მეორე დილას იმავე ქალაქში საკუთარი სახლის დერეფანში მოკლული ქვრივი N აღმოაჩინეს. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, ქვრივი დაახრჩვეს.
ინსპექტორმა ვარნიკემ დაკითხვაზე ცალთვალა ედი დაიბარა, რომელმაც აღიარა, რომ წინა ღამით თავის ზოგიერთ „კლიენტს“ მიაკითხა.
მოულოდნელად ინსპექტორმა ჰკითხა, მის „კლიენტებში“ ქვრივი N-იც ხომ არ შედიოდა.
ედიმ განუცხადა, რომ ქვრივის სიკვდილს მასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მაშინ ინსპექტორმა ჰკითხა, საიდან იცოდა, რომ ქვრივი მკვდარი იყო.
ედის პასუხის მიხედვით, ქვრივის სახლის წინ გავლისას მან ზარი დარეკა. როცა არავინ უპასუხა, გასაღების ჭუჭრუტანიდან შეიხედა და იატაკზე გაშხლართული ქვრივი დაინახა.
ქვრივის ბინის დათვალიერების შემდეგ ინსპექტორის ბრძანებით ცალთვალა ედი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.