რა ფერის თმა მოგიხდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

თემატური ჰოროსკოპი

15 დეკემბერი 14:00, 2017 წელი

ასტროლოგების განცხადებით, ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშანს გარკვეული ფერის თმა უხდება, მიუხედავად იმისა, რა ფერის კანი თუ რა ფორმის თვალის ჭრილი აქვს. მოდი, ვნახოთ...

ვერძი
ვნებიან და საქმიან ვერძებს წითლის, ჟღალისა და გაჯერებული წაბლისფერის ტონალობები უხდებათ. ეს ფერი წარმატებას უქადის როგორც ქალებს, ისე კაცებს. გახუნებული ფერები კი მათ ვნებიან ხასიათთან წინააღმდეგობაში მოდის და უნდა მოერიდონ.

კურო
კუროებმა ძლიერი და ზოგჯერ ხისტი ხასიათის  გასანეიტრალებლად თაფლისფერი ტონალობა უნდა შეარჩიონ. ეს ფერი მათ ცხოვრებაში სიმშვიდეს შეიტანს. მუქი და მკვეთრი ფერები ხასიათის უარყოფით მხარეებზე გააკეთებს აქცენტს.

ტყუპები
ტყუპები სპონტანური პიროვნებები არიან და ამიტომაც მათ ყველანაირი ფერი მოუხდებათ. მათთვის კარგია როგორც ფერფლისფერი, ისე შავი ტონალობები. ფერების შერჩევისას უნდა ახსოვდეთ, რომ თბილი ტონალობები გრძნობებს აძლიერებს, ხოლო ცივი ტონალობები ზედმეტ ემოციურობას აცხრობს.

კირჩხიბი
სამსახურსა და პირად ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად კირჩხიბებმა წაბლისფერი და კარამელის ტონები უნდა შეარჩიონ. ამით მეტ თავდაჯერებულობას შეიძენენ. ასტროლოგები კირჩხიბებს ვარდისფერითა და ცისფერით ექსპერიმენტებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ლომი
ლომები ბუნებრივადაც მშვენიერები არიან. კიდევ უფრო მომხიბლავები რომ გახდნენ, ასტროლოგები მათ ოქროსფერ ტონალობას ურჩევენ, მაგრამ ძალიან არ უნდა გადაამეტონ. ჟღალი, ცეცხლმოკიდებული ტონები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა სიფიცხეს გაუსვამს ხაზს.

ქალწული
ქალწულების სინაზე ნათელი თმით უნდა იყოს ხაზგასმული. ამას გარდა, პლატინის ანდა ფერფლისფერი ტონალობები მათ თავდაჯერებულობას აამაღლებს. ზოგიერთ ქალწულს კაკლისა და ყავის ფერებიც მოუხდება. აი, მყვირალა ფერებს კი უნდა ერიდონ - ამით საზოგადოებას გააღიზიანებენ.

სასწორი
სასწორების ძალა მათი უბრალოებაა. ბუნებამ ისინი თმის იდეალური ფერით დააჯილდოვა. ერთადერთი, რაც ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალებს შეუძლიათ - გახადონ ეს ფერი უფრო გაჯერებული. თუ მაინცდამაინც ცვლილებები სურთ, მაშინ შეუძლიათ, მსუბუქი მელირება სცადონ. თმის ფერი არ შეიცვლება, სამაგიეროდ გარეგნობაში სიახლე იქნება.

მორიელი
მორიელებს ნებისმიერი კაშკაშა ფერი მოუხდებათ - წაბლისფერი, თაფლისფერი, ჟღალი, ყავისფერი, ოქროსფერი. მოწითალო ტონალობები მათ ბედნიერებისა და ჰარმონიის მიღწევაში დაეხმარება. ამას გარდა, ეს ფერები კარიერულ წინსვლასაც შეუწყობს ხელს.

მშვილდოსანი
ცეცხლოვან მშვილდოსნებს შეუძლიათ, თამამად ჩაატარონ ექსპერიმენტები. მთავარია, შერჩეული ფერი ძლიერი და კაშკაშა იყოს. ჟღალი, გაჯერებული წაბლისფერი, სპილენძისფერი ენერგეტიკას შემატებთ. მათ გარეგნობასთან ყველაზე არასტანდარტული ფერებიც კი ჰარმონიაში იქნება. მოკლედ, მშვილდოსნებს არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეთ. მათ ხასიათს ყველა თუ არა, ბევრი ფერი ნამდვილად მოუხდება.

თხის რქა
თხის რქებმა ყურადღება ნათელ, ფერფლისფერ და სპილენძისფერ ტონალობებს უნდა მიაქციონ. ამით ხაზს გაუსვამენ თავიანთ ბუნებრივ სინაზეს. თბილი ფერები სიყვარულს მიანიჭებთ, ხოლო ცივი სამუშაო განწყობას შეუქმნით. თხის რქებისთვის აკრძალულია მუქი ფერები - ისინი ენერგიას წაართმევენ.

მერწყული
მერწყულების კოზირი თმის კეთილშობილი ფერებია. წაბლი, კაკალი, შოკოლადი - ეს ტონალობები ზოდიაქოს ამ ნიშანს სიყვარულში, კარიერასა და მეგობრობაში დაეხმარება. მერწყულებს არ სჭირდებათ ფერებით ექსპერიმენტების ჩატარება. საკმარისია, თმის ბუნებრივი ფერის მშვენიერებას გაუსვათ ხაზი და მეტი სინათლე შეიტანოთ.

თევზები
ინფანტილურ თევზებს ცივი ტონალობები მოუხდებათ. ქერა ანდა ფერფლისმაგვარი ქერა - ეს ისაა, რასაც ვერცერთი მამაკაცი  გულგრილად ვერ აუვლის გვერდს. ნათელი ფერები თევზების ბუნებრივ სილამაზეს გამოკვეთენ და ხარვეზების კორექტირებას ახერხებენ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?