„ფურცელზე არა ოცნებები, არამედ გეგმები ჩამოწერეთ“ - ასტროლოგ ქეთი ვაწაძის რჩევები

სტუმრად ცნობილებთან

28 დეკემბერი 20:00, 2016 წელი

ზოდიაქოს რომელი ნიშნები იქნებიან მამლის წლის ფავორიტები, რატომ ვხვდებით ახალ წელს ხვავითა და ბარაქით, რა მოაქვს 31 დეკემბრის ღამეს ჯიბეში ჩადებულ ფულის კუპიურას, ან რა ძალა აქვს ჩვენს განწყობას? - ასტროლოგი ქეთი ვაწაძე 2017 წლისთვის არაერთ საგულისხმო რჩევას გვაძლევს...


- ქეთი, როგორ შეაფასებდით ჩავლილ 2016 წელს?
- თუ მსოფლიო ტენდენციებს გადავხედავთ, ისეთი წელი გვქონდა, როგორიც პროგნოზში იყო - მოულოდნელობებით აღსავსე. აქტუალური იყო იდეოლოგიის, პოლიტიკის, განათლებისა და რელიგიის სფეროები, რაც 2017 წელშიც გადმოდის. აღმოსავლური კალენდრით, მამლის წელი 28 იანვარს შემოდის. ჩინეთი სულ იზრდება, ძლიერდება და მრავლდება. ალბათ, რაღაც ისეთ თვისებებსა და ცოდნას ფლობენ, რისი დამსახურებითაც მათი სახელმწიფო წინ მიდის. ჩვენც რომ გავითვალისწინოთ, იქნებ სასიკეთოდ წაგვადგეს? თუმცა 1-ელ იანვარს რომ ვხდებით ახალ წელს, ამით არაფერს ვაშავებთ.


- როგორ უნდა შევხვდეთ მამლის წელს?
- რადგან მამლის წელი ცეცხლოვანია, ყველაზე აქტუალურია წითელი და მისი მონათესავე - ნარინჯისფერი, შინდისფერი, ასევე ოქროსფერიც. მამალს დიდი რია-რია არ უყვარს. მის წელს ოჯახურ გარემოში შევხვდეთ. პირადად მე ჩემს პატარებს „ყიყლიყო“ უნდა ვაყვირო! ეს სახალისოც არის და ჩვენი რა მიდის?კარგი იქნება, თუ სახლში, თუნდაც იმ ოთახში, სადაც ახალ წელს ვხვდებით, დომინანტი წითელი ფერი იქნება. მაგიდას წითელი სუფრა გადავაფაროთ და წითელი ხელსახოცი გამოვიყენოთ. ოქროსფერი და წითელი სანთლებიც აუცილებელია. ნაძვის ხეზეც იგივე ფერები უნდა სჭარბობდეს.
ვისაც მრავალფეროვნების საშუალება არ აქვს, მანდარინით სავსე ლარნაკიც საკმარისია. ჩინეთში წყვილი მანდარინი ითარგმნება, როგორც ოქრო და დოვლათის, ხვავის, ბარაქისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.
წინასაახალწლოდ ფურცელზე არა ოცნებები, არამედ გეგმები ჩამოწერეთ - რომელ თვეში რა უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ეს ფურცელი საახალწლო სუფრაზე დადეთ. ახალი წელი რომ დადგება, კარგად გადაიკითხეთ და დარწმუნებულები უნდა  იყოთ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება. 1-ელ იანვარის დილას გეგმების ფურცელი დაკეცეთ, სადმე ისეთ ადგილას შეინახეთ, თვალში რომ არ გეჩხირებოდეთ და მთელი წლით დაივიწყეთ. სამყაროში კონცენტრირებული აზრები, სურვილები უნდა გავტყორცნოთ და მოვეშვათ.


- მამლის წელში რა ტიპის სამოსია აქტუალური?
- 2017 წელს „პერო“ ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს, ოღონდ მაინცდამაინც მამალს ნუ გამოვაძრობთ ბუმბულს! კარგი იქნება, თუ კატისებრთა ოჯახის პრინტი არ გვექნება სამოსში. ექსტრავაგანტურობა, ეფექტურობა, ბრწყინვალება, ბიჟუტერია, მკაფიო მაკიაჟი და სამოსი წითელსა და ოქროსფერშია აქტუალური.


- 2017 წელს საახალწლო სუფრის გაწყობისას რა უნდა ვიცოდეთ?
- ვინაიდან მამალი მაინც ქათმის ბიძაშვილია, ქათმისგან დამზადებული საკვებს 12 საათზე მამლის წელს თუ არ დავახვედრებთ, კარგი იქნება, თუმცა შეგვიძლია, მაცივარში გვქონდეს და მეორე დღეს მივირთვათ.
ბოსტნეული და სალათები, სადაც სიმინდის მარცვალი მრავლად იქნება, შეგვიძლია 2017 წელს უხვად დავახვედროთ.
მამლისთვის კი საახალწლო სუფრაზე ორი ჯამი დავდოთ - ერთი წყლით, მეორე კი ხორბლით ან სხვა საკენკით სავსე.
თუ საშუალება გვაქვს, პატარა ტომრებში კენტი რაოდენობის ხურდა ჩავყაროთ და მაგიდაზე დავდოთ.
საახალწლო სუფრას ჯიბეცარიელი არასდროს მიუსხდეთ, რაღაც კუპიურა მაინც უნდა დაიტოვოთ ჯიბეში.
იცით, რატომ ვახვედრებთ ხვავსა და ბარაქას ახალ წელს? ამით სამყაროს ვეუბნებით, რაც სუფრაზე მაქვს, პირველ ნაბიჯს ამ დოვლათით ვდგამ და ასე გაგრძელდეს მთელი წელიო.
მთავარია, ახალ წელს რა განწყობით ხვდები და არა ის, რას ჭამ, თუმცა ეს ყველაფერი რწმენისთვის კეთდება და თუ არ გჯერა, უმჯობესია, არ გააკეთო.


- ნაძვის ხესთან დაკავშირებით კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ?
- ნაძვის ტოტი დღეგრძელობის სიმბოლოა და სასურველია, საახალწლო სუფრაზე დავდოთ ან ნაძვის ხეს მოვარგოთ.
ვისაც გათხოვება სურს, შეუძლია, ნაძვის ხეზე ოქროს ბეჭედი ჩამოკიდოს და როგორც კი ახალი წელი დადგება, მარჯვენა ხელის არათითზე გაიკეთოს.
ვისაც შვილი უნდა, ბავშვების სურათები ან ბავშვისა და ანგელოზის ფიგურები ჩამოკიდოს.
იმის ახდენა, რაც 2017 წელს გვსურს, ჩვენს რწმენასა და სწორად ცხოვრებაზეა დამოკიდებული. რისიც გჯერა, ის ყოველთვის აგისრულდება.


- ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს 2017 წელს?
- არ მიყვარს პროგნოზის გაკეთება და თუ ვაკეთებ, აუცილებლად ვამბობ, რომ ეს ზოგადი ტენდენციაა. ვის როგორი წელი ექნება, ეს დამოკიდებული ადამიანსა და იმაზე, რა ხდება მის რუკაში. ხშირად გამიკეთებია ასტროლოგიური რუკა და მინახავს, რომ ადამიანს საშინელი პერიოდი უნდა ჰქონოდა, თუმცა იმდენად სწორად უცხოვრია, სადღაც დიდი სიმძიმე ელოდა, მსუბუქ სირთულეზე გადაუვლია. პირიქითაც მომხდარა, ადამიანს ფანტასტიკური პერიოდი უნდა ჰქონოდა და მის ცხოვრებაში კარგი არაფერი მომხდარა.

რადგან პროგნოზზეა საუბარი, გეტყვით, რომ წლის ფავორიტი სასწორია, რადგან მის ნიშანში იუპიტერია, რომელიც ოქტომბრის ჩათვლით დარჩება.
სასწორის მონათესავე ნიშნებია ტყუპები და მერწყული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წელი მათთვისაც სასიკეთოა.
ჰაერის ნიშნების შემდეგ, ოქტომბრის ჩათვლით, ცეცხლის ნიშნებისთვისაც კარგი წელია. ლომისთვის 2017 კიდევ უფრო პოზიტიური იქნება, რადგან რამდენიმე თვეში მასში აღმავალი კვანძი გადადის და შეიძლება ახალი ეტაპი დაიწყოს. მშვილდოსანს გაუჭირდება, თუმცა მთლად ასეც არ არის. ამ ნიშნის მატარებელი იმ ადამიანისთვის, ვინც მიხვდა, სამყაროს რა სჭირდება მისგან, შეიძლება ძალიან კარგი წელიც აღმოჩნდეს.
წლის მეორე ნახევარში შემოდგომიდან ფავორიტები ხდებიან მიწისა და წყლის ნიშნები. შემოდგომიდან თევზებისთვის, კირჩხიბისთვის  და მიწის ნიშნებისთვის კარგი პერიოდი იწყება.
მინდა აღვნიშნო, რომ წყლის ნიშნები ძალიან სენსიტიურები არიან. ამ ადამიანებისთვის ასტროლოგია და პროგნოზების კითხვა აკრძალულიც კი უნდა იყოს, სანამ ნეგატივის პოზიტივში გადატანას ისწავლიან. „ვაიმე, გავიგე, თევზებისთვის ცუდი წელი ყოფილაო“, - საიდან მოაქვთ ეს, არ ვიცი. სინამდვილეში, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის ძველისა და არასაჭიროს მოშორების წელია, რაც ცუდი არ არის.
ჟურნალისტების გასაგონად ვამბობ, უმჯობესია, ამა თუ იმ ნიშანზე საერთოდ არაფერი დაწეროთ, ვიდრე პატარა ნეგატივი. ვერძს რომ უთხრათ, ცუდი წელი გექნებაო, პირიქით - უფრო სტიმულზე მოვა! აი, თევზი კი ჩაიკეტება და სულაც რომ არ ჰქონდეს ცუდი წელი, დაიჯერებს და რაღაც ცუდს დაიმართებს.


რაც შეეხება აღმოსავლურ ნიშნებს, ამ წლის ფავორიტები არიან მამალი, დრაკონი, გველი და ხარი. ეს წელი ცოტა რთული იქნება კატის წელში დაბადებულთათვის, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ზოგადი პროგნოზია და შეიძლება, სწორედ ამ წელს კატის წელში დაბადებული ავიდეს დიდ მწვერვალზე, რადგან მას თავისი მინუსები უკვე გამოსწორებული ჰქონდეს.


- ზოგადი  შეფასებით, როგორი წელი გველოდება?
- 2016 წლიდან ტენდენციები 2017-შიც გადმოდის. პოლიტიკის, იდეოლოგიის, რელიგიისა და განათლების სფეროები ისევ აქტუალური იქნება. საფრთხის მაჩვენებელი მაღალი იქნება ცრუ მესიებისთვის, სექტებისთვის და იმ ქვეყნებისთვის, სადაც ტერორიზმი ხშირია.
სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები დაიძაბება. მამალი რაინდებისა და მთავარსარდლების ნიშნად მიიჩნევა. პლუს, ცეცხლის ელემენტი შემოდის. ანუ საკმაოდ აქტიური და მოულოდნელობებით აღსავსე წელი გველოდება. უმთავრესია, წინდახედულობის, თავშეკავებისა და დიპლომატიურობის გამოვლენა და წელიც მშვენივრად ჩაივლის. როცა სახელმწიფოს სათავეში ხარ, პროვოკაციას არ უნდა აჰყვე, რადგან დიპლომატია სწორედ თავშეკავებასა და ემოციების გაკონტროლებას გულისხმობს.
რაც ჩვენ გვევალება, ეს შრომისმოყვარეობაა, რადგან მამალი სწორედ ასეთია. სოფლის მეურნეობისა და შემოქმედებითი სფეროებისთვის მშვენიერი წელი გველის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?