როგორ ჭირვეულობენ ქალები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

თემატური ჰოროსკოპი

14 დეკემბერი 14:00, 2017 წელი

თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ყველა ქალი ერთნაირად ჭირვეულია, ის ძალიან ცდება. როგორც აღმოჩნდა, ზოდიაქოს ნიშანს ქალის ჭირვეულობებზეც აქვს გავლენა...

ვერძი
თუ ვინმე არ წვრილმანდება, ეს ქალი-ვერძია. თუკი მან ჭირვეულობა მოინდომა, მაშინ საქმეში ჩაერევა ცრემლიც, ყვირილიც და დამტვრეული ჭურჭელიც. უფრთხილდით! სანამ ის ზედმეტ ორთქლს არ გამოუშვებს, არ დაწყნარდება. 


კურო
ამ ნიშნის წარმომადგენლები მიზეზის გარეშე არ ჭირვეულობენ. აი, როცა ჭირვეულობას იწყებენ, იცოდეთ, რომ ამ დროს რაღაცის მიღწევა სურთ და აღწევენ კიდეც. 

ტყუპები
ტყუპების ჭირვეულობა შეგიძლიათ, ვიდეოზე გადაიღოთ და ცნობილ რეჟისორებს გაუგზავნოთ. ამ დროს ისინი ისეთი თეატრალურები არიან, ნებისმიერ არტისტს შეშურდება. ასეთ მომენტებში ცოტა ბავშვურადაც გამოიყურებიან, მაგრამ სწორედ ესაა მათში მიმზიდველი.


კირჩხიბი
აი, ვის არ უნდა გაეკაროთ ჭირვეულობის დროს. კირჩხიბი ამას გამორჩენის მიზნით არ სჩადის, ამიტომ არავითარი საუბარი არ გაჭრის, პირიქით, საქმეს გააფუჭებთ. უბრალოდ, ჯობია, მცირე ხნით მარტო დატოვოთ და თავისით გადაუაროს.


ლომი
ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალის გაგება საერთოდ ძნელია, ვინაიდან მან ხშირად თვითონაც არ იცის თავისი ჭირვეულობის მიზეზი. თუმცა ასე ლომები მხოლოდ ახლობელი ადამიანების წინაშე იქცევიან.


ქალწული
ეს ქალები სცენებს არ აწყობენ და არც ყვირიან, ისინი ჟესტებით და მიმიკით შემოიფარგლებიან. თუკი ქალწულმა ჭირვეულობა გადაწყვიტა, ჯობს, მის მზერას დაემალოთ. გირჩევთ, მასში მხეცს ნუ გააღვიძებთ, ვინაიდან ამ შემთხვევაში საქმეში ავეჯი და ჭურჭელიც ჩაერთვება.


სასწორი
სასწორი ისე ეშმაკურად ჭირვეულობს, რომ მასზე გაბრაზება შეუძლებელია. მაგრამ ნუ ფიქრობთ, რომ ამ დროს ქალი-სასწორი არაფერს გამოგრჩებათ. გვერწმუნეთ, მის ყველა სურვილს ისე შეასრულებთ, აზრზეც ვერ მოხვალთ.


მორიელი
თუ ამ ქალმა ჭირვეულობა დაიწყო, მისგან დამალვა სჯობს. მის დამშვიდებას არ ეცადოთ, მაინც არაფერი გამოგივათ. მიუშვით, მთელი თავისი ემოცია ამოანთხიოს და როცა დაამთავრებს, მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ კუთხიდან გამოსვლა.


მშვილდოსანი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ჭირვეულობა არ უყვართ, იმიტომ, რომ ამის გარეშეც ყველაფერი კარგად გამოსდით. და მაინც, თუკი მან ჭირვეულობა წამოიწყო, ამას ძალიან მოუხერხებლად გააკეთებს: ვერც სათხოვარს ჩამოაყალიბებს და დამნაშავესაც ვერ იპოვის.


თხის რქა
ეს ქალი ჭირვეულობას თავისი ღირსების შებღალვად მიიჩნევს, თუკი მაინც მივა ამ მდგომარეობამდე, მაშინ ოთახში ჩაიკეტება და მანამ არ გამოვა, სანამ თავის თავს თვითონ არ დააწყნარებს.


მერწყული
აი, ვისი ჭირვეულობის უნდა გვეშინოდეს. ქალ-მერწყულს მისი ყველა კაპრიზის შესრულება და თაყვანისცემა სურს. თანაც, ხან თქვენს ყურადღებას ითხოვს და ხან გიბრძანებთ, რომ თავი დაანებოთ. და როგორ უნდა მოიქცეთ? რჩევის მიცემა ძნელია.


თევზები
ქალი-თევზები ჭირვეულობას აღმერთებს! ამ დროს ჭეშმარიტ სიამოვნებას იღებს და ნამდვილ წარმოდგენას მართავს. ის ამის დიდოსტატია!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?