ფული და ზოდიაქოს ნიშნები - ვინ არის ყველაზე იღბლიანი?

თემატური ჰოროსკოპი

7 დეკემბერი 14:00, 2017 წელი

ასტროლოგების მტკიცებით, ადამიანის ფინანსური წარმატება ვარსკვლავების განლაგებაზეა დამოკიდებული. მოდი, ვნახოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშანი მიიჩნევა ყველაზე წარმატებულად ფულის შოვნაში. რეიტინგს ბოლოდან დავიწყებთ.

12. მშვილდოსანი
რეიტინგის ყველაზე ბოლო ადგილზე მშვილდოსანია. და არა იმიტომ, რომ მას ფული არ აქვს. მას ხშირად აქვს ფული და არცთუ ისე ცოტა, მაგრამ რამდენიც არ უნდა იშოვოს, მისთვის სულ ცოტაა. მას არ შეუძლია შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ვიღაც მასზე მდიდარი და უზრუნველყოფილია. ეს ხომ უსამართლობაა! Forbes-ის სიაში მეხუთე ადგილიც რომ ეკავოს, ის თავს მაინც ღარიბად ჩათვლის. 


11. მერწყული
მერწყული არასდროს ცდილობს ბევრი ფულის შოვნას, ამიტომაც მას ის არც აქვს. რად უნდა მერწყულს ფული? და თან ყოველ თეთრზე იკანკალოს? ეს არაფერში სჭირდება. მერწყული ყოველთვის ბედს ენდობა და ბედიც ყოველთვის უღიმის. მერწყულის გვერდით ყოველთვის არის ის, ვინც ჩვენს მეოცნებეს კომფორტულად აცხოვრებს.

10. თევზები
თევზები საპატიო მე-10 ადგილზე ერთი მიზეზის გამო არიან. მათ სავსებით არ აქვთ ფულის გამომუშავების შნო. ცხოვრება მათ მუდმივად სთავაზობს „მსუყე“ ვარიანტებს, მაგრამ თევზები მათ ან ვერ ხედავენ, ან უაზროდ ფლანგავენ ნაშოვნს. ხშირად ფულს მდიდრულ და უაზრო ნივთებში ხარჯავენ და სულაც არ ადარდებთ. მათ იციან, რომ საკვები ფულის გამომუშავებას ყოველთვის მოახერხებენ.


9. სასწორი
სასწორს ფული ეზიზღება. მას გულწრფელად სწამს, რომ ამ ლამაზ ქაღალდებში კარგი არაფერია, მათი გამომუშავება კი კოშმარი და სიმდაბლეა! ამის მიუხედავად, სასწორებს მოსწონთ ფუფუნებით ცხოვრება, თუმცა ამის შესახებ ამჯობინებენ, ჩუმად იყვნენ. მათი აზრით, ჭეშმარიტი ხელოვანები მშივრები უნდა იყვნენ, თუმცა თავიანთი ტალანტის თაყვანისმცემლების საჩუქრებზე უარი არ უნდა თქვან - მაგალითად, ბინაზე პრესტიჟულ უბანში.

8. ტყუპები
ტყუპები ფულის შოვნაში სპეცები არიან, მაგრამ არა - მათ შენარჩუნებაში. როგორც კი ხელში რაიმე თანხა ჩაუვარდებათ, ერთი სული აქვთ, სასწრაფოდ დახარჯონ! რა იცი, რა ხდება - ამბობენ ისინი და ამ „რა იცი, რა ხდებაში“ ბევრ რაღაცას გულისხმობენ - კრიზისს, რევოლუციას, აპოკალიფსს... ისე, სხვა არა, მაგრამ ტყუპები შეიძლება, ასეთ ხიფათში მართლა აღმოჩნდნენ. 

7. კურო
კუროებს უყვართ, თავი ღარიბად მოგვაჩვენონ. არადა კუროებს ფული აქვთ, რომელიც კომფორტული ცხოვრებისთვის სავსებით საკმარისია, მაგრამ თავად მათ არასდროს ჰყოფნით.


6. ლომი
ამაყ ლომებს ფული იმიჯისთვის სჭირდებათ. გარეგნულად ლომები წარმატებულები და მდიდრები ჩანან. მდიდრულ რესტორნებში სადილობენ, თუმცა სახლში მაკარონზე გადადიან, ცხოვრობენ ქალაქის პრესტიჟულ რაიონში, თუმცა სარემონტო ბინაში... მოკლედ, ლომებისთვის მთავარი გარეგნული სახეა და არა შინაარსი. თუმცა ეს ზოგჯერ წარმატების მომტანიცაა: მდიდართა წრეში ტრიალისას ისინი ფულსაც შოულობენ.

5. კირჩხიბი
კირჩხიბს ფული ყოველთვის სჭირდება, თანაც - ძალიან. ჰკითხეთ, რატომ და ის გიპასუხებთ: „იმიტომ“. ზოგადად კი, კირჩხიბი ყველაფერს სახლში ეზიდება, სჭირდება თუ არა. იყიდის რაღაც ნივთს და ფულსაც მოიტოვებს. შემდეგ ამ ნივთს ღარიბ ნათესავს აძლევს. ხომ უნდა იცოდნენ ნათესავებმა, ვინ არის ყველაზე კეთილშობილი და გულუხვი!


4. ვერძი
ვერძებს უყვართ რისკი და სერიოზულ ფინანსურ ავანტიურებში ეხვევიან, თანაც ახალგაზრდობიდანვე. როგორც წესი, ისინი ფულს მთელი ცხოვრება შოულობენ და დიდ ქონებას აგროვებენ. ყველაზე საინტერესო კი ვერძების სიკვდილის შემდეგ იწყება - მათ მთელი ვაგონი მემკვიდრე რჩებათ, ანდერძი კი არ არსებობს!


3. თხის რქა
თხის რქებმა ბავშვობიდანვე იციან ყულაბის შევსება: ამისთვის ან ბევრი უნდა იშოვო, ანდა ნაკლები ხარჯო. თხის რქები ორივეს წარმატებულად აკეთებენ. ისინი ბევრს შოულობენ და ცოტას ხარჯავენ. ფულის ხარჯვაში აზრს ვერ ხედავენ, თუმცა არ ენანებათ ფული სწავლაზე, რათა შემდგომში უფრო მეტი გამოიმუშაონ. თხის რქებისთვის ფული საშუალებაა და არა ფუფუნება.

2. მორიელი
მორიელებს ძალიან უყვართ ფული და არ უყვართ წაგება. ფინანსური წარმატებისთვის ისინი მეტოქეების თავებზეც კი გადაივლიან. ფინანსურ დამოუკიდებლობას მორიელები საკმაოდ მოწიფულ ასაკში აღწევენ და თავიანთი შთამომავლების არაერთ თაობას ქონებით უზრუნველყოფენ!


1. ქალწული
პირველ ადგილამდეც მივედით: წარმოგიდგენთ ქალწულს, რომელიც ფინანსურ წარმატებას საკუთარ ასკეტიზმსა და შრომისმოყვარეობას უნდა უმადლოდეს. ქალწული ის მილიარდერია, რომელიც 20-დოლარიანი ჯინსებით დადის და ამით არც წუხდება. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?