატიე, აღარ გაგიბრაზდები, ჩემს გადაცემაში რომ ვერ მოხვალო“, - გვიყვება ექიმი კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვი, რომელსაც კლინიკა „ლანცეტში“ მივაკითხეთ.

  

  • ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა ჩემთვის ძალიან უცხოა. სამუშაო პროცესითა და საქმის კეთებით იმდენად მოცული ვარ, ჩემთვის კაბინეტისა და ბუდის მოწყობა არაფერს ნიშნავს. სახლის აშენებაშიც გუგამ ითამაშა დიდი როლი, თორემ ამასაც ვერ მოვაბამდი თავს.

  • ჩემთვის სიმბოლოები ბევრს არაფერს ნიშნავს. საახალწლო გადაცემას ვიღებდით. ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, ოთახი რაღაცით მაინც გაახალისეო და სანტა მაჩუქა. ყველაზე დიდ დროს კლინიკაში ვატარებ. 9 საათზე უკვე აქ ვარ და სახლში დაბრუნების დრო არ ვიცი. ამას წინათ გია ჯაჯანიძე იყო მოსული და რომ ნახა, რა დღეშიც ვარ, გიჟივით გაიქცა, - მაპატიე, აღარ გაგიბრაზდები, ჩემს გადაცემაში რომ ვერ მოხვალო.

  • სიტყვა „კაბინეტზე“ მეცინება. კლინიკა „ლანცეტის“ მთავარი ექიმი გახლავართ, მაგრამ თანამდებობა იმდენად არ მაინტერესებს, ჩემს ოთახზე ძველი აბრაა ისევ გაკრული და შიგნით მუდმივი ქაოსია. ვისაც სამუშაო ოთახი მოწყობილი და ზედმეტად დალაგებული აქვს, მგონია, რომ სულში სითბო აკლია.

  • ექიმი კარდიოლოგი გახლავართ. ჩემი პაციენტი უამრავი ცნობილი სახეა, მათ შორის ჩემი მეუღლე გუგაკუზანოვიც, თუმცა მხოლოდ ორჯერ იყო ჩემთან. ძალიან მორჩილი პაციენტია. ყოველთვის მიჯერებს. გუგასთან სამსახურში პროცედურის ჩასატარებლადაც ვერ ავდივარ. რამდენიმე დღის წინ ბოტოქსი სამზარეულოში გამიკეთა.

  • ათი სართული ათვისებული მაქვს. გამუდმებით წინ და უკან სირბილსა და მუშაობაში ვარ. მუდმივ სტრესში ყოფნა მაძლიერებს და მაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ვარ. სიმშვიდეში კი მგონია, რომ მოვკვდი და აღარ ვარსებობ. შესვენება არასდროს მაქვს. კლინიკას თუ გავცდი და საჭმელად ჩამოვირბინე, სამ წუთში ისე ვჭამ, ვერაფრის გემოს ვერ ვიგებ და ისევ კლინიკაში მივრბივარ.

  • დღის განმავლობაში გუგა თავის კლინიკაშია, მე - აქ. მას უფრო აინტერესებს ხოლმე ჩემი ამბები. მე კი ვიცი, რომ პრაგმატული ადამიანია და თავს არაფერს დაუშავებს. მას თავის საქმე აქვს, მე - ჩემი. ერთმანეთს მხოლოდ ძილის წინ ვხედავთ და ამიტომ ვცდილობთ, სამსახურებზე არ ვისაუბროთ, თუმცა ჩხუბს მაინც ვასწრებთ (იცინის).

  • და მაჩუქა. რამდენჯერაც კედელზე დავკიდე, იმდენჯერ სხვა კაბინეტში მომიწია გადაბარგება. ამიტომაც დევს სავარძელზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?