იგი ლოს-ანჯელესის ახლოს მდებარე აეროდრომიდან სასწრაფოდ გამოიძახეს. შემთხვევით მოსმენილი სატელეფონო საუბრიდან პოლიციამ დაადგინა, რომ ალასკისკენ მიმავალ თვითმფრინავზე თვითმკვლელმა აბომბი შეიტანა. ის დიდ სიმაღლეზე თავის აფეთქებას გეგმავდა. მანიაკის მსხვერპლი ათობით ადამიანი უნდა გამხდარიყო.
ინსპექტორი ვარნიკე აეროდრომზე მივიდა და თვითმფრინავისკენ მიმავალ მგზავრებს დააკვირდა.
აი, მოახლოებული ავტობუსიდან ერთბაშად ხუთი მათგანი ჩამოვიდა.
საბუთების ზერელე შემოწმების შემდეგ ვარნიკემ ერთ-ერთი მათგანი დააკავა.